ყურსასმენების "დაბინავება" არც ისე ადვილი საქმეა. ადვილად იხლართება დანარჩენ ნივთებში და მუდმივად "გამოხსნის" რეჟიმშია. გამუდმებული ხლართვა და წვალება კი ამ ფაქიზ მოწყობილობას ადვილად აზიანებს. უკეთესია, რომ ყურსასმენებს საკუთარი "ბუდე" შეუქმნათ. წარმოგიდგენთ ფოტოგაკვეთილს, რომელიც ციცქნა ჩანთის დამზადებას გასწავლით. ეს ჩანთა ყურსასმენებისთვის იდეალური "ბუდე" იქნება.