ანტრესოლის სართული იძლევა საშუალებას, შენობას შემატოს საცხოვრებელი ფართი, ამასთანავე მიანიჭოს მას ორიგინალური სახე, თუ ის გემოვნებით არის გაკეთებული. განსაკუთრებით მოსახერხებელია სტუდიოს ტიპის და ერთოთახიან ბინებში.
რას ნიშნავს ანტრესოლი
ეს განმარტება არქიტექტურაში რამდენიმე საუკუნეა, რაც არსებობს. ეს არის ღია სივრცე, ანტრესოლს ხშირად უწოდებენ დაუსრულებელ ადგილს შენობის ცენტრში.
თანამედროვე ტიპის ანტრესოლი კი გახლავთ დამატებითი ჰორიზონტალური სივრცე ჭერის ქვეშ, გარკვეულ სიმაღლეზე, რომელიც ყოფს ოთახს და იძლევა საშუალებას მეორე დონეზე მოეწყოს ფუნქციონალური ზონა. ანტრესოლის გაკეთება შესაძლებელია როგორც კერძო სახლში, ისე მრავალსართულიან სახლში. მთავარია,
რომ ჭერი იყოს საკმარისად მაღალი. ასეთი კონსტრუქცია ხშირად გვხვდება ოფისებში, კლუბებში, მუზეუმებსა და მაღაზიებში.
ანტრესოლის სართულზე შესაძლებელია მოეწყოს ძალიან კომფორტული სამუშაო ზონა, მოსასვენებელი ზონა და უბრალოდ საძინებელი, თქვენ წარმოიდგინეთ, სამზარეულოც კი, თუმცა ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ანტრესოლის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის, რომ კიბეებით გიწევთ ზემოთ ასვლა, თუმცა ესეც საკითხავია, რამდენად მინუსია, ეს ხომ ჯანმრთელობაა. სხვა შემთხვევაში ანტრესოლო არის ძალიან მოსახერხებელი და ესთეტიკურადაც გამართლებული ვარიანტი.
ვისაც ანტრესოლის გაკეთება სურს, უნდა გაითვალისწინოს გარკვეული წესები და მიჰყვეს წესებს - ჭერის სიმაღლე შენობაში, რომელშიც ანტრესოლის გაკეთებას გეგმავთ, უნდა იყოს არანაკლებ 4,5 მ-ისა. გარდა ამისა, იატაკიდან ანტრესოლის სართული 2,5 მ-ით მაინც უნდა იყოს დაშორებული. და ბოლოს, ანტრესოლის ოთახს შეიძლება ეკავოს შენობის მხოლოდ 40%.