იასამნისფერ და ლურჯ ტონალობებში შესრულებული ნახატები, პლანეტები, ვარსკვლავები, პატარა უფლისწული და მელია - ეს ყველაფერი მხატვარ ნენსი ვოლანდის (ქრისტი ბოტკოველის) შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ნენსის ხელოვნება საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. ხატავს სხვადასხვა ნივთზე, ასევე ინტერიერშიც. მის მიერ მოხატული კედლები განსაკუთრებული, მისტიური და შთამბეჭდავია.
- რა ადგილი უჭირავს მხატვრობას თქვენს ცხოვრებაში და რა გახდა თქვენი ხატვით დაინტერესების მიზეზი?
- ზუსტად ასაკი არ მახსოვს, მაგრამ ღრმა ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული ხატვით. ბაბუა მყავდა მხატვარი და ხშირად ვხატავდით ერთად. ცხოვრების ყველა ეტაპზე მხატვრობას განსაკუთრებული ადგილი
უჭირავს.
- რა არის თქვენი შემოქმედების ძირითადი ხაზი? რა თემატიკის ნამუშევრებს ქმნით?
- არ ვიცი ჩემი მხატვრობის სტილს რა ჰქვია. ალბათ ეს სხვამ უნდა შეაფასოს. მე უფრო ჩემეულს დავარქმევდი, ცოტა სიურრეალიზმით და ცოტა ექსპრესიონიზმით გაჯერებული.
- რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?
- კონკრეტული არაფერი. შთაგონებას ყველაფრიდან ვიღებ, მუსიკიდან, ადგილებიდან, ადამიანიდან. ჩემს ფერებამდე მისასვლელად დიდი გზა არ გამივლია. ფუნჯები როცა ავიღე ხელში საავტორო ნამუშევრის შესაქმნელად, პირველივე ლურჯი ფერი დავასხი პალიტრაზე.
კოსმოსი განსაკუთრებულად მიყვარს და ალბათ ამიტომ ფიგურირებს ჩემს ნახატებში, თუმცა დიდი ცოდნა არ მაქვს ასტრონომიაში, უფრო წარმოსახვას ვენდობი ხოლმე.
- თქვენს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პატარა უფლისწულს...
- პატარა პრინცი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია, როგორც ბევრი ადამიანის ჩემ გარშემო. ყველას ალბათ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება და გზა გვიტივტივდება ამ ნაწარმოებზე. მე ბავშვობაში მაბრუნებს, იმ პერიოდში, როცა ყველაფერი კარგად იყო და იმ ბავშვურ სილაღეს მიბრუნებს ახლაც კი. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მთლად საბავშვო ნაწარმოებია, უბრალოდ ყველაზე კარგად არის გაშლილი წიგნში ის ხაზი, რომ გაზრდას ბევრი პრობლემა და ცხოვრებისეული სირთულე თან სდევს და ამ პირობებშიც უნდა შევძლოთ იმ სილაღის შენარჩუნება.
- სხვადასხვა ნივთზე ხატავთ, ინტერიერშიც. რამდენად მოთხოვნადია და საინტერესოა ინტერიერში შესრულებული ნახატები?
- ჩემი მოხატული კედლები ბევრი ბავშვის და არამარტო ბავშვის ოთახშია, რაც ძალიან მახარებს. საკმაოდ მოთხოვნადია და სხვა ქვეყნებიდანაც მაქვს შემოთავაზებები.
- თუმცა ალბათ ძალიან შრომატევადია...
- ყველაზე შრომატევადია, რადგან არა მხოლოდ გონებრივ, არამედ დიდ ფიზიკურ რესურსს მოითხოვს.
მეც ჩემი ხელით მაქვს რემონტი გაკეთებული სახლში და ხელით მოხატული ყველაფერი მეტად ცოცხალს ხდის სახლს.
- არსებობს ნივთი, რაზეც არ დაგიხატავთ?
- ნივთი არა, მაგრამ ჩემი კატები ჯერ არ მომიხატავს. გავრცელებული ხუმრობაა უკვე ჩემს სამეგობროში, რომ ერთხელაც ჩემი კატებიც მოხატულები გაიღვიძებენ...
- როგორც მხატვრისთვის, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?
- ბევრი რამ... როგორც მხატვრისთვის, ცოტა რთულია რაიმეს განსაკუთრებულად გამოყოფა, მაგრამ ამ მომენტში იმ ადამიანებზე მეფიქრება, ვისაც არ ეზარება ჩემს ნამუშევრებზე ერთი კომენტარის დაწერაც კი. ყველაფერს ვკითხულობ და ძალიან მიხარია, რომ რასაც გულით ვქმნი, ზუსტად ისე მიდის ადამიანებამდე, როგორც მაქვს ჩაფიქრებული.
მერი ბლიაძე