აი, სად იმალება სიურპრიზი - პლასტმასის პატარა კოლოფი მრავალგვარი გამოყენებით

ყველა ბავშვიან ოჯახში აქტუალურია სიურპრიზიანი კვერცხი. ჩვენ  შემოგთავაზებთ საინტერესო იდეებს, როგორ შეიძლება გამოიყენოთ ეს ყვითელი კაფსულები.

პრაქტიკული იდეები
ასეთ პლასტიკურ კოლოფში ძალიან მოსახერხებელია ყურსასმენების შენახვა, ასე ის არც დაგეკარგებათ და არც აგებურდებათ.



სულ რამდენიმე ნახვრეტის გაკეთება დაგჭირდებათ და კბილების საწმენდი ჯოხების შესანახიც მზად არის.



კიდევ ერთი საინტერესო იდეა მოგზაურობის მოყვარულთათვის. მოაჭერით ასანთის კოლოფს გოგირდიანი ნაწილი და ჩააწებეთ ყვითელ კაფსულას შიგნიდან. თქვენ გექნებათ ასანთი, რომელიც არ დაგისველდებათ და რომლის გამოყენებასც ძალიან მარტივად მოახრეხებთ.



თუ ყვითელ კაფსულას ქვედა მხრიდან გახვრეტთ, თქვენს შვილს

ჯოხიანი კანფეტის შესანახიც გაუჩნდება. ასე მის დადებულ კანფეტს უსაფრთხოდ და სუფთად შეინახავთ შემდეგ გამოყენებამდე.



იგივე პრინციპით შეგიძლიათ მოამზადოთ კბილის ჯაგრისის შესანახი.



შეგიძლიათ გააკეთოთ სამგზავროდ ძალიან ლამაზი სამარილე ან საპილპილე.



მიაწებეთ უკანა მხრიდან სათლელი და ახალი სათლელიც გექნებათ.

ასევე ამ პატარა კოლოფში ძალიან მოსახერხებელია, ასანთის, ბისერების, პატარ-პატარა აქსესუარების შეახვა. ასე ისინი აღარ დაგეფანტებათ.

კომენტარის დამატება