ჩვენი დღევანდელი სტუმარი კერამიკოსი და მხატვარი თამარ ვაჩეიშვილია. მისი ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობს საზოგადოებაში. თიხის ჭურჭელი, სანათები, კედლის დეკორაცია - ეს იმ ნივთების მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც ქალბატონი თამარი ქმნის.
- კერამიკოსი ვარ და ვასწავლი კერამიკულ ძერწვას, ფერწერას. ხელოვნებას ყველაზე დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ვძერწავ და ვაქანდაკებ მოსწავლეებთან ერთად. თუმცა, რა თქმა უნდა, მარტოც ვმუშაობ. მიტაცებს მუშაობა განსხვავებულ ტექნიკაში.
- დეკორის შექმნა როდის დაიწყეთ და რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით?
- ყველაფერი საკუთარი სახლის გალამაზებით დაიწყო. მერე ახლობლების სახლებიც გავალამაზე. ამის
შემდეგ შეკვეთებიც მივიღე. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, როცა დამკვეთის აღფრთოვანებულ სახეს ვხედავ.
- რა გზა გაიარეთ, სანამ აქამდე მოხვიდოდით, როგორ იხვეწებოდა თქვენი ხელოვნება?
- ჩემი ტექნიკა სპეციფიურია და ბუნებასთანაა კავშირში. ვაგროვებ ჰერბარიუმს, ლამაზ ნივთებს, ტექსტილს, მაქმანებს. ირგვლივ ყველა მეხმარება და მიგროვებს ყველაფერსб, თუ რამე შეიძლება. ვხატავ, ვჭრი, ვკერავ, ვაწებებ. ჩემი ხელოვნება ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია.
- სანამ ნამუშევრის შექმნას დაიწყებთ, ინსპირაციის წყარო გჭირდებათ?
- როდესაც ნამუშევარი მზად მაქვს, თითქოს ნახატი თვითონ ეძებს თავის ადგილს, ან პირიქით, ადგილი მკარნახობს, როგორი ფერი ან როგორი ფორმაა საჭირო.
- თქვენთვის როგორი გარემოა მნიშვნელოვანი, რომ ნაყოფიერად იმუშაოთ?
- არ მიყვარს ჩაკეტილი მუშაობა. სულ რაღაც უნდა მესმოდეს. მიყვარს, როცა ირგვლივ ჩემი ნივთების ქაოსია. ზუსტად ამ ქაოსიდან გამოვაძვრენ იმ ყვავილს, იმ ნაჭერს, ან საღებავს, რომელიც მჭირდება.
- ფერების შერჩევა რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ნივთის შექმნის დროს? რა ფერები ჭარბობს თქვენს ნამუშევრებში?
- ფერი უმთავრესია. ჩემი წარმოსახვა ფერს მიჰყვება, მერე იშლება და ლაგდება ნამუშევარში. ჩემი საყვარელი ფერებია ცისფერი, ლურჯი, ფირუზისფერი. სწორედ ეს ფერები ჭარბობს ჩემს ნამუშევრებში.
- დღეს როგორი დეკორია პოპულარული და აქტუალური, როგორ ნივთებს ანიჭებენ ქართველი მომხმარებლები უპირატესობას?
- მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი მომხმარებელი ძალიან გემოვნებიანია. მხოლოდ ერთი ფერით აღარ შემოიფარგლებიან, როგორც ეს ადრე იყო. ახლა სხვადასხვა ფერს ანიჭებენ უპირატესობას. მოთხოვნები მრავალფეროვანია, ვიღაცას მინიმალისტური სტილი მოსწონს, ვიღაცას ვინტაჟი.
- თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის? ვისი აზრია თქვენთვის მიშვნელოვანი?
- ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო ჩემი ოჯახის წევრი, ქირურგი, პროfფესორი მერაბ კილაძე, რომელიც დააკლდა მთელ ქვეყანას. მერაბი ზუსტად გრძნობდა და იტაცებდა ემოციას. თვლიდა, რომ ჩემი ნამუშევარი საუკეთესო საჩუქარი იყო. ასევე ჩემი დიდი მხარდამჭერია უნიჭიერესი მხატვარი, კერამიკოსი ნატო ერისთავი, უფროსი მეგობარი და კოლეგა მხატვარი კერამიკოსი ნინიკო ციციშვილი. რა თქმა უნდა, ოჯახი, რომელიც გვერდში მიდგას.
- გამოფენებში რამდენად ხშირად იღებთ მონაწილეობა ან სამომავლოდ თუ ფიქრობთ?
- დიახ, სხვადასხვა გამოფენებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე ბევრი ქვეყნის კერძო კოლექციებში ინახება ჩემი ნახატები, თოჯინები, სამკაული. აქამდე ვთვლიდი, რომ ამისთვის ჯერ მზად არ ვიყავი, თუმცა ახლა ძალიან მინდა მოვაწყო პერსონალური გამოფენა.
მერი ბლიაძე