ლამინატი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად იატაკის საფარად რჩება. მისი ასორტიმენტი იმდენად ფართოა, რომ პროფესიონალის გარეშე მასალის სწორად შერჩევა შეიძლება გაგვიჭირდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენიმე დეტალში თავადაც ვიყოთ გათვიცნობიერებულები.
- საინტერესოა, რამდენი და რა სახის ლამინირებული იატაკი არსებობს და რა შემთხვევაში რომელი უნდა გამოვიყენოთ?
- ლამინატის მთავარი განმასხვავებელი ნიშნებია კლასი და სისქე. მისი დაგებისას აღნიშნული მახასიათებლების გათვალისწინება აუცილებელია, რათა იატაკმა არ დაკარგოს ფორმა, არ დანესტიანდეს და მალე არ გაგვიხდეს შესაცვლელი, რაც
ამასთან, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ხარისხიც. ლამინატის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და შერჩევის ხერხებთან დაკავშირებით სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ციტადელს“ მივმართეთ. მათი რჩევით, ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და ხარისხიანი ლამინატის მწარმოებელი ბრენდი არის KASTAMONU, რომელსაც მსოფლიოში უამრავი მომხმარებელი ენდობა.
რაც შეეხება ლამინატის მთავარ მახასიათებლებს, „ციტადელის“ ინფორმაციით, არსებობს 6, 7, 8, 8.3, 10, 10.3 და 12 მმ სისქის ლამინირებული იატაკი, რომელსაც ზედაპირის მიხედვით ვარჩევთ: თუ ზედაპირი იდეალურად სწორია და არ არის ტენიანი, მაშინ შეგვიძლია, ნებისმიერი სისქის იატაკი დავაგოთ, ხოლო უსწორმასწორო ზედაპირის შემთხვევაში რეკომენდებულია 10, 10.3 და 12 მმ სისქის ლამინატის გამოყენება. გასათვალისწინებელია, რომ უსწორმასწორო ზედაპირზე ლამინირებული იატაკის დაგება მისი ჩამკეტების მტვრევას იწვევს.
მეორე მახასიათებელი არის კლასი. რაც უფრო ცვეთამედეგია ზედაპირი, მით უფრო მაღალია ლამინირებული იატაკის კლასი. არსებობს 31-ე, 32-ე, 3ე კლასის ლამინატი. კლასი ირჩევა იმის მიხედვით, თუ რა დატვირთვა აქვს იატაკს. უფრო კონკრეტულად:
31-ე კლასი - რეკომენდებულია არაინტენსიური დატვირთვის ოთახებში - საძინებელსა და კაბინეტში; 32-ე კლასის ლამინატი - იდეალურია, როგორც საცხოვრებელ ფართში ინტენსიურ და არაინტესიური დატვირთვის ოთახებში, ასევე საშუალო დატვირთვის კომერციულ ფართებშიც; 33-ე კლასი კი რეკომენდებულია საცხოვრებელ სახლებსა და კომერციულ ფართებში, ინტენსიური დატვირთვის პირობებში.
ლამინატის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და მასალების სწორად შესარჩევად შეგიძლიათ, მიმართოთ „ციტადელს“ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში. თქვენს საჭიროებას სპეციალისტები ინდივიდუალურად განიხილავენ და შესაბამის რეკომენდაციას გაგიწევენ.
R
კომენტარები