"ყურები არ ჩამოვყარე, რადგან 2 შვილის მამა ვარ... მირჩევნია, საქმე ჩემთვის ჩუმად ვაკეთო, ამიტომ დიდად არავინ იცის ეს ამბავი" - ცნობილი მსახიობის ახალი ხელსაქმე

ცნო­ბი­ლია, რომ ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­კუ­თა­რი გა­ტა­ცე­ბებს დიდი დროს უთ­მო­ბენ და ლა­მის პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე აჰ­ყავთ. ერთ-ერთი ასე­თი მსა­ხი­ო­ბი ლაშა ჯუ­ხა­რაშ­ვი­ლია. მა­შინ, რო­დე­საც პან­დე­მი­ა­ში ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი პე­სი­მიზმს მი­ე­ცა, რად­გა­ნაც თე­ატ­რე­ბი და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი და­ი­კე­ტა, მან მშვე­ნი­ე­რი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა. პან­დე­მი­ას, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას შე­ხე­და. კარ­გი საქ­მე წა­მო­ი­წყო. თი­ხას "და­უ­მე­გობ­რდა" და მე­თუ­ნე­ო­ბა მისი საყ­ვა­რე­ლი სფე­რო აღ­მოჩ­ნდა. დღეს ლა­შას ნა­მუ­შევ­რე­ბი მნახ­ვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას მა­შინ­ვე იპყრობს.

- კარ­გია, რომ პე­სი­მიზმს არ მი­ე­ცით და სვლა გა­ნაგ­რძეთ...

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის პე­სი­მის­ტი მსა­ხი­ო­ბი არ ჰყავს (იღი­მე­ბა). ცოტა თე­ატ­რის
დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა ამ ყვე­ლა­ფერს თავი რომ მო­ვუ­ყა­რე და ყუ­რე­ბი არ ჩა­მოვ­ყა­რე. ბოლო-ბოლო 2 შვი­ლის მამა ვარ. ეს არის მთე­ლი ამ­ბა­ვი...

- ისე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი გაქვთ, მგო­ნი, ხა­ტავთ კი­დეც...

- ვერ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, ადრე აქ­ტი­უ­რად ვხა­ტავ­დი და ცოტა ხანს აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტიც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს ამ საქ­მეს­თან არა­ფერ შუ­ა­შია. თიხა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა „მეც­ნი­ე­რე­ბაა,“ სხვა სფე­როა... კი, პან­დე­მი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბის კუ­თხით შევ­ხე­დე, სა­კუ­თარ თავს კი, რო­გორც პი­ე­სის პერ­სო­ნაჟს... რა შემ­ძე­ლო, რა არ შე­მეძ­ლო, რაზე და­მე­ხარ­ჯა ენერ­გია და რაზე - არა. ა.შ. 10-15 წლის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ბედ­ნი­ე­როდ ბევრ სფე­რო­ში მოვ­სინ­ჯე თავი. მქონ­და სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტოც... მოკ­ლედ, ხატ­ვა, დი­ზა­ი­ნი, მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­ვა­ერ­თი­ა­ნე. თუმ­ცა მხო­ლოდ ეს არაა, ვმუ­შა­ობ კე­რა­მი­კა­ზე, ხეზე, ბე­ტონ­ზე, ტან­საც­მელ­ზე, ტყავ­ზე... სტუ­დი­ის სა­ხელ­ზეც ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, მა­ნამ­დე 2017 წელს გაჩ­ნდა სა­ხე­ლი დირე (მორს ნიშ­ნავს), რო­მე­ლიც მა­შინ ცუგ­რი­კე­ბის და ფი­სო­ე­ბის სახ­ლებს აწარ­მო­ებ­და.

მერე იყო პა­უ­ზა, არა­და, ეს საქ­მე, რა­საც ახლა ვა­კე­თებ, ჩემ­ში სულ იყო. მოკ­ლედ, მუ­ზე­უმ-სტუ­დია შევ­ქმე­ნი. სა­კუ­თარ თავს მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­ბე­დუ­ლე­ბა და მეტ მა­სა­ლას­თან მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცი. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ მე და ჩემი მე­უღ­ლე ვართ. პე­რი­ო­დუ­ლად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ადა­მი­ა­ნებ­თან. თე­ატ­რის ენა­ზე რომ გი­თხრათ, "დასი" ვერ შევ­კა­რით და ამი­ტომ რე­ჟი­სო­რებს გვი­წევს აქ­ტი­ო­რო­ბა. რა­ღაც­ნა­ი­რად ისე მოხ­და, რომ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა ჩვენს ხელ­ში, შრო­მას ვე­რა­ვის და­ვუ­კარ­გავ. მოკ­ლედ, რო­გორც ვთქვი, ამ ეტაპ­ზე მე და ჩემი მე­უღ­ლე ვართ. ჩემი მე­უღ­ლე ცოტა ტექ­ნი­კუ­რი და პრაქ­ტი­კულ სა­კი­თხე­ბის ნა­წილ­შია.

- თე­ატრმა დიდი ხა­ნია მუ­შა­ო­ბა აღად­გი­ნა. თქვენ სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ. ამ ყვე­ლაფ­რის შერ­წყმა და შე­ხა­მე­ბა რო­გორ ახერ­ხებთ?

- რა­ღაც­ნა­ი­რად ისე ვარ, რომ ვა­ხერ­ხებ. აქაც ვარ და თე­ატ­რშიც. მთა­ვა­რია, გა­ვა­კე­თო ის, რაც შე­მიძ­ლია. ეს არის ჩემი დე­ვი­ზი.


- რო­გორც შე­ვი­ტყვე, მცე­ნა­რე­ებ­თა­ნაც „მე­გობ­რობთ“. ეს ხომ არ გახ­და კე­რა­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით თქვე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ზე­ზი?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლია - მცე­ნა­რე­ე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და შე­სა­ბა­მი­სად ბევ­რიც მაქვს. პან­დე­მი­ის დრო ყვე­ლა­ნი "სახ­ლი რომ დავ­რჩით“, სახ­ლს მე­ტად შევ­ხე­დეთ, გა­დავ­ხე­დეთ, გა­ვი­აზ­რეთ, რა გვჭირ­დე­ბო­და, რა გვაკ­ლდა. კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით იმა­შიც, რომ მარ­თლა ბევ­რი მცე­ნა­რე გვაქვს, ასე­ვეა დე­და­ჩემ­თა­ნაც, ჩემი მე­უღ­ლეც არ არის გულ­გრი­ლი ამ სამ­ყა­როს მი­მართ. თან, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე გა­და­ცე­მა მქონ­და - „იარე ჩვენ­თან,“ სა­დაც ჩავ­დი­ო­დი, იქი­დან რა­ღაც მცე­ნა­რე ჩა­მომ­ქონ­და. მერე მივ­ხვდი, რომ ისი­ნი ლა­მაზ ქო­თა­ნებს იმ­სა­ხუ­რებ­დნენ. უკვე ცოტა ბიზ­ნე­სის კუ­თხი­თაც შევ­ხე­დე. თბი­ლის­საც და­ამ­შვე­ნებ­და ფე­რა­დი ქოთ­ნე­ბი-მეთ­ქი და მუ­შა­ო­ბა ამ კუ­თხი­თაც და­ვი­წყეთ. ნა­მუ­შევ­რებ­ში ხა­სი­ა­თე­ბი წა­მო­ვი­ღეთ, პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­ვა­კე­თეთ, ანუ თე­ატრს მივ­მარ­თეთ. ამას­თან, მცე­ნა­რე მო­ვუხ­დი­ნეთ, - კი, მცე­ნა­რე ნამ­დვი­ლად იყო ერთ-ერთი მო­ტი­ვა­ტო­რი. ამას მერე სხვა და­ნარ­ჩე­ნი მოჰ­ყვა. რა­ღაც­ნა­ი­რად ისე მოხ­და, რომ თი­ხამ­დე გან­გე­ბამ მოგ­ვიყ­ვა­ნა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები