ოთხი შვილის დედის მიერ შვილებისთვის შექმნილი დეკორატიული ნივთები და თოჯინები

თამარ უგრეხელიძე 4 შვილის დედაა. პროფესიით პედაგოგი, რომელიც ამჟამად დიასახლისია, შვილებს ზრდის და თან თავისი ჰობით არის დაკავებული - ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. თამარი თავის საქმიანობაზე, მუშაობის პროცესზე და შემფასებლებზე გვიამბობს.

-  ბავშვობიდან ვხატავდი და ვქარგავდი. ორი წელია, რაც ვქმნი ხელნაკეთ ნივთებს. მასალად ვიყენებ მუყაოს, წებოს, საქსოვ ძაფებს, საღებავებს. ამჟამად ვქმნი თოჯინებს. ჩემი ნამუშევრები ჩემი შინაგანი განწყობის გარეთ გამოტანაში მეხმარება, მიყვარს და ვაკეთებ.

იდეა მოდის თავისთავად, სპონტანურად. განწყობის მიხედვით. ეს ლექსის წერის დროს მოსულ მუზას ჰგავს, რასაც ვერ განსაზღვრავ წინასწარ. დახვეწისთვის ბევრს ვმუშაობ,
განსაკუთრებით ღამის საათების ხარჯზე.

შემფასებელი, პირველ რიგში, ჩემი ოჯახია - ჩემი მეუღლე, მანუჩარ დარბაიძე და ჩემი შვილები. ყოველთვის მაინტერესებს ჩემი უფროსი შვილის აზრი, მასაც ძალიან უყვარს ხატვა და ძერწვა. შემდეგი შემფასებლები კი მეგობრები არიან.





ეს კი ქალბატონი თამარის უფროსი ქალიშვილის - მარი დარბაიძის ნამუშევრებია.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები