როგორც იქნა, დასრულდა თქვენს საოცნებო სახლში დამღლელი რემონტის პროცესი, ჰიპერმარკეტებში სირბილი აღარ მოგიწევთ. დადგა დრო, ახალგარემონტებული ბინა რაც შეიძლება მყუდროდ და კომფორტულად მოაწყოთ და საბოლოოდ დაისვენოთ.
ჩვენ შევეცდებით მოგცეთ პრაქტიკული რჩევები იმასთან დაკავშირებით, როგორ დავალაგოთ ახალგარემონტებული სახლი სწრაფად და რაც მთავარია, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მივყვეთ ეტაპობრივად.
ეტაპი 1. ფარდის დაკიდება
საყოველთაოდ არის მიღებული, რომ ტექსტილი ფანჯრებეზე, ანუ ფარდები იკიდება ყველაზე ბოლოს, როდესაც სახლი უკვე აბსოლუტურად დალაგებულია. თუმცა მეორეს მხრივ მძიმე ავეჯმა, რომელიც ფანჯრის სიახლოვეს არის განთავსებული, შესაძლოა ფარდების დაკიდების პროცესი
ყურადღება მიაქციეთ იმ მომენტსაც, თუ სად არის თქვენი ფანჯარა განთავსებული და საიდან ამოდის მზე.
თუ ფანჯარა მზის მხარესაა, სანამ სახლს მთლიანად დაალაგებთ, ამას კი სულ მცირე რამდენიმე დღე მაინც დასჭირდება, უფარდობამ შესაძლოა დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ, პირდაპირი მზის სხივები ზოგჯერ ხელსაც კი უშლის ადამიანს საქმის კეთებაში.
ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს მომენტები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, როდის გაწყობთ ფარდების დაკიდება.
ეტაპი 2. ხალიჩის დაგება
მას შემდეგ, რაც დავკიდებთ ფარდებს, ვიწყებთ ხალიჩის გაშლას. ამისთვის მთავარია ზუსტად ვიცოდეთ, სად გვინდა ხალიჩის გაშლა. უცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის მომენტი, რომ მძიმე ავეჯის განთავსების შემდეგ ხალიჩას ადგილს ვეღარ შეუცვლით. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს დიდი ზომის ხალიჩაზე, რომელიც თითქმის მთელ ოთახს ფარავს.
რაც შეეხება პატარა ზომის ხალიჩებს, ისინი პირიქით, მხოლოდ ავეჯის განთავსების შემდეგ უნდა დაფინოთ, უშუალოდ დეკორირების დროს.
ეტაპი 3. ავეჯის დადგმა
ხალიჩა უკვე დაგებულია, თქვენ უკვე კარგად გაქვთ გათვლილი ყველა ფუნქციონალური ზონა. ვიწყებთ ავეჯის განლაგებას. პირველ რიგში გირჩევით კარადების, კომოდების და სხვა მძიმე ავეჯის განთავსებას, უფრო - კედლის გასწვრივ. ამის შემდეგ ხელი აღარ შეგეშლებათ რბილი ავეჯის განთავსებაში, ან პირიქით, რბილი ავეჯი აღარ შეგიშლით ხელს მათ საკუთარ ადგილამდე მიტანაში.
ტაპი 4. რბილი ავეჯის განთავსება
გადავდივართ ძირითადი, რბილი ანუ მოსასვენებელი ავეჯის დადგმაზე. შესაბამისად ვდგამთ დივანს და სავარძლებს.
ტაპი 5. მეორეხარისხოვანი ობიექტების მოწყობა
დივანთან ახლოს ვდგამთ ჟურნალის პატარა მაგიდას, პუფს, საწოლთან - სკივრს, სკამს. სამუშაო ზონაში ვათავსებთ საწერ მაგიდას, სავარძელს ან სკამს. ყველა ეს ნივთი საკმაოდ მჩატეა, ამიტომ შესაძლებელია ექსპერიმენტების ჩატარება და მათი რამდენჯერმე უპრობლემოდ გადაადგილება.
ეტაპი 6. დეკორირება
ძირითადი და შავი სამუშაო დამთავრებულია. დადგა დეკორირების დრო. აქ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ფანტაზია, გემოვნება. მოსასვენებელ ზონას, დივანსა და სავარძლებს ვაფორმებთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბალიშებით, პლედებით. უკვე ვათავსებსთ ნაირნაირ ლარნაკებს, წიგნებს. ყურადღებას ვაქცევთ განათებას, ვდგამთ ტორშერებსა და ლამფებს. კედლებზე ვკიდებთ სურათებსა და ნახატებს.
ტაპი 7. გამწვანება
დასასრულს ოთახი უნდა გამოვაცოცხლოთ სხვადასხვა მცენარით. მცენარეები შესაძლოა იყოს ქოთნის, ასევე მოჭრილი და ლარნაკში მოთავსებული. კატეგორიულად არ გირჩევთ ხელოვნური ყვავილების გამოყენებას. იდეალური იქნება, თუ ყოველ ზონაშო ორ მცენარეს მოათავსებთ. ეს დაგეხმარაბეთ სივრცის გადახალისებაში, ინტერიერისთვის ბუნებრივი ფერადოვნების მინიჭებაში და გარდა ამისა, მცენარეები გაგისუთავებენ ჰაერს.