"ყოველთვის ძალიან გადატვირთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ამას ხელი არასოდეს შეუშლია მცენარეების მოვლაში. პირიქით, ძალიან კარგად მოქმედებს და სტუმრადაც ვინც მოდის, ყველა აღნიშნავს, სახლში საოცარი აურა არის მცენარეებისგან შექმნილი... ჩემთან ისეთი მცენარეებიც აყვავებულან, რომლებზეც წამიკითხავს, 15-20 წლის განმავლობაში შეიძლება საერთოდ არ აყვავდესო"... - ახალგაზრდა იურისტი მარიამ ქემაშვილი სახლში შექმნილ ედემის ბაღზე გვესაუბრა...
- პროფესიით იურისტი ვარ, სამართალმცოდნე, 28 წლის... ბავშვობიდან უსაზღვროდ მიყვარს მცენარეებიც და ცხოველებიც... მცენ
არეებს ჩემს ბავშვობაში ბებია, ბაბუა და მშობლები უვლიდნენ, ახლა მარტო ვცხოვრობ და ყველაფერს თავად უზრუნველვყოფ... სამწუხაროდ, არ მაქვს აივანი და ალტერნატივა მოვიგონე: ბოთლებში ხუთ-შვიდ სანტიმეტრზე ვყრი მიწას და ვთესავ - ქინძს, ოხრახუშს, კამას და სხვა მწვანილებს... მწვანილი სულ მაქვს სახლში, პიტნას მთელი წლის განმავლობაში ვიყენებ!
ამას გარდა მაქვს უამრავი ყვავილი, სახლში ცალკე მაქვს მწვანე კუთხე... მცენარეებს სეზონების მიხედვით დეკორს ვუცვლი, შემოდგომაზე უფრო მეტად ოქროსფერ ფერებში ვრთავ და ასე შემდეგ...
- ყვავილები როგორ მოაშენეთ?
- ამონაყარს მჩუქნიან ჩემი მეგობრები... ერთი პატარა ფოთლისგან, ტოტისგან გამიზრდია... ყველამ იცის ჩემ ირგვლივ, მცენარეებზე რომ ვგიჟდები და მუბნებიან ჩვენს მცენარეს ერთი ზედმეტი ფოთოლი აქვს და ხომ არ გინდაო... ყოველთვის მომაქვს სახლში და ველოლიავები, რომ გაიხაროს! ნამდვილად არ მოითხოვს მოვლა დიდ დროს, კვირაში ორჯერ მორწყვა სჭირდება, ზამთარში კვირაში ერთხელაც საკმარისია... გაზაფხულზე მიწას ვუახლებ, ვუმატებ... თუ ვატყობ, რომ რომელიმე მცენარემ მოიწყინა, ინტერნეტით ვცდილობ მოვიძიო, როგორ შეიძლება გამოვაცოცხლო.
შეიძლება გადარგვა სჭირდებოდეს, ზედმეტი მზე აღარ მოსწონდეს და ასე შემდეგ... ყოველთვის ძალიან გადატვირთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ხელი არასოდეს შეუშლია ამას მცენარეების მოვლაში. მოვიტან თუ არა სახლში მცენარეს, რაც არ უნდა პატარა იყოს, მაშინვე ყვავილობას იწყებს... მზეს, მოვლას, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მგონია, რომ გრძნობენ სიყვარულს! სტაბილურად ვინარჩუნებ სახლში ტემპერატურას, ამ მხრივ სახლის დაგეგმარებაშიც გამიმართლა. შუადღის ყველაზე ცხელი მზე მცენარეებს არ ხვდებათ. ზამთარშიც ისე რომ არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა.
სახლში ყველაფერს ჩემი ხელით ვქმნი - ქოთნებს, ჩარჩოებს, აქსესუარებს, ნახატებს, დეკორაციებს... ხალხი რომ ყრის, იმ ნივთებს სრულიად ახალ სიცოცხლეს ვჩუქნი... ვხატავ, ვწერ, ვაწყობ სხვადასხვანაირ ნივთებს და არ ვსარგებლობ არანაირი სოციალური ქსელით.
მანანა გაბრიჭიძე