ნინო ჩხეიძე პროფესიით პედიატრია. 20 წელზე მეტია პატარების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას. ბავშვობიდან ოცნებობდა ბავშვთა ექიმი ყოფილიყო, თუმცა დღეს ამბობს, რომ ყოველთვის „შეუმდგარი მხატვრისა და მოქანდაკის სევდა“ სდევდა თან. გატაცებულია იკებანას ხელოვნებით, ქსოვს მაკრამეს, წერს ჩანახატებს და ლექსებს, ამავე დროს აქვს ულამაზესი ბაღი, რომელიც თავად გააშენა და თავადვე უვლის.
სხვათა შორის, ნინოს დას ჩვენი მკითხველი ძალიან კარგად იცნობს - ნანუკა ჩხეიძე ბევრისთვის საყვარელი ხელოვანია, რომელიც საოცარ სამკაულებს, დეკორის ნივთებს თუ ჩანთებს ქმნის და ბოლო დროს ფოტოგრაფიითაც არის გატაცებული. სტატიას სწორედ მისი ფოტოები
ახლავს.
ნინო ჩხეიძე:
- დავიბადე და გავიზარდე სავარდო და სამაისო ქუთაისში. ჩემმა ბავშვობამ ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიარა. მოსიყვარულე და თბილი ადამიანების, ბებია-ბაბუების, მამიდა-ბიძების გარემოცვაში. ჩვენს ქუჩაზე ერთი თაობის გოგო-ბიჭები ვიზრდებოდით. თამაში ქარში, სუსხიან ზამთარში გუნდაობა, წვიმიან გუბურებში დაუღალავად ხტომა, სახლობანა, პირველი სექტემბერი, დიდი ბაფთები და ნაწნავები, ჩემი პირველი დამრიგებელი და ფოტო წარჩინებულთა დაფაზე. ყველაფერი მახსოვს და მენატრება. ჰო, კიდევ მახსოვს ფეხბურთის თამაშით გადატყავებული მუხლისთავები, ცრემლები და უფროსების „რომ გაიზრდები დაგვიწყდება“. ჩვენი გასართობი, ხომ მობილური და ინტერნეტი არ ყოფილა. მესხიშვილის თეატრის ყველა სპექტაკლი ნანახი გვქონდა, ახალ ფილმებს კი კინოთეატრებში ვუყურებდით. სკოლაში საუკეთესო პედაგოგები მყავდა. ახლა რომ ვაკვირდები, ისინი მოწოდებით მასწავლებლები იყვნენ. გვასწავლიდნენ მათემატიკას და ადამიანების სიყვარულს, მათემატიკას და მეგობრობას. სახატავი ალბომი, ფუნჯი და აკვარელი, თოჯინები და წიგნები ჩემი ოთახის განუყრელი მეგობრები იყვნენ. ვხატავდი, ან ვძერწავდი დაუსრულებლად. სამწუხაროდ ბავშვობის დროინდელი არც ერთი ნახატი არ შემომრჩა. სათუთად ვინახავ სკოლის ქების სიგელებს, პიონერთა სასახლის დიპლომებს.
- როგორც ვიცი, პედიატრიასთან ერთად, ხელოვნებასაც დიდი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში... ხელოვნების რომელი სფეროთი ხართ გატაცებული?
- ბავშვობიდან „შეუმდგარი მხატვრისა და მოქანდაკის სევდა“ თან მდევს, ამიტომ სხვა ხელსაქმით ვსულდგმულობ, ვაკეთებ იკებანებს, ვქსოვ მაკრამესაც. თუ ძალიან მტკივა, ან ძალიან მიხარია ვწერ. ჩემი აზრით, ექიმს ყველაფერი უხდება, სიმღერა, ლექსის კარგი თქმა, ცოტაც არტისტობა.
- გიტაცებთ ყვავილები, მცენარეები. მათ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ თქვენს ცხოვრებაში?
- ჩემი ბავშვობის სახლიც და ეზოც ძალიან ლამაზი იყო. ახლაც თვალწინ მიდგას. სხვადასხვა ფერის ჰორტენზიები და ვარდები, კიპარისები და ნაძვები, იასამანი და ლილიები. დიდი მწვანე მინდორი და ფარნებით განათებული ეზო. ქუთაისში დიდი ეზო მაქვს. ცოტა რთული იყო თავიდან დაწყება. ვარჩევდი მცენარეებს, ვურჩევდი ნოყიერ მიწას, განათებას და ასე ნელ-ნელა აივსო ჩემი ეზო და დაემსგავსა ჩემი ბავშვობის ეზოს. გავიცანი მეყვავილეები, ისინი მირჩევენ, მასწავლიან მებაღეობის ანა-ბანას.
- საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, გრჩებათ საკმარისი დრო მათ მოსავლელად?
- ყვავილების მოვლა საკმაოდ რთული და შრომატევადია. ჩემი პატარების მსგავსად მათი ენა უნდა იცოდე. არც მათ იციან საუბარი, მაგრამ უნდა მიუხვდე და არც ისინი აყოვნებენ. აფერადდებიან და აჭრელდებიან თავმომწონედ. შეგახარბებენ ყოველ დილას და მზის ამოსვლას. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ყოველთვის ვიცლი მათ მოსავლელად. განა შეიძლება მათი უწყლოდ მიტოვება, როცა ზაფხულის ხვატია, ან ყინვისთვის გამეტება, როცა სუსხიანი ზამთარია.
- რა ყვავილები და მცენარეები ხარობს თქვენს ბაღში და წლის რომელ სეზონზეა თქვენი ბაღი ყველაზე ლამაზი?
- ყველა სეზონზე თავისი სილამაზეა აქვს ჩემს ბაღს, მაგრამ გაზაფხულზე განსაკუთრებით ვარდი, იორდასალამი, ბალბა, ჰორტენზია, ფინიკის პალმა, ცინიები, იასამანი, კოლხური ბზა, ნაძვი და კიპარისი ალამაზებს ეზოს. ყოველთვის ვცდილობ მცენარე შესაბამის დროსა და ადგილას გადავრგო, ან გამოვაზამთრო ოთახის პირობებში და შემდეგ მივუჩინო ადგილი ბაღში.
- იკებანა როდის და როგორ შეისწავლეთ?
- იკებანა სიტყვა სიტყვით ცოცხალ ყვავილს ნიშნავს. მისი ისტორია 500 წელს ითვლის და ყვავილების დაწყობას ნიშნავს. იაპონელები თვლიდნენ, რომ მასზე მუშობისას აუცილებელი იყო სიჩუმე. ამ დროს ადამიანი სწავლობს და ეჩვევა ბუნების იმ ნაწილის პატივისცემას, რომელსაც სიცოცხლის მანძილზე ვერც კი ამჩნევდა. თავიდან იკებანას კომპოზიცია რამდენიმე ყვავილსა და მარადმწვანე ტოტს შეიცავდა. დღესდღეობით კი ეს მიდგომა შეიცვალა. სისადავე, ეს მისი ორიგინალურობის ნიშანია. ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავინტერესდი და სახლის პირობებში დავიწყე დამოუკიდებლად კეთება. მოხდა ისე, რომ ჩემმა დამ გახსნა არტ სალონი და იქ ჩემს გაკეთებულ იკებანებს ცალკე სივრცე ეკავა და საკმაოდ კარგად იყიდებოდა. ახლა ცოტა დრო მრჩება ამისთვის, მაგრამ მუდმივად ვცდილობ სეზონების მიხედვით ჩემი სახლი გავალამაზო.
მერი ბლიაძე