როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანის ფხვნილის ჩასაყრელი კოლოფი - მარტივი და იაფი საშუალებები

სარეცხი მანქანის კოლოფი, რომელშიც სარეცხი საშუალებები თავსდება, მოვლას საჭიროებს და აუცილებელია, ყოველი გარეცხვის შემდეგ გაამშრალოთ. უნდა გახსნათ და გარეს. მანქანა წლები გემსახურებათ, თუ ექსპლუატაციის ყველა წესს დაიცავთ, მათ შორის - აღნიშნულ კოლოფთან დაკავშირებითაც.

ხანდახან კოლოფს ლაქები უჩნდება - ეს კონდიციონერის ან ფხვნილის ნალექია, რომელიც მასზე რჩება. ამიტომ არის საჭირო მისი ხშირი წმენდა და შემდეგ ღიად დატოვება, რომ გაშრეს და განიავდეს. 
თუ ძალიან დაილაქა და ადვილად ვერ წმენდთ, რამდენიმე ხერხს გასწავლით:

წყალბადის ზეჟანგი
ჩაასხით ზეჟანგი პლასტიკატის ბოთლში. დაუმატეთ გახეხილი საპონი და
სოდა. კარგად აურიეთ ერთმანეთში, რომ საპონი გაზავდეს. შემდეგ კოლოფი მოათვსეთ ჯამში და ეს სითხე გადაასხით. ნახევარ საათში სველი ღრუბლით გაწმინდეთ. 

სოდა და ძმარი
გამოიღეთ კოლოფი მანქანიდან. მოაყარეთ სოდა და ზემოდან დაუმატეთ ძმარი. ნივთიერებები რეაქციაში შევა. შემდეგ კი ფრთხილად გაწმინდეთ, რომ ხელი არ დაიწვათ. 

ლიმონმჟავა
ჩაყარეთ 2-3 კოვზი ლიმონმჟავა კოლოფში და მანქანა ჩართეთ სარეცხის გარეშე, 60 გრადუსზე. გარდა იმისა, რომ გაიწმინდება, მსუბუქ ლიმონის სუნსაც დატოვებს მანქანაში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები