ფეისბუქის დახურულ ჯგუფში „რემონტი“, ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ამ ბინის ფოტოები და დიდი მოწონება დაიმსახურა. ბინა კესო გველესიანისაა, ახლგაზრდა მხატვრისა და გრაფიკული დიზაინერის, რომელიც ამავდროულად აბრეშუმის შარფების ქართული ბრენდის დამფუძნებელი გახლავთ. თანამედროვე, სადა ბინა მისი საკუთრება ყოფილა, რომლის რემონტი ინტერიერის დიზაინერ ანკა ჩოჩიასთან ერთად დაგეგმა და სისრულეშიც მოიყვანა. უფრო მეტს სარემონტო სამუშაოებისა და მისი გამოცდილების შესახებ თავად კესო გიამბობთ.
- 2004 – 2005 წლიდან გვაქვს ეს სახლი, სადაც ძველი, სტანდარტული რემონტი იყო, არაფერი ცუდი არ იყო, უბრალოდ კედლებმა დაიწყო აქერცვლა და გემოვნებაში არ
ჯდებოდა. ამ წლების განმავლობაში ნივთებს რომ ვამატებდით და ვამატებდით, არაფერი ერთმანეთს აღარ უხდებოდა. ამასობაში გავიზარდე, ხატვა დავიწყე და მინდოდა, სახლი ჩემზე მორგებული ყოფილიყო. გადავწყვიტე რემონტის გაკეთება, მქონდა განსაზღვრული ბიუჯეტი, მაგრამ პანდემია დამემთხვა და მასალას რომ ვიყიდდი და დამაკლდებოდა, უკან დაბრუნებულს ფასები გაორმაგებული მხვდებოდა, შედეგად ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი მქონდა.
სულ არის 150 კვადრატი აივნებიან-საძინებლებიანად. ჩემი საძინებელი 40 კვადრატია, ბევრი ნახატი მაქვს ოთახში და ვიფიქრე, სხვებისთვის საინტერესო არ იქნებოდა. მეორე სტანდარტული საძინებელი სტუმრებისთვისაა.
- დიზაინერთან იმუშავეთ, თუ მთლიანად თქვენი გემოვნებით გააკეთეთ რემონტი?
- ანკა ჩოჩია არის ძალიან კარგი დიზაინერი, რომელთანაც ვიმუშავე ჯერ სახლის, შემდეგ კი მაღაზიის ინტერიერზე. პირველად ჩემთან რომ მოვიდა, ისეთი კითხვები დამისვა, მეგონა ფსიქოლოგთან ვიყავი. დაინტერესდა ჩემი მეგობრებით, ხშირად მყავდა თუ არა სტუმრები, რა ფერები არ მომწონდა და რა არ მიყვარდა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ზუსტად ის ფერები მინდოდა ინტერიერში, რაზეც თავიდან ვთქვი, რომ არ მომწონდა. იმდენად ყველაფერი მინდოდა, ვერ ვყალიბდებოდი რაზე უნდა შემეჩერებინა არჩევანი, სწორედ ამიტომ ავიყვანე დიზაინერი. ანკას ის აქვს კარგი, რომ გისმენს და ინტერიერში გადმოსცემს შენს სურვილებს, მხოლოდ ტრენდებს არ გაჩვენებს, გარგებს თან მათ. მაგალითად, მე მარტივად მბეზრდება ფერები, ამიტომ ვეცადეთ ინტერიერი ნეიტრალურ ფერებში გადაგვეწყვიტა, მაგრამ ის ტონები, რაც მიყვარს, მაგალითად ყვითელი, ნაცრისფერი, შემოგვეტანა აქსესუარით, ნახატით, რომ მარტივად შევძლო გამოცვლა.
- თქვით, რომ ის ფერები, რომლებიც რეალურად არ მოგწონათ, დღეს თქვენს ინტერიერშია და ამით ძალიან კმაყოფილი ხართ. როგორ მიხვედით აქამდე?
- ჩემი ოთახი გავაკეთე მარტომ, სანამ რემონტს დავიწყებდი მანამდე. საძინებელში მაქვს ყველა ჩემი საყვარელი ფერი - ლურჯი კარადა, ყვითელი საწოლი, რუხი, ვერცხლისფერი მაგიდა. იმდენი ხანი ვუყურებდი ამ მაგიდას და ისე მომბეზრდა, რომ მივხვდი, ეს ფერი აღარ მიყვარდა. ანკა დაგეგმვისას ფიქრობდა, რომ აბაზანა სწორედ რუხ ფერში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ეს ტონალობა ძალიან არ მომწონდა. რა თქმა უნდა, დაჰყვა ჩემს სურვილს და მაჩვენა უამრავი სხვადასხვა ფერის აბაზანა, არაფერი არ მომწონდა, დავტანჯე. მთელი სახლი დავადასტურეთ მეორე ნახვაზე და აბაზანაზე ვერაფრით ვერ შევთანხმდით. ბოლოს მითხრა, შედი პინტერსეტზე და რაც მოგწონს, ის გამომიგზავნეო. შედეგზე მე თვითონვე გამეცინა, რადგან რაც ვაჩვენე, ყველა მორუხო, მონაცრისფროში იყო გადაწყვეტილი, თბილი განათებით. ამით ანკა ძალიან ზუსტად მიხვდა, რა მინდოდა და გავაკეთეთ ზუსტად ის რუხი, რაზეც მანამე ვამბობდი, რომ არ მომწონდა, ოღონდ ლედგანათებებით შეიტანა თბილი განათება და ძალიან კარგი გამოვიდა.
ბინა რემონტამდე და შემდეგ
- რემონტი გააკეთეთ მხოლოდ თუ დაგეგმარებაც შეცვალეთ?
- ნაწილობრივ შევცვალეთ, კი. სამზარეულო და მისაღები იყო გაერთიანებული, უზარმაზარი, დაუსრულებელი სტუდიო, რომელსაც კედელი არ ჰქონდა და გადავწყვიტეთ, გამოგვეყო სამზარეულო.
- „რემონტის“ ჯგუფში თქვენი პოსტის კომენტარებს რომ მივადევნე თვალი, წერდით, რომ სამზარეულოს ტიხრის ხელოსნებს არ გაუწვედით რეკომენდაციას, რატომ?
- არც ერთ ხელოსანს არ ვუწევ რეკომენდაციას, გარდა იმისა, ვინც კედლებზე იმუშავა. მე ეგეთი ხელოსანი არ მინახავს, პასუხისმგებლობით აღსავსე იყო. მყავდა პროექტის მენეჯერი, რომელიც ვერ უწევდა მონიტორინგს ხელოსნებს, ვერ სთხოვდა ვერაფერს და შედეგად მე მომიწია რამდენიმე ხელოსნის მოყვანა. რეალურად ჩემი ჩართულობა მინიმალური უნდა ყოფილიყო, რადგან დიზაინერიც მყავდა და პროექტის მენეჯერიც, მაგრამ 3 თვეში დასასრულებელი რემონტი 6 თვეს გაგრძელდა, ისევ უპასუხისმგებლობის გამო. რომ გადავედი, ხელოსნები ისევ მუშაობდნენ, მე ნაქირავები მქონდა სახლი და სხვაგან ვცხოვრობდი რემონტის დასრულებამდე, უკვე დრო მეწურებოდა და ჩემს სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. ახალი წელი მოდიოდა და მინდოდა, დავლაგებულიყავი, მაგრამ ძალიან გავწვალდი. ყველაზე დიდი იმედგაცრუება და სტრესი იყო, რაც სამზარეულოში დამხვდა, მგონი იმ ხელოსანმა პირველად იმუშავა ჩემთან, უჯრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, კუთხეების დასმაც არ იცოდა, ხან რა შემომატყდებოდა ხელში და ხან - რა. წარმოიდგინეთ, ამდენი დრო, ფული გაქვს ჩადებული და ასეთი რამე გრჩება. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ თვითონ ამ კაცმა გადაუხადა სხვა ხელოსნებს ფული და იმათმა გადააკეთეს, არა დიზაინი, არამედ ტექნიკური მხარე გამართეს.
- ახლა რომ აკეთებდეთ რემონტს შეცვლიდით რამეს?
- სამზარეულოში ერთ-ერთი ფანჯარა თავიდანვე ისეთი იყო, რო არ იღებოდა, ასევე დავტოვე და ამას შევცვლიდი, ისეთს გავაკეთებდი, რომელიც გაიღებოდა. მეორე ფანჯარა კი არის სამზარეულოში, რომელიც იღება, მაგრამ ამასაც დავუმატებდი მაგ ფუნქციას. დანარჩენი ყველაფერი მომწონს, უკვე 1 წელია აქ ვცხოვრობ და ყველაფერი ფუნქციური და პრაქტიკულია. ანკამ ისეთი დივანი გამაკეთებინა, რომლის დაშლა და სხვადასხვა ფორმით დადგმაა შესაძლებელი, თან ორმხრივია, ერთ მხარეს თუ დაჯდები, ტელევიზორს უყურებ კომფორტულად, მეორე მხარე კი მაგიდა-სკამებისკენ აქვს, ვთქვათ, სტუმრები არიან, შესაძლებელია დივანზე ისე დაჯდომა, რომ მაგიდისკენ იქნები. უსასრულოდ გრძელი რომ არ ყოფილიყო, ამიტომ გავაკეთეთ ასეთი.
- ახლა ვინც აკეთებს რემონტს, რას ურჩევდით?
- ვურჩევდი, რომ თუ არ აქვთ დიზაინერის საშუალება, შესაძლებელია კონსულტაციების გავლა და ეს მიანც აუცილებლად უნდა გააკეთონ, რადგან როგორც ნათქვამია, „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“. ამ ადამიანებმა იციან თავიანთი საქმე და დაგეხმარებიან, რომ თქვენი სახლი უფრო კომფორტული იყოს და ჩამოყალიბდეთ, კონკრეტულად რისი გაკეთება გსურთ. შემდეგ განახლებასა და გადაკეთებაში ფულის დახარჯვას, ჯობს თავიდანვე გაიღოთ ეს ხარჯი. ანკამ იცის ხოლმე თქმა, რო სახლი პასუხობს ადამიანის შინაგან ბუნებას, გამოხატავს იმას, ვინც ცხოვრობს მასში და სრულიად ვეთანხმები, მგონია, რომ ბევრს ამბობს ჩვენი სახლი ჩვენზე. დიზაინერისგან კარგად რაც დავიმახსოვრე არის ის, რომ ტრენდული რაღაცები ინტერიერში უნდა შეიტანო ისეთი დეტალებით, რასაც მარტივად გამოცვლი, მაგალითად, ფარდა, დეკორი, ჭაღი და არა კედელი, სამზარეულო, რომელის შეცვლაც დიდ ფინანსურ და ემოციურ ხარჯებთანა დაკავშირებული.
ციცი ომანიძე