ახალი წლის მოახლოება ყველაზე მეტად იმ სივრცეებში იგრძნობა, სადაც საკუთარი ხელით ქმნიან საახალწლო აქსესუარებს, სათამაშოებს, სამშვენისებს. ანგელოზების დახატვა, სხვადასხვა მასალისგან მათი შექმნა ენდი მეყანწიშვილისთვის უმთავრესი საქმიანობაა და "ანგელოზების მუზეუმში" ამ საახალწლოდაც საოცარი განწყობაა. იქ საახალწლო ელფერის უამრამთავარი ანგელოზია თავმოყრილი.
შემოქმედი ქალბატონი ამბობს, რომ მისმა ქმნილებებმა ფრთაშესხმულ სიმსუბუქესთან ერთად, სიმშვიდე მოუტანა, რომ ეს ყველაფერი მისთვის ძალიან დიდი თერაპიაა...
"მანამდეც მშვიდი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ახლა მგონია, რომ უფრო გაწონასწორებული გავხდი. ჩემს გარშემო ჩვენს სივრცეში შემოსული ადამიანებიც ამ ემოციას განიცდიან. ეს არის ყველასთვის
ძალიან მყუდრო ნავსაყუდელი. მუზეუმში მოსულებს აქედან გასვლა უჭირთ. ამბობენ, რომ აღმოჩნდნენ ზღაპარში და ამგვარად, ბევრი ადამიანის, მხატვრების, მეგობრების, სტუმრის მასპინძელი ვარ,“ - გვეუბნება ენდი მეყანწიშვილი.
"რატომ ანგელოზები? ალბათ იმიტომ, რომ ანგელოზები დადებით ენერგიებთან ასოცირდება. მერე ანგელოზების მუზეუმი საქართველოში არ არის და ამ სახელწოდების მუზეუმი საქართველოში მანამდეც არ გვქონდა. ახლა კი 5 წელია არსებობს...
მკითხეთ, ანგელოზების ხატვას რა ენერგია მოაქვს თქვენთვისო? ხატვის პროცესი ყოველთვის ემოციურია. ხშირად შემინიშნავს, რომ ხატვის დროს მეღიმება. გული მიჩქარდება, ბედნიერების შეგრძნება მეუფლება. ორმაგად სასიამოვნოა ამ ემოციას უკვე დამთვალიერებლის სახეზეც რომ ვხედავ,“ - აღნიშნავს მხატვარი.
- ისეთი ნამუშევრები გაქვთ, რომ ადამიანებს ახალი წლის განწყობას თქვენი ნამუშევრებით გამორჩეულად უქმნით...
- ახალი წელი და განსაკუთრებით დეკემბერი ჩემთვის, უსაყვარლესი პერიოდია. ეს ჩემს შემოქმედებაშიც ნათლად ჩანს. როგორც აღნიშნეთ, დამთვალიერებლისგან ყოველთვის ვისმენ გასაოცარ სიტყვებს - "ზღაპარში მოვხვდით", "აქედან გასვლა აღარ გვინდა", "აქ დრო ჩერდება" - ეს ემოცია შეუფასებელია. ამიტომ მუზეუმში მუდამ ამაღლებული განწყობა და განსაკუთრებით, როგორც ვთქვი, დეკემბერში. განაგრძეთ კითხვა