ოჯახის წევრთა განწყობა გარკვეულწილად უნიტაზის ჩასარეცხის მუშაობასთანაც კი არის დაკავშირებული. თუ ადამიანს სახლში ეს პრობლემა მოუგვარებელი აქვს, აუცილებლად იჩენს თავს დისკომფორტი.
უნიტაზის ჩასარეცხი რეზერვუარი ყველაზე მეტ წყალს ხარჯავს. ის ყველა ოჯახში ძალიან აუცილებელი ატრიბუტია და მისი გაუმართაობა ბევრ პრობლემას ქმნის, თანამედროვე სამყაროში უკვე წარსულს ჩაბარდა ძველმოდური ჩასარეცხი, როდესაც ადამიანს თოკი უნდა ჩამოეწია და ისე უნდა ჩაერეცხა უნიტაზი. ის შეიძლება თავის დროზე ძალიან კარგი გამოგონება იყო, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან საკმაოდ არაპრაქტიკულად გამოიყურება. საქმე ის არის, რომ იმ ჩასარეცხით ადამიანი ვერ აკონტროლებდა წყლის რაოდენობას,
თანამედროვე მეცნერებმა კი არ დაახანეს და შექმნეს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი საკუთარი სურვილით ირჩევს, უნდა თუ არა უნიტაზის მთლიანი რეზერვუარის დაცლა და ამას ძალიან მარტივად აკეთებს, უნიტაზის ორი ღილაკი ამის საშუალება ძალიან კარგად იძლევა. ერთის დაჭერის შემთხვევაში თქვენ ჩასარეცხად მთელ წყალს გამოიყენებთ, მეორე ღილაკის მეშვეობით კი რეზერვუარის მხოლოდ ნახევარს დახარჯავთ. ეს უფრო ეკონომიურიც არის და მოსახერხებელიც.
ბევრს უნახავს და აქვს კიდეც ასეთი ტიპის უნიტაზი, თუმცა ყველამ როდი იცის ამ ორი ღილაკის დანიშნულება. ახლა კი მათაც ეცოდინებათ "საიდუმლო".
კომენტარები