ახალი წლის დადგომას სულმოუთქმელად ელოდებიან არა მარტო ბავშვები, დიდებსაც ძალიან უხარიათ ეს დღესასწაული. როგორ მოვრთოთ სახლი საახალწლოდ, როგორ შევიქმნათ საზეიმო განწყობა? საკმარისა მონდომება, სათამაშოები, სანთლები და... და კარგი ხასიათი.
გირჩევთ სახლის მორთვა ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე დაიწყოთ, რომ საზეიმო განწყობა არ გაცვდეს. მთავარი საახალწლო ატრიბუტი, რა თქმა უნდა, ნაძვის ხეა, თუმცა, ნაძვის ხის შეძენის დროს ნუ დაივიწყებთ ჩვეულებრივი ხის ტოტებსაც, რომელსაც ლამაზად ჩაალაგებთ ლარნაკში და კიდევ უფრო მეტად გაალამაზებთ თქვენს სახლს. …ამ ტოტებით თავად შეგიძლიათ მინიატურული ხის გაკეთებაც…
საახალწლო წვიმა
ასევე დიდ როლს თამაშობს საახალწლო განწყობის შექმნაში სანთელი. მათი არჩევის დროს უპირატესობა მიანიჭეთ საახალწლო სანთლებს, რომლებიც ციტრუსის არომატით იქნება გაჟღენთილი.
სანთლების გაკეთება თავადაც შეგიძლიათ. დამდნარ ცხელ მასაში შეურიეთ თქვენი გემოვნებით შერჩეული არომატიზატორი, ბრჭყვიალები და ა.შ. როდესაც ეს მასა გაცივდება, დაგვიჯერეთ, ნაყიდ სანთელს არაფრით ჩამოუვარდება თავისი არომატით. თუ ფანტაზიას მოიხმართ, დარწმუნებულები ვართ, მრავალი რამის მოფიქრებას თავადაც შეძლებთ.
კიდევ ბევრი იდეა ნახეთ ფოტოგალერეაში.