თინათინ ხეიძე თვითნასწავლი ხელოვანია, თუმცა უკვე ისე გაიწაფა ამ საქმეში, სხვებს ასწავლის და მასტერკლასებს ატარებს. მისი ნამუშევრები გემოვნებით და დახვეწილობით გამოირჩევა. ჩვენ ყველაზე მეტად დეკორის ნივთებით დავინტერესდით, რომლებიც ნებისმიერ სახლს დაამშვენებს.
- რამდენი ხანია ამ საქმით ხართ დაკავებული?
- რაც თავი მახსოვს, სულ რაღაცას ვხელსაქმიანობდი. ბავშვობიდან ვქარგავდი, ვკერავდი, ვქსოვდი... შემდეგ, როცა გავთხოვდი და შვილი მეყოლა, ამ საქმეს დროს ვეღარ ვუთმობდი. როცა უკვე ჩემი შვილი გზაზე დავაყენე, დაახლოებით 7-8 წლის წინ გავიარე ფლორისტიკის კურსები და დავიწყე საქორწილო დიზაინზე მუშაობა, საკმაოდ წარმატებულად. პარალელურად დავიწყე ინტერნეტით
დეკუპაჟის შესწავლა და სხვადასხვა ნივთის შექმნა. ამ ჟამად ვატარებ მასტერკლასებს დეკუპაჟში, ვმონაწილეობ გამოფენა-გაყიდვებში, ინტერნეტით ვიღებ შეკვეთებს.
- რა მასალით მუშაობთ ძირითადად, დეკორის რომელ ნივთებს ამზადებთ და რა არის ყველაზე პოპულარული თქვენი ნამუშევრებიდან? როგორ მოდის იდეები? რა დროს ანდომებთ მუშაობას?
- მასალა არის ხე, ფანერა, მუყაო, თიხა, აკრილი და ა.შ. ჩემი ნახელავები, ასე რომ ვთქვათ, შექმნილია ნულიდან, პრაქტიკულად ყველა დეტალს ხელით ვამზადებ. ესენია, ზარდახშები, კედლის საათები, პანოები, საკიდები და ა.შ. ამ ეტაპზე ძალიან პოპულარულია საკიდები. ერთი შეხედვით, შეიძლება ადვილი ჩანდეს ის რასაც ვაკეთებ. მაგრამ ეს არის ძალიან რთული პროცესი ტექნიკურად და ფიზიკურადაც, რადგან არ მაქვს სახელსონო, ვცხოვრობ ერთ ოთახიან ბინაში და ყველაფრის კეთება სახლში მიწევს. იდეებს რაც შეეხება, ისინი არასდროს თავდებიან... ხშირად ინტერნეტსივრცეში ნანახი ნივთი მაძლევს იდეას, თუმცა ასლებს არასდროს ვაკეთებ. ხანდახან თვითონ დამკვეთი მაწვდის იდეას, ანუ მეუბნება, რა უნდა და მერე უვკე მუშაობის პროცესში იხვეწება ყველა დეტალი. ყველა ნივთი სხვადასხვა დროს საჭიროებს, ძირითადად 2-3 დღეს ვანდომებ.
- რამდენად მნიშვნელოვანია დეკორი ინტერიერში?
- ჩემი აზრით, დეკორი ინტერიერში ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, თუ ნივთი ხელნაკეთია, ექსკლუზიური და დიდი სიყვარულით შექმნილი.
- რით გამოირჩევა თქვენი ნამუშები სხვებისგან?
- მე მაქვს ჩემი სტილი, რომელიც არავისას არ ჰგავს, და რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკულად ნულიდან ვაწყობ ყველაფერს, ანუ, ხელით ვხერხავ, ვაზუმფარებ, ვაწებებ... ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ხელნაკეთია ჩემი ნივთები.
- ვინ არიან თქვენი გულშემატკივრები, ვის აზრს ითვალისწინებთ ყველაზე მეტად?
- ჩემი ძირითადი გულშემატკივრები არიან ჩემი შვილი და მეგობრები. ეს საქმე ძალიან მაბედნიერებს, ხშირად მიფიქრია რა იქნებოდა, რომ არა ეს გატაცება... ალბად უფრო რთული იქნებოდა ჩემი ცხოვრება. უამრავ ოჯახშია ჩემი ნახელავი და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ დიდი სიყვარულით შექმნილი პატარა სილამაზეები ბევრის გულს ახარებს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.