ვისაც ოთახის ყვავილები უყვარს ასეთი უჩვეულო და თამამი იდეა ნამდვილად მოეწონებათ. ჭაღისგან დამზადებული ქოთის ყვავილების სადგამი ნებისმიერ ოთახს გაალამაზებს.
ის შეგიძლიათ ოთახში დატოვოთ ან ქუჩაში გაიტანოთ, ყველანაირ სიტუაციას მოუხდება და გაალამაზებს.
როგორ დავამზადოთ ქოთნის ყვავილების საკიდი ჭაღისგან
დაგჭირდებათ:
ჭაღი
თიხი ან პლასტიკატის ქოთნები ქვეშ დასადები თეფშით
წყალგმაძლე წებო
სასუქი მცენარეებისთვის
საყვარელი მცენარე
საკიდი, რომელიც კონსტრუქციას დაიჭერს
მკვეთრი ფერის საღებავი.
დამზადება:
1. თავდაპირველად მოამზადეთ ჭაღი. მოაცილეთ ყველა ზედმეტი ნივთი.
2. დაამაგრეთ ქოთნის ქვეშ დასადგამი თეფშები ჭაღის სადგამებზე წებოთი. მასზე კი მცენარეჩარგული
3. ბოლო შტრიხი - შეღებეთ ჭაღი და ქოთნები ერთ ფერში, რომელიც თქვენს ინტერიერს მოუხდება. სურვილის მიხედვით განახლებული, ქოთნებიანი ჭაღი შეგიძლიათ დეკორით შეალამაზოთ.
ასეთი ჭაღი საუკეთესო საჩუქარია ახლობლებისთვის.