ოჯახური სამკერვალო, სადაც "სამზითვე" და ანტიკვარული ქსოვილებისგან აქსესუარებს ქმნიან

ქსოვილები, რომლითაც პროდუქცია იქმნება, შეიძლება ითქვას, უკვე ანტიკვარია. ზოგს მზითევში ატანდნენ, ზოგსაც ოჯახისთვის თავად ყიდულობდა. არაერთმა ეს ქსოვილები თუ მისგან შექმნილი სხვადასხვა პრაქტიკული თუ დეკორატიული დანიშნულების ნივთი სკივრებსა თუ ჩემოდნებში "გამოკეტა", ანდა კარადის რომელიღაც თაროზე გაურკვეველი დროით შემოდო. ბევრისთვის ისინი წინაპრების სახსოვარია, ერთგვარი რელიკვია და დღემდე დიდი სიყვარულით უფრთხილდება...

საბჭოთა პერიოდში წარმოებული სხვადასხვა ნივთი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახში ინახებოდა, დღეს ახალ სიცოცხლეს იძენს და თანამედროვეობაში სულ სხვა იერით წარმოჩინდება. უფრო მეტი სიცხადისთვის გეტყვით, საქმე რაშია: თუ ერთ დროს ხელსახოცად მოიაზრეს
ან ჩაის ტილოდ ჩაიფიქრეს, დღეს ჩანთად ან წინსაფრად აქცევენ; ლეიბის პირმაც იპოვა "მეგობარი", როცა მისი ცხოვრება ფერად სუფრას დაუკავშირდა და ასე შეიქმნა მცირე ზომის ჩანთა, რომელშიც მსურველი კოსმეტიკას მოათავსებს.

თითოეულ აქსესუარზე მუშაობა ინდივიდუალურად ხდება, იქმნება თითო და ამ ეკომეგობრულ ნივთებს არასდროს გააჩნია ზუსტი ანალოგი.

ბრენდის დაარსების იდეა და-ძმას ეკუთვნის, რომლებმაც გადაწყვიტეს დედისთვის მიენდოთ ის საქმე, რომელიც ხელნაკეთი ნივთების დამზადებას გულისხმობს. ცოტა ხანში შინ მოწყობილ სამკერვალო სალონში, კერვის პროცესში დეიდაც ჩაერთო, ბებიამაც მიიღო მონაწილეობა და ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებულ ვინტაჟურ პროდუქციას ეტაპობრივად სხვადასხვა ნივთი შეემატა. რეალიზება ინტერნეტის მეშვეობით ხდება ან იმ მაღაზიებში, სადაც ეკომეგობრული პროდუქციით ინტერესდებიან.


ეკა ბუგიანიშვილი:

- ორ წელზე მეტია, რაც მე და ჩემმა ძმამ დავაფუძნეთ ბრენდი. ირაკლი მხატვარია და ბრენდინგში გვეხმარება, მე კი დიზაინზე ვმუშაობ. რამდენიმე პროფესია მაქვს, თუმცა ხელოვნებასთან კავშირი სულ მქონდა. ჩემი ძმის პროფესიიდან გამომდინარე, ბავშვობიდან ფერების სამყაროში ვიზრდებოდი, შეხება მქონდა მუსიკასთანაც. მშობლებსაც უამრავი წიგნი ჰქონდათ ხელოვნებაზე, რომლებიც ყოველთვის ძალიან მიყვარდა და თავდაპირველად ხელოვნებათმცოდნე გავხდი, შემდეგ გერმანიაში ვცხოვრობდი და იქ მაგისტრატურა სივრცით დაგეგმარებაში გავაკეთე, მერე თბილისში გარკვეული პერიოდი ქალაქგეგმარებაში ვმუშაობდი. რაც შეეხება იმ საქმეს, რომელსაც ოჯახის წევრები ვაკეთებთ, დიდი სიამოვნების მომტანია. საოჯახო საქმიანობაში ჩართული ვართ ყველა: მე, ჩემი ძმა, დედაჩემი თამრიკო ფეიქრიშვილი და დეიდა ნინო. ჩვენ გვყავს 100 წელს გადაცილებული ბებია ანტისა ყარაულაშვილი, რომელიც პერიოდულად, რამდენადაც შეუძლია, გვეხმარება. ერთხელ გვიყურა, გვიყურა და თქვა, - თქვენ სად იყავით, როცა ჩემი მოსასხამიდან ჩანთა შევკერეო. ცოტა ხანში ოთახიდან გამოგვიტანა თავისი ნახელავი და გვაჩვენა. აღმოჩნდა, რომ ბებოც კერავდა. საუბარში გავარკვიეთ, რომ თავის დროზე მისი დედაც კარგ მკერავად ითვლებოდა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები