მაია ჭანიაშვილი უცხო ენების სპეციალისტია. ბავშვობიდან იტაცებდა ხელსაქმე, კერვა, ქსოვა, ქარგვა. უკვე დიდი ხანია სხვადასხვა მასალით ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. თუმცა მხოლოდ ორი თვეა რაც აქტიურად დაიწყო ამ კუთხით მუშაობა. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და საინტერესოა. ქმნის სამკაულს, სახლის დეკორაციებს, სასურათე ჩარჩოებს, ზარდახშებს და ა.შ. სურს, ახლო მომავალში გატაცება შემოსავლის წყაროდ აქციოს. ამბობს, რომ ამისთვის დიდი შრომა საჭიროო.
- პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი ვარ. მყავს მოწაფეები, რომლებსაც ინგლისურ ენას ვასწავლი. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სკოლაში, თუმცა შარშან მოხდა ისე, რომ წამოვედი სამსახურიდან.
-
- ზოგადად ხელსაქმე ბავშვობიდან მიტაცებდა. მიყვარდა კერვა, ქსოვა, ძველი ნივთების განახლება. ძველ გამოუსადეგარ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ვჩუქნი. ძალიან უმნიშვნელო ნივთი შემიძლია ლამაზ დეკორაციად ვაქციო. გარდა ამისა ვაკეთებდი სამკაულებს, სახლის დეკორაციას და ა.შ.
- რა მასალას იყენებთ მათ შესაქმნელად?
- გამიჭირდება ჩამოთვლა, ვინაიდან ძალიან ბევრ მასალას ვიყენებ. ესენია ლენტები, კანტები, მაქმანი, მძივები, ფერადი ქსოვილი, მავთული, სხვადასხვა ლითონი, მუყაო. თქვენ წარმოიდგინეთ ტაფის თავსახურიც გამომიყენებია. ზოგ მასალას ვყიდულობ, უმეტესობა მაინც გამოუსადეგარი ნივთებია.
- რამდენად საინტერესო და სასიამოვნო პროცესია ეს თქვენთვის?
- ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს მათი შექმნა. ეს ერთგვარი განტვირთვის საშუალებაცაა ჩემთვის. იმდენად მსიამოვნებს, რომ ამ დროს დროის შეგრძნებას ვკარგავ. როცა თავში რაიმე იდეა მომივა, მოსვენებას ვკარგავ სანამ არ განვახორციელებ. ამ ბოლოს ქვაბის სახეხი მავთულისგან გავაკეთე საახალწლო გრილიანდები. ძალიან ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა.
- ძალიან მრავალფეროვანია თქვენი ნამუშევრები. იდეები როგორ მოგდით? ინტერნეტში ნახულობთ თუ თავად გაფიქრდებათ?
- რა თქმა უნდა ინტერნეტშიც ვათვალიერებ, მაგრამ არასოდეს ვიღებ ზუსტ ანალოგს. შესაძლოა რაღაც დეტალო მომეწონოს და გამოვიყენო, უბრალოდ იმას ჩემი ინტერპრეტაციით ვაკეთებ.
- არასოდეს გიფიქრიათ, რომ თქვენი გატაცება შემოსავლის წყაროდ გექციათ?
- წლების წინ სხვადასხვა ფერის ღილებისგან გავაკეთე ულამაზესი მძივი. ერთადერთი ეს ნივთი გავყიდე. ხშირად ვჩუქნი ახლობლებსაც. ძალიან დიდი ხანი არ არის, რაც სერიოზულად დავიწყე მუშაობა. დროის ფაქტორიც არის, სხვა ბევრი საქმეც მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ დროის გამონახვას.
ძალიან ბევრი იდეა მაქვს და ვფიქრობ ყველას განვახორციელებ. ჯერ მხოლოდ ორი თვეა რაც აქტიურად ვმუშაობ, ვაპირებ ასე გავაგრძელო და უფრო მეტი ნივთი შექმნა. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო. მერე ალბათ ჩემს გატაცებას ნამდვილად ვაქცევ შემოსავლის წყაროდ.
მერი ბლიაძე