ხელსახოცები და სახამებელი... - კვერცხის დეკუპაჟის მასტერკლასი

თუ სააღდგომო სამზადისში საიხლის შეტანა გნებავთ, ჩვენ შემოგთავაზებთ საინტერესო ვარიანტს, ეს დეკუპაჟია.
დეკუპაჟისათვის გამოგადგებათ როგორც მოხარშული, ისე უმი კვერცხი. ჯობს საამისოდ თეთრი ფერის კვერცხი შეარჩიოთ. მისი შეღებვა უფრო ადვილია.

დეკუპაჟისთვის დაგჭირდებათ:

თეთრი მოხარშული კვერცხი
2 ჩაის კოვზი სახამებელი
წყალი
ფუნჯი
ხელსახოცები დეკუპაჟისთვის

შეარჩიეთ წვრილნახატებიანი ხელსახოცი. ხელსახოცს მხოლოდ ერთი, პრინტიანი ფენა დაუტოვეთ.
ხელსახოცის მოტივები ფუნჯით დაიტანეთ კვერცხზე. მნიშვნელოვანია, რომ ნახატები სწორად და ლამაზად გადაანაწილოთ.
ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს სახამებელი, 50გრ წყალი. ეს მასა დადგით ნელ ცეცხლზე და შეათბეთ ერთი წუთის განმავლობაში.
როდესაც
კვერცხის მოტივებით მორთვას დაასრულებთ, გადაუსვით დამზადებული სახამებელი.
ამის შემდეგ კვერცხები კარგად გააშრეთ.

საბოლოოდ აი, ასეთი ლამაზი კვერცხები გამოგივათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები