როგორ უნდა მოიხმაროთ სინამდვილეში ჩირის აპარატი და რაში ცდებიან დიასახლისები


ბოლო დროს დიდი მოთხოვნაა ჩირის საშრობ აპარატებზე. დიასახლისთა უმრავლესობისთვის ეს ტექნიკა ახალია, ამიტომ ბევრი კითხვა უჩნდებათ: რამდენად პრაქტიკულია, მზადდება თუ არა ჩირი სრულყოფილად, რომელი მოდელი ჯობია, რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს და ა.შ. ვეცდებით, ამ კითხვებს ვუპასუხოთ. პასუხები იმ დიასახლისების პრაქტიკულ გამოცდილებასაც ეყრდნობა, რომლებიც დიდი ხანია ამ აპარატებით სარგებლობენ.

როგორ მუშაობს ჩირის აპარატი?
საშრობში ერთმანეთზე აწყვია დახვრეტილი ძირის მქონე თაროები. ქვემოდან სითბო უბერავს, რომელიც თაროებს შორის აღწევს და ნელ-ნელა აშრობს ხილს.

რისთვის გამოიყენება ჩირის საშრობი აპარატი
1. ჩირის დასამზადებლად
2. ტყლაპის დასამზადებლად
(ტყლაპს საცხობ ქაღალდზე ასხამენ და აპარატის თაროებზე დებენ)
3. პურ-ფუნთუშეულის „დასასუხარებლად“
4. ჩაისთვის ფოთლების და ყვავილების გამოსაშრობად
5. სამკურნალო მცენარეების გასაშრობად

ანანსის ჩირი

როგორ უნდა მოვამზადოთ ჩირი?
ამ აპარატში ნებისმიერი ხილი შეგიძლიათ გამოაშროთ. რა თქმა უნდა, შრობის სისწრაფე ხილის სისქეზეა დამოკიდებული. რაც უფრო თხლად არის დაჭრილი, უფრო მალე შრება. ბევრი დიასახლისი წერს, რომ ძალიან თხელ, ანათალივით ნაჭრებს თუ გააშრობთ, ჩიპსივით ხრაშუნა გამოდის.
ყველა ხილს თავისი დრო და შესაბამისი ტემპერატურა უნდა. ყველაზე მცირე დროში - 6-8 საათში შრება ვაშლი. აშრობენ ბულგარულს, მწვანილებს სადილისთვის, რომელსაც ფერი და არომატი შენარჩუნებული აქვს.

ატმის ჩირი

გაშრობის წესი
ყველა, ვინც ამ აპარატს იყენებს, ამბობს, რომ რეალურად, აპარატს ხილის გასაშრობად იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ინსტრუქციაშია მითითებული. ბევრი დიასახლისი მხოლოდ ინსტრუქციას მიჰყვება და შედეგით უკმაყოფილოა. ამიკტომ ჰგონიათ, რომ აპარატი არ მუშაობს.
„ჩემი პირველი მცდელობა ვაშლი იყო. ზოგი სქლად დამეჭრა, ზოგი თხლად. არ იყო კარგი გამშრალი და დამიობდა. მეორედ ჭკუა ვიხმარე, ქლიავი დავჩირე და დიდი ხანი მქონდა ჩართული, პერიოდულად გათიშვა მიწევდა და იდეალურად დაჩირა, დამავიწყდა ცოტა ხნით და რამდენიმე თვეში ვიპოვე ადრინდელი შენახული, ისევ იგივენაირი იყო ქაღალდში გადახვეული“ წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
აპარატის თითქმის ყველა მფლობელი ერთხმად ურჩევს ყველას, რომ შრობისას აპარატის თაროები უნდა ანაცვლოთ. მაგალითად, პირველი თარო ზემოთ მოაქციოთ, ზემოთა - დაბლა და ასე შემდეგ. შრობა ქვემოდან მიმდინარეობს და ჯობია, თაროებმა რიგ-რიგობით დაიკავონ ყველაზე მცხუნვარე ადგილი.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, თითქმის ყველა მომხმარებელი აღნიშნავს, რომ აპარატი ბევრ ენერგიას არ მოიოვს, შესაბამისად, ხარჯებიც დიდად არ გეზრდებათ.

გარგრის ჩირი

რატომ გაჩნდა მოთხოვნა აპარატზე?
ჩვენი ბებიები ყოველგვარი აპარატის გარეშე ამზადებდნენ ჩირს და ტყლაპს. ჩვენ კი სხვა ვითარებაში ვართ - კორპუსებში მცხოვრებთა უმრავლესობას არ აქვს იმდენი სივრცე, რომ მთელი დღის განმავლობაში მზიან მხარეს დააწყოს დასაჩირებელი ხილი.
გარდა ამისა ბოლო დროს ყველა დავრწმუნდით, რომ ამინდმა ნებისმიერ სეზონზე შეიძლება გვიღალატოს და საჩირედ გამზადებული ხილი გადასაყრელი გაგვიხდეს. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის ეს აპარატი. რა თქმა უნდა, სოფლად ან ქალაქში, ვისაც აქვს საკმარისი სივრცე და მზიანი ამინდებიც დაემთხვა, შეუძლია ძველი, ტრადიციული წესით გააშროს ჩირი.

კიდევ ერთი ხერხი...
ასეთი გამოცდილებაც არსებობს - თუ მზიანი ამინდები დაგემთხვათ, გამორთეთ აპარატი და თაროები მზეზე დააწყვეთ. საღამოს ისევ აპარატში მოათავსეთ და ცართეთ. ასე ელექტროენერგიასაც დაზოგავთ და ჩირიც უფრო სწრაფად მომზადდება.



კომენტარები

მაია 2023-09-14 10:45
კარალიოკს იდეალურად აშრობს, უნდა დაჭრათ ვაშლივით , იგივე ტემპერატურაზე
ნანა 2023-09-13 13:16
კარალიოკს თუ გამოაშრობს დამიწერეთ თუ იცით
დალი 2023-06-20 21:30
არ გამომიყენებია არასდროს. ახალი შეძენილი მაქვს ჩირის აპარატი.მაინტერესებს რამდენ გრადუსზე უნდა გამოვაშრო გარგარი?
madona metreveli 2022-08-27 19:27
aparati periodulad mwvane shuqs anatebs dzirshi,ase unda iyos tu depeqti aqvs rame?
Tengizi 2021-09-06 07:32
3 dge macivarshi sakinulehsi gakinet dagamoget isev gamoashret agar dahiandeba

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები