როგორ უნდა აარჩიოთ და როგორ მოუაროთ კონდიციონერს - გამოცდილი ხელოსნის რჩევები

ცხელი ზაფხულის დადგომისთანავე ადამიანები იწყებენ ფიქრს, როგორ ებრძოლონ გაუსაძლის სიცხეს და ხვატს. ძლიერი სიცხის დაძლევისთვის მარტივი გამოსავალი კონდინციონერია, თუმცა არსებობს დეტალები, რომელიც კონდინციორის შეძენისას უნდა იცოდეთ, რათა ჩვენს საცხოვრებელ ფართზე სწორად და კომფორტულად იყოს იგი მორგებული. რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონდიციონერი კარგადაც აგრილებდეს სახლს და ეკონომურიც იყოს, ამ და სხვა კითხვებზე კონდიციონერების სპეციალისტი პაატა გულისაშვილი გვიპასუხებს.

- საქართველოში საცხოვრებელ ბინებსა და ოფისებში ძირითადად ე.წ. სპლიტის ტიპის კონდიციონერებს აყენებენ. „სპლიტს“ ყველაზე ხშირად ყიდულობენ, მას ჰაერი გარე
დან არ შემოაქვს, ის აგრილებს და ფილტრავს ოთახში არსებულ ჰაერს. კონდიციონერები არის ჩვეულებრივი და ინვენტორული. ჩვეულებრივ კონდენციონერს ზამთარში მინუს სამ გრადუსზე ზემოთ უჭირს მუშაობა, განსაკუთრებით ნესტიან ამინდში. ხოლო ინვენტორული მუშაობს მინუს 15 გრადუსამდე, დენს კი გაცილებით ნაკლებს მოიხმარს, თუმცა ჩვეულებრივზე ძვირი ღირს.
არის ე.წ. მონო ტიპის კონდიციონერები, რომლებსაც ჰაერი გარედან შემოაქვთ და ისინი პირდაპირ ფანჯარაზე ყენდება, მას მონტაჟის თავისებურებების გამო იშვიათად ყიდულობენ. დანარჩენი ტიპის კონდიციონერებს ამონტაჟებენ დიდ ოფისებში, სავაჭრო ცენტრებსა და დაწესებულებებში.

- რომელი რა ფართობივისთვის არის გათვლილი?
- „სპლიტის“ სისტემის კონდიციონერები გათვლილია ოთახის სხვადასხვა ფართობზე, უფრო სწორად, მოცულობაზე. „სპლიტები“ არის შვიდიანი, ცხრიანი, თორმეტიანი, თვრამეტიანი, ოცდაოთხიანი, ოცდათექვსმეტიანი. მაგალითად, შვიდიანი მონტაჟდება 21 კუბური მეტრის მოცულობის ოთახში, ცხრიანი - 27 კუბური მეტრის, თორმეტიანი - 36 კუბური მეტრის, თვრამეტიანი - 54 კუბური მეტრის, ოცდაოთხიანი - 72 კუბური მეტრის და ოცდათექვსმეტიანი - 108 კუბური მეტრის ოთახში.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მათ შორის ყველაზე ხარისხიანი და გამძლე, ოჯახისთვის ყველაზე მოსახერხებელი რომელია?
- საქართველოში ყველაზე ხარისხიანია მალაიზიაში წარმოებული „პანასონიკის“ ფირმის კონდიციონერები. ისინი დანარჩენებთან შედარებით ორჯერ ძვირია. დანარჩენები ჩინეთში იწარმოება. ასევე კარგი ხარისხის კონდიციონერები არის „მიდეა“, „ბოში“, „იორკი“, „სამსუნგი“, ელჯი“, „ბეკო“ და სხვა.

- როგორ და რის მიხედვით უნდა შეარჩიოს მყიდველმა კონდიციონერი? რა აუცილებელი კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი, რომ ხარისხიანი კონდიციონერი შეიძინოს?

- საერთოდ, უმჯობესია მიმართოთ სპეცილაისტს. მნიშვნელობა აქვს ოთახის ფართობს, ჭერის სიმაღლეს, რომელ მხარეს მონტაჟდება გარე აგრეგატი, ანუ მზიანია თუ არა ოთახი. თუ ადამიანს კონდიციონერი მხოლოდ გასაგრილებლად სჭირდება, შეუძლია შეიძინოს ჩვეულებრივი, ხოლო თუ მას ზამთარში გასათბობადაც გამოიყენებს, ვურჩევ შეიძინონ ინვენტორული.

- კონდიციონერის შეძენისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიურობაა. როგორ უნდა შევარჩიოთ ეკონომიური კონდინციონერი?
- ზოგს მიაჩნია, რომ თუ შეიძენს მცირე ზომის კონდიციონერს, ამით ეკონომიას გააკეთებს. ეს შეცდომაა. ზომებზე უკვე ვისაუბრეთ. ყველაზე ეკონომიური კი ინვენტორული კონდიციონერია.

- ფილტრებზე, მუშაობის რეჟიმებზე რას გვეტყვით?
- ყველა ადამიანს შეუძლია ფილტრები თავად გაწმინდოს. როდესაც კონდიციონერს ვამონტაჟებ, ყოველთვის ვასწავლი ამას მომხმარებელს. ოთახში, რომელშიც კონდიციონერი აყენია, სიგარეტის მოწევა არ შეიძლება. საერთოდ, ფილტრები ორ თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს. რაც შეეხება ტემპერატურულ რეჟიმს, სასურველია დავაყენოთ 20-დან 24 გრადუსამდე ტემპერატურა. უბრალოდ, ზამთრის და ზაფხულის რეჟიმზე სეზონის მიხედვით უნდა გადავიყვანოთ. ისიც უკეთესია, თუ სულ ჩართული იქნება, ხშირი ჩართვა-გამორთვისას ეფექტი იკარგება.

- როგორ ხდება კონდინციონერის სწორად მონტაჟი? სად უფრო კარგია მისი დამონტაჟება?
- ამას ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით. მონტაჟის ადგილი სპეციალისტთან ერთად უნდა შეარჩიოთ. ხელოსანი ისეთ ადგილას ვერ დაამონტაჟებს კონდიციონერს, სადაც ეს მისთვის სახიფათო იქნება, ანუ ზოგან შეიძლება ვერც მისწვდეთ.

- როგორ უნდა მოვუაროთ კონდონციონერს, რომ დიდხანს გაძლოს?
- პერიოდულად უნდა გავწმინდოთ ფილტრები და რაც მთავარია, ტემპერატურა სწორად შევარჩიოთ, ხშირად არ ჩავრთოთ და არ გამოვრთოთ კონდიციონერი.
მერი ბლიაძე

კომენტარები

სალომე 2023-08-13 01:06
შევიძინეთ ბეკოს კონდენციონერი ერთი კვჯრა იმუშავა უპრობლემოდ შემდეგ დაეწყო ასეყი პრობლემა:იმუშავებს ორი წუთი და მთლლიამ სახლში ითიშება დენი ყველაფერი შემოწმდა ელექტრიკის მიერ და არანაირი პრობლემა არაა?რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მიშა 2020-08-02 20:25
ძალიან კარგი სპლიტ კონდეციონერები აქვს ჰაიერის ფირმას მათ შორის ინვენტორულიც სპლიტ და მულტი სპლიტიც
მაია 2020-05-20 18:59
ვერ გავიგე რას ქვია 7იანი და ცხრიანი ვერ გავიგე იქნებ ამიხსნატ მე 15 კვადრატზე მინდა დაყენება კონდენციონერის
შოთა 2019-05-23 18:34
სამწუხაროდ არც ერთ "პროფესიონალს" არ უხსენებია ის ფაქტი, რომ კონდიციონერის ეკონომიურობა ბევრადაა დამოკიდებული იმ სათავსოს თერმოიზოლაციაზე, სადაც ის აყენია. მაგალითად ღიაა თუ არა კარი, რა ინტენსივობით იღება, როგორი ფანჯრებია, და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, რაც ნაკლებია ტემპერატურის დანაკარგი, მით უფრო მეტ ეკონომიას მიიღებთ!
გელა 2018-06-20 12:20
ყველაზე მუშა და იაფი კონიციონერები, ჩილერები, VRF აქვს მხოლოდ MIDEA -ს. ასევე აქვთ საუკეთესო სერვისი, პირად გამოცდილებას გიზიარებთ. აქვთ სათადარიგო ნაწილები ადგილზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები