სარეცხის მანქანის განთავსების საინტერესო იდეები და უპირატესობები

ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ არ ვიცით სად ჯობს სარეცხის მანქანის განთავსება. მოდით, ვნახოთ სხვადასხვა ვარიანტი და ჩავინიშნოთ, იქნებ, გამოგვადგეს.

სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის ქვეშ

სარეცხის მანქანის სამზარეულოში ნოვაცია არ არის, ეს საკმაოდ აქტუალურია, მით უმეტეს მცირეგაბარიტიან სახლებში. ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მინუსი ის გახლავთ, რომ სარეცხის მანქანა სამზარეულოს გარნიტურის ვიზუალს აფუჭებს. ამიტომ უმჯობესია ტექნიკა იყოს ჩასაშენებელი.

აბაზანაში კარადის ქვემოთ

ჩაშენებული კარადა შეზღუდულ სივრცეში შესანახი სისტემის პრობლემას ხსნის. თუმცა ასეთი ჩაშენებული კარადის მეშვეობით მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაბინავების პრობლემის მოგვარებაც არის შესაძლებელი.

აბაზანაში
ნიჟარასთან

ეს სარეცხის მანქანის აბაზანაში განთავსების კლასიკური მაგალითია, ის არ არის დამალული, თუმცა არც თვალშისაცემია. გამაერთიანებელი ელემენტი ზედაპირი გახლავთ, რომლის ქვეშაც არის მოთავსებული მანქანა და ზემოდან კი - ნიჟარა. ლამაზიც არის და საკმაოდ მოსახერხებელიც. მთავარია ზომები სწორად იყოს გათვლილი.

აბაზანის კუთხეში

ცალკე მდგარი სარეცხის მანქანა იმას როდი ნიშნავს, რომ აბაზანა ვიზუალურად დაუშნოვდება. კუთხეში დამონტაჟებული, ისე, რომ ხელი არ შეუშალოს ოჯახის წევრებს გავლა-გამოვლაში აბსოლუტურად მისაღები ვარიანტია.

სამრეცხაოში, კარადაში

სამრეცხაო ბინასა თუ სახლში ნამდვილი საჩუქარია. თუ სახლი გაქვთ სამრეცხაო, შეგიძლიათ სარეცხის მანქანა იქ განათავსოთ და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. აი, მაგალითად კარადის ნიშაში, საკმაოდ მაღალზე ისე, რომ დიასახლისს დახრაც კი არ მოუწევს.

კარადაში, აბაზანაში

სამრეცხაოს არქონა არ ნიშნავს იმას, რომ არ გაქვთ საშუალება მანქანა კომფორტულად და მოხერხებულად განათავსოთ. შეგიძლიათ აბაზანაში გააკეთოთ მსგავსი კარადა და იქ დაამონტაჟოთ სარეცხის მანქანა. ამ შემთხვევაშიც ძალიან კომფორტულად იგრძნობს თავს დიასახლისი, თან ვიზუალურადაც ძალიან ესთეტიკურად გამოიყურება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები