დავით გოდელაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით დაამთავრა და ამჟამად ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს. ჩვენი ინტერესი მისმა ნამუშევრებმა მიიპყრო - ქვებით ულამაზეს ნახატებს ქმნის, რომლებსაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება ხვდება ხოლმე.
- ხელოვნება ყოველთვის იყო ჩემში, რადგან შინაგანად ხელოვანი ადამიანი ვარ. რაც შეეხება ქვებით ხატვას (ქვის ხელოვნებას), დაახლოებით 2 წლის წინ აღმოვაჩინე ეს ნიჭი ჩემში. პირველი ნამუშევარი იყო ქვებით შექმნილი ადამიანის ძალიან მარტივი ფორმები. ამის შემდეგ მომეცა მოტივაცია მომეძებნა ისეთი ფორმის ქვები, რომლებიც ნამუშევარს მაქსიმალურ დახვეწილობას შესძენდა და ასეც
აღმოჩნდა, ყოველი მომდევნო ნამუშევარი უფრო და უფრო მომწონს და მოსწონს მნახველსაც.
- როგორია მუშაობის პროცესი, იქნებ გვიამბოთ...
- ჩემი ნამუშევრები ძირითადად მდინარის ქვებით იქმნება, თუმცა გამოყენებული მაქვს ნიჟარებიც და ზღვის მინაც. თუ ქვა მომეწონა და განვიზრახე მისგან რაიმე ახალის შექმნა, მომაქვს ნებისმიერი ადგილიდან, თუ, რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა ქვების შეგროვება. შემდეგ მათ ვშლი, მაგალითად, იატაკზე და ამ ქვებისგან კომპოზიციებს ვქმნი. ქვების მრავალი კომბინაციაა საჭირო იმისათვის, რომ ნამუშევარმა მაქსიმალურად დახვეწილი სახე მიიღოს. შემდეგ ამ ქვებს ვრეცხავ, ვასუფთავებ, ვაშრობ, ვაპრიალებ და უკვე მზადაა ზედაპირზე დასალაგებლად და დასაწებებლად.
- არ უკვირთ გარშემო მყოფებს, ქვებს რომ აგროვებთ?
- კი, უკვირთ, რა თქმა უნდა. ერთხელ გაჩერებაზე ვიდექი და უცნაური ფორმის ქვა დავინახე, ავიღე და ჯიბეში ჩავიგდე. გაკვირვებულები მიყურებდნენ.
- მთლიანად დამოკიდებული ხართ მასალაზე - ქვა როგორიც არის, ისეთი უნდა გამოიყენოთ... კონკრეტულ ქვას არგებთ რაიმე თემას თუ ჯერ თემა მოდის და მერე ერგება მას მასალა?
- ქვის ბუნებრივი ფორმებია, ანუ როგორ ქვასაც ვპოულობ, ისეთს ვიყენებ, არ ვამუშავებ. თვით ბუნება ამუშავებს და აძლევს საჭირო ფორმებს. შეიძლება რომელიმე კონკრეტული თემაზე გადავწყვიტო შექმნა, მაგრამ ხშირად ხდება, როცა ქვის ფორმა მკარნახობს თემას.

კომენტარები
მადლობა თქვენ იდეიისთვის.
წარმატებები