ტექნიკა ცხოვრებას მნიშვნელოვნად გვიმარტივებს. აუცილებელია მათი სწორად მოვლა, რომ სარეცხის მანქანა, გაზქურა თუ სხვა საოჯახო ტექნიკა დიდხანს გვემსახუროს. მსხვილი საოჯახო ტექნიკიდან ყველაზე ხშირად პრობლემები სარეცხ მანქანას ექმნება ხოლმე, რადგან მის მუშაობაში მეტია ადამიანის ჩართულობა და მეტი წესების დაცვასაც მოითხოვს. სარეცხი მანქანის მოვლასთან დაკავშირებით გამოცდილ ხელოსანს გია გულიაშვილს ვესაუბრეთ.
- რა არის ის ძირითადი წესები, რომელიც სარეცხი მანქანის გამოყენებისას უნდა დავიცვათ?
- პირველი და უმთავრესი წესი არის ის, რომ მანქანაში არ უნდა შევყაროთ იმაზე მეტი და სასურველია, არც იმაზე ნაკლები სარეცხი,
რაც კონკრეტული რეცხვის რეჟიმზეა მითითებული. ამიტომ უმჯობესია, თავიდანვე იმ პარამეტრების ტექნიკა იყიდოთ, როგორიც თქვენ და თქვენს ოჯახს სჭირდება. სარეცხის მანქანაზე ცუდად მოქმედებს ნესტი, ამიტომ მას ნესტიან ადგილას ნუ დაამონტაჟებთ. უნდა უზრუნვეყოთ, რომ მანქანას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდებოდეს, ძაბვა არ უნდა მერყეობდეს, გაყვანილობა უნდა იყოს ხარისხიანი. წინააღმდეგ შემთვევაში თქვენს მანქანას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას. საჭიროების შემთხვევაში, დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს სარეცხის მანქანის გადაადგილებაც.
- რა გავლენა აქვს სარეცხ საშუალებს სარეცხის მანქანაზე?
- ზოგადად, სარეცხი საშუალების ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ვიცი, ქიმიური შემადგენლობის ფხვნილები დიდ პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. თუმცა არანაკლებ საყურადღებოა მათი გავლენა სარეცხის მანქანაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც სარეცხი საშუალება შეიცავს, მანქანის ნაწილებსაც აზიანებს. მე რეკომენდაციას ვუწევ ხოლმე სარეცხ სითხეებს, რადგან ის კარგად იხსნება როგორც ცივ, ისე ცხელ წყალში და ნადებს არ ტოვებს სარეცხის მანქანაში. შესაბამისად, არ ზიანდება მისი სპირალი. მომხმარებლები ხშირად ჩივიან, რომ სარეცხის მანქანა კარგად არ ავლებს და ნადებს ტოვებს ტანსაცმელზე. მინდა გითხრათ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს სარეცხი ფხვნილის ბრალია და არა - მანქანის. როგორც გითხარით, სარეცხი სითხე უკეთესად იხსნება წყალში და ის ტანსაცმელზეც არ დაგიტოვებთ ლაქებს.
- სჭირდება თუ არა მანქანას გაწმენდა და რა ინტენსივობით?
- არსებობს სარეცხი საშუალებები, უმეტესად სითხეები, რომელთა შემადგენლობაც წყლის სიხისტეს ანეიტრალებს. თუ თქვენ აღნიშნულ სითხეებს იყენებთ, მანქანის ხშირი გაწმენდა საჭირო აღარ არის. თუმცა მანქანაში მაინც გროვდება ტანსაცმლის მცირე ნარჩენები და მათი გარკვეული პერიოდულობით გამოსუფთავება აუცილებელია. საწმენდად გამოიყენება როგორც სპეციალური სითხეები, ისე ლიმონმჟავა. მათი გამოყენებით ცარიელი მანქანა მაღალ ტემპერატურაზე უნდა ამუშაოთ.
- შეიძლება თუ არა მანქანაში მყარი ნივთების გარეცხვა?
- მაგარი ნივთების, მათ შორის, ფეხსაცმლის გარეცხვა სარეცხ მანქანაში რეკომენდირებული არ არის. თუ ტანსაცმელს დიდი ღილები ან ელვა აქვს, ეცადეთ, ის შიგნიდან მოაქციოთ, რომ ბარაბანზე ნაკლები შეხება ჰქონდეს.
ნანა მღებრიშვილი

კომენტარები