რა გადავაკრათ დივანს - ყველაზე პოპულარული ქსოვილი და მოდური გადაწყვეტილება

სავარძლებისთვის გადასაკრავის შერჩევისას რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოთ: ვიზუალი, გამძლეობა და მარტივად მოსავლელი. ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე პოპულარული გადასაკრავების ტოპ-ხუთეულს, რომელიც მართლაც ძალიან გასიამოვნებთ და მოსავლელადაც მარტივია.




ფლოკი
რბილ ავეჯზე გადასაკრავად ფლოკის ქსოვილს თუ აირჩევთ, ეს ყველაზე პრაქტიკული და პრაგმატული გადაწყვეტილებაა. ვიზუალურად და შეხების დროსაც ის ძალიან წააგავს ხავერდს, ფასი კი საკმაოდ მისაღებია. საოცრად ამტანია აქსპლუატაციის დროს, მდგრადია როგორც ჭუჭყის, ის წყლისა და მზის სხივების მიმართ. ამიტომაც არის, რომ მრავალი რბილი ავეჯის ქარხანა სწორედ ფლოკს ირჩევს საკუთარი ნაწარმის გადასაკრავად.





ჟაკარდი
ჟაკარდიც საკმაოდ ხელმისაწვდომი ქსოვილია. საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, არა მარტო ფასის გამო, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც. ის საკმაოდ ამტანი ნაჭერია, რომლიც ამავე დროს ადვილი მოსავლელია.






ტყავი
ტყავის სავარძლები ყოველთვის ფუფუნების საგნად ითვლებოდა. ტყავის ავეჯი ძალიან უხდება კაბინეტს და აგარაკის მისაღებ ოთახს. თუმცა პრაქტიკულობის მხრივ ის არც ისე მისაღებია, საკმაოდ რთული მოსავლელია და არც ისეთი კომფორტულია. და კიდევ, სიცხეში მას აუცილებლად მიეკრობით ხოლმე.






ხავერდი და ველიური

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ქსოვილი არ გამოირჩევა განსაკუთრებული ამტანობითა და კომფორტულობით, თუ აქცენტის გაკეთება და ეფექტის მოხდენა გსურთ, არჩევანი სწორედ ამ ორიდან ერთ-ერთზე უნდა შეაჩეროთ. ვიზუალურად ორივე მათგანი ძალიან ეფექტურია.






გობელენი
გობელენი ძალიან უხდება კლასიკური სტილის მისაღებ ოთახს. ის ძალიან კომფორტული ქსოვილია, თბილი, მოსერხებელი და არც მოსავლელად არის რთული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები