ხელნაკეთი საათები, ხეზე ამოტვიფრული პორტრეტები, ცხოველები, მინიატურული სახლები - ეს იმ არაჩვეულებრივი ნივთების მცირედი ჩამონათვალია, რომლებსაც ბატონი შალვა მუმლაძის სახელოსნოში შეხვდებით. ხეზე მუშაობა ღრმა ბავშვობაში ისწავლა. მაშინ ძალიან პატარა იყო, თუმცა იმდენად იზიდავდა ეს საქმე, ყველაფერი თავისი ძალისხმევით, მარტომ ისწავლა, წლების შემდეგ კი ამ საქმიანობამ უფრო სერიოზული სახე მიიღო. როგორც ბატონმა შალვამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ხეზე მუშაობა მას მძიმე ავადმყოფობის დაძლევაშიც დაეხმარა.
– დავიბადე და გავიზარდე ჭიათურის რაიონში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ქუთაისში, სამშენებლო ტექნიკუმში. ვარ ხელოსანი და ვმუშაობ ხეზე,
რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– დიდი ხანია ამ საქმით ხართ დაკავებული?
– პატარა ბავშვი ვიყავი, როცა ხისგან სხვადასხვა ნივთს ვაკეთებდი. იმდენად მაინტერესებდა ეს საქმე, ყველაფერი თვითონ ვისწავლე. წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება და ცოდნა დამიგროვდა. როცა ჩემი შვილები გაიზარდნენ, მეტი დრო და შესაძლებლობა მომეცა, რომ ხეზე მემუშავა. მთლიანად გადავერთე ამ საქმეზე. თუ სადმე ხის ნაჭერს ვიპოვი, მომაქვს სახლში და სხვადასხვა ნივთს ვქმნი. ძირითადად ვმუშაობ საათებზე, ვაკეთებ სათამაშო მანქანებს, სახლის დეკორაციას, საბავშვო თემატიკაზე ვქმნი ნახატებს, მინიატიურულ სახლებს და ა.შ. რამდენიმე წლის წინ დამემართა ხერხემლის თიაქარი და ძალიან ცუდად ვიყავი. არანაირი წამალი და მკურნალობა არ მშველოდა. მეორე წელია ამ საქმიანობას სერიოზულად მოვკიდე ხელი და იმის მერე არანაირი წამალი არ მიმიღია, თუმცა თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს საქმე, თუ რომელიმე დღე არ ვიმუშავე, სწორედ მაშინ ვხდები ცუდად.
– თქვენს შვილებს თუ ასწავლეთ ხეზე მუშაობა?
– ჩემი შვილებიც ხელოსნები არიან, მაგრამ ისინი თბილისში მუშაობენ.
– ფართო საზოგადოება იცნობს თქვენს ნამუშევრებს?
– სამწუხაროდ, არავინ იცის ჩემი არსებობის შესახებ. მხოლოდ შინაურებმა იციან, რასაც ვამზადებ და ვქმნი. ერთხელ გავიტანე თბილისობაზე, მაგრამ ადგილიც ვერ ვნახე, რომ დავმდგარიყავი. ერთხელ კი ჭიათურობაზე გავიტანე, სულ ეს იყო. ჭიათურის საავადმყოფოში ვმუშაობ, ტექნიკურ სამსახურში და იქ ყიდულობენ ხოლმე. ძირითადად მაინც შინაურებმა იციან ჩემი ნამუშევრების შესახებ.
– თითოეული ნივთის დიზაინი თქვენი მოფიქრებულია თუ ინტერნეტში ნახულობთ იდეებს?
– მე რომ ხეს შევხედავ, უკვე ვიცი, რა ფორმაც აქვს. მადალითად, გაკეთებული მაქვს ფეხმძიმე ქალი. მეზობელი ჩეხავდა შეშას და მოტყდა ნაფოტი, როგორც კი შევხედე, ხემ თვითონ მითხრა, იქიდან რა უნდა გამოსულიყო. ბიჭები შეშას ხერხავდენ და კოტრი რომ მოჭრეს, იქ ბუნებრივად ეხატა მგლის გამოსახულება. მე ჩემი ხედვა მაქვს, ვხედავ ამ გამოსახულებებს და ამის შემდეგ ვაძლევ საბოლოო სახეს. სწორედ ამიტომ არის ეს საქმე საინტერესო. ასეთ რაღაცებს ინტერნეტიდან ვერ აიღებ. ამის დანახვა თავად უნდა შეგეძლოს.
– არ გსურთ, რომ უფრო ფართო საზოგადოებას გააცნოთ თქვენი ნამუშვრები?
– რა თქმა უნდა, ეს ძალიან მინდა. ჩემმა შვილება გამიკეთეს გვერდი და იქ დადეს ჩემი ნამუშევრები, მაგრამ მეც არ ვიცი იმდენი, რომ თავად გავუძღვე ამ საქმეს. თან ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. საერთოდ დაინტერესება უცხოეთიდან უფრო დიდია, ვიდრე ადგილობრივებისგან. ძალიან ბევრი უცხოელი მწერს. სამწუხაროდ, ენები არ ვიცი, გუგლის საშუალებით ვთარგმნი და ისე ვეკონტაქტები. ვერ წარმოიდგენთ, რა ენაზე არ მიწევს ხოლმე მიმოწერა. უნდათ, რომ გავუგზავნო ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ესეც პრობლემაა ჩემთვის. ბევრი მეკონტაქტება ესპანეთიდან, ამერიკიდან, კანადიდად და ა.შ. გული მწყდება, რომ საქართველოში არავინ ინტერესდება. თუმცა ვისაც პირადად აქვს ჩემი ნამუშევრები ნანახი, აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ფოტოზე იმდენად ვერ აღიქვამ ნამუშევარს. როცა პირადად ხედავ, ეხები, უკვე რეალურად აღიქვამ და ხვდები მის ფასს.
მერი ბლიაძე