ცნობილი მხტვრების ნამუშევრების სხვადასხვა „სივრცეში“ გადატანა ძალიან მოდურია. გოგა ჩანადირმა ამ ტენდენციის კიდევ ერთი ახალი „მიმდინარეობა“ გააცნო საზოგადოებას და საოცრად მოხატულ სკამებთან ერთად, შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა.
"გუდიაშვილი, ფიროსმანი, კლიმტი, პიკასო, მოდილიანი, ბოტიჩელი - ხომ საუკეთესო მხატვრები არიან და აი, მათი ნამუშევრები სკამზე დავიტანეთ და უკვე ჩემს ბინაში დაიდო ადგილი.
ცხადია, ნახატები მცირედით სახეცვლილია, რადგან სკამებს უნდა მორგებოდა. ასე დიდებულად მაია აბუაშვილმა შეასრულა, რომელთან ერთადაც ყველა ნახატი შევარჩიე.
თავად მას კლიმტი ყველაზე მეტად მოსწონს. მე კი ექვსივემ აღმაფრთოვანა. სკამები სალონ "ესტიაში" მოიხატა. ორმაგად არის გალაკული, რომ ცვეთას გაუძლოს.
ფასს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამის პირობაზე ძვირი ნამდვილად არ დაჯდა".
"ისეთი ლამაზია, დაჯდომა დაგენანება" - უწერს გოგას ერთ-ერთი ფეისბუქ-მეგობარი.
თეკლა ჟვანია