26 წლის ჯაბა ჯოხაძე თვითნასწავლი ხეზე მკვეთავია. პროფესიით კვების ტექნოლოგია, თუმცა ამ საქმიანობამ ჯერ კიდევ ბავშვობიდან გაიტაცა. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება ვერ მოახერხა, მაგრამ საყვარელი საქმიანობის კეთებაში ამას ხელი არ შეუშლია. წარმოშობით სვანია, ამ ულამაზესი კუთხის ერთ-ერთი ისტორიული სოფელ ხალდედან, რომელიც რუსებმა მე-19 საუკუნეში მიწასთან გაასწორეს. როგორც ამბობს, ხალდეს აღდგენას დიდი სახსრები სჭირდება და სწორედ მისი საქმიანობა ეხმარება იმაში, რომ რაღაც წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
– დავიბადე ქალაქ სოხუმში, 2 წლის ვიყავი, აფხაზეთის ომის დროს ოჯახთან ერთად თბილისში რომ წამოვედი. აქვე
– საიდან ჩნდება ამა თუ იმ ნამუშევრის შექმნის იდეა... და ნამუშევარი, რომელის ყველაზე მეტად გიყვართ?
– იდეა შესაძლოა სპონტანურად გაჩნდეს ან სულაც დიდი ხნის ფიქრის შემდეგ. არის იდეები, რომლებზეც რამდენიმე წელია ვფიქრობ, თუმცა ჯერ ვერ ვახერხებ მათ ხეზე გადმოტანას. ნამუშევრებს ვერ გამოვყოფ, ყველა ერთნაირად მიყვარს – მიუხედავად ზომისა, მნიშვნელობისა და სიდიდისა.
– როგორც ვიცი, ტაძრის საკურთხევლებზეც მუშაობთ?
– დიახ, რამდენიმე ტაძრისთვის მაქვს გაკეთებული საკურთხევლები. მათ შორის სოფელ ხალდეს მაცხოვრის ეკლესიისთვის და ამჟამადაც ვმუშაობ კანკელის დეტალებზე.
– რამდენიმე წლის წინ დაიწყეთ კამპანია "აღვადგინოთ სოფელი ხალდე", მოგვიყევით, რა იგულისხმება მის აღდგენაში?
- წარმოშობით სვანეთის ამ ისტორიული და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ სოფლიდან ვარ, რომლის შესახებაც საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრმა არაფერი იცის. ხალდეს აჯანყების შემდეგ რუსეთის იმპერიის სადამსჯელო ჯარმა სრულად დაანგრია შუა საუკუნეების უნიკალური ნაგებობები, კოშკები, ციხესიმაგრეები და მე-11 საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია (მოგვიანებით ეს ტაძარი იქნა აღდგენილი). სოციალური ქსელის მეშვეობით ვცდილობ, ამ სოფლის ისტორია უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, გვერდში დამიდგნენ მის აღსადგენად. ვიცი, ეს ძალიან რთული პროცესია, იქიდან გამომდინარეც ,რომ სახელმწიფოსგან დაინტერესება ნულის ტოლია. საკუთარი სახსრებით და ძალებით დავიწყე ტაძრის ინვენტარიზაცია. ტაძარში საერთოდ არაფერი არ იყო. გავაკეთე კარი, სასანთლეები. მიხარია, რომ ბოლო დროს წარმოშობით აქაურმა ხალხმა გამიმართა ხელი ფინანსურად და ამ ადამიანების დახმარებით გავაკეთე კანკელი. ასევე მინდა ხალდეში მუზეუმის აშენება, სადაც აჯანყების ექსპონატები და ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრებიც გათავსდება. მომავალში მინდა ასევე ფონდის ჩამოყალიბება. ფონდში, ამ მუზეუმიდან შემოსული თანხით ტაძრის რესტავრაციას და კოშკის აშენებას ვგემავ.
ნინო ჩიქოვანი
კომენტარები