გიორგი რობაქიძე მხატვარ ფერმწერია. ხეზე ჭრის ხელოვნებამ და ხის მხატვრულმა დამუშავებამ ჯერ კიდევ ბავშვობიდან გაიტაცა. დაახლოებით ერთი წელია, ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. ამ საქმეში თავისი წვლილი შეაქვს მის მეუღლეს, მხატვარ-კერამიკოსს ელენე ჩლაიძესაც. ნივთები და აქსესუარები უმეტესად ხის, თიხის, მინისა და ქსოვილის სინთეზია. სანათებზე კი ხე და კანაფის ძაფია გამოყენებული. უფრო კონკრეტულად ეს ნივთებია: ჭაღები, სანათები, ჭურჭელი, დეკორატიული ზარდახშები, ყვავილებისა და ბოსტნეულის ჩასალაგებელ ყუთები, მცირე ზომის ავეჯი, საბავშვო ნივთები და ა.შ. ცოლ-ქმარი სამომავლოდ ავეჯისა და ინტერიერის სხვა ნივთების მასიურ წარმოებასაც გეგმავს.
-
სოფელში გავიზარდე, იქ, სადაც ბევრი ხე და ხის მასალაა. ხის ოსტატი ირგვლივ არავინ მყავდა, მაგრამ მაქვს დიდი ეზო, სადაც ხის ოთხი დიდი შენობა ბაბუაჩემმა თავის ხელით გააკეთა. ეს ძირითადად საწყობები იყო, სადაც იარაღებს ინახავდა. ბავშვობიდან ინსტრუმენტებით ვერთობოდი და ხისგან სხვადასხვა მცირე ზომის ფიგურას ვთლიდი. რა თქმა უნდა, ინფანტილური და არასრულყოფილი ქანდაკებები იყო, მაგრამ ძალიან მომწონდა ეს საქმე. ხის შესაძლებლობები კარგად ვიცი, მისგან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. თანაც, როგორც მასალა, ჩემთან ძალიან ახლოსაა და ურთიერთობა კარგად გამოგვდის.
- ალბათ ნივთების ესკიზებსაც თავად ქმნით...
- დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან მინდა ავეჯის წარმოება, ექსკლუზიური ფორმატით. თითოეული ავეჯი ინდივიდუალური იქნება და ეს ნიშა მინდა დავიკავო. ამ ეტაპზე ავტოფარეხში ვმუშაობ და იმ ნივთების წარმოებისთვის, რასაც ახლა ვაკეთებ, ის ფართობი საკმარისია. სამწუხაროდ, არ მაქვს ისეთი ხელსაწყოები, რომელიც მუშაობას გამიადვილებს, რითაც უფრო მოკლე დროში შევძლებ სხვადასხვა ნივთის შექმნას და ამის გამო რამდენიმე შეკვეთაზე უარის თქმამ მომიწია, უახლოეს მომავალში იარაღების შეძენას ვაპირებ და ნამუშევრებიც უფრო მრავალფეროვანი გახდება.
- ჭურჭლის ნაწილი ხისა და კერამიკის სინთეზია...
- დიახ, ამაში ჩემი მეუღლე ელენე ჩლაიძე მონაწილეობს. პროპორციებსა და დიზაინს ვათანხმებთ, ორნამენტს და კერამიკის ნაწილს ის აგვარებს. ვფიქრობ, ხე და კერამიკა ძალიან უხდება ერთმანეთს, მგონი, ამაზე უკეთესი სინთეზი არ არსებობს. რამდენიმე ჭურჭელი რომ გავაკეთე, ლოგიკურად გაჩნდა კერამიკის დეტალების მოთხოვნილება. ეს ჩემი მეუღლის იდეა იყო, რომელსაც მაშინვე დავეთანხმე და წამებში ავიტაცე.
ბევრი სახეობის ხეზე ვმუშაობ. მინდა, ხე მთლიანად ავითვისო. საქართველოში ყველგანაა ხის მასივები, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მდიდარია ამ კუთხით. ჩვენთან ხე ადვილად მოსაპოვებელი ნედლეულია, მაგრამ ვთვლი, რომ ეს კულტურა არ არის შესაბამისად ათვისებული. საუკუნეების წინ გვყავდა ხის ოსტატები, ვინც შესანიშნავ ეთნოდიზაინის ნიმუშებს ქმნიდნენ. დღეს უმთავრესად ხის ოსტატები სვანეთში არიან შემორჩენილი. ის მასალა, რასაც ჩემი ნივთებისთვის ვიყენებ, ჩემს სოფელში თერჯოლის რაიონ სოფელ გოგნშია მოპოვებული. ოჯახში გვქონდა რამდენიმე ჯიშის ძველი, გამომშრალი მასალა და სამუშაოდ მას ვიყენებ, ვიძენ კიდეც.
ანა კალანდაძე