გოგონამ პრიმიტიული იარაღებით და ბუნებრივი მასალებით ისეთი აუზიანი სახლი ააშენა, ყველა განაცვიფრა

სოციალურ ქსელში საკუთარი სახლის მშენებლობის უამრავ კრეატიულ მაგალითს შეხვდებით, თუმცა ეს პროექტი, რომელიც ერთ-ერთმა გოგონამ კამბოჯური ძველი ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელა, მხოლოდ პრიმიტიული იარაღითა და ბამბუკის ტოტებით, მართლაც გამორჩეულია.

რა თქმა უნდა, მსგავსის გამეორებას ყველა ვერ შეძლებს, მაგრამ თვალის დევნება აღნიშნული პროცესისადმი მართლაც რომ ძალიან საინტერესო და თან
სასიამოვნოა.

ყველა ერი როდი განვითარდა ისე, რომ ბოლომდე აითვისოს თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით სახლების მშენებლობის კუთხით. კამბოჯაში, მაგალითად, სახლებს ისევ ძველი, ტრადიციული მეთოდებით აშენებენ, იყენებენ რა ბუნებრივ მასალებსა და პრიმიტიულ იარაღებს.
ამ სფეროში კამბოჯას მოსახლება
იმდენად დაოსტატებულია, რომ სახლის ასაშენებლად არავის დახმარებას არ საჭიროებენ.

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ სახლის მშნებებლობა დამოუკიდებლად გოგონებსაც კი შეუძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, იმ გარემოში გაიზარდნენ, სადაც ამას წინაპრები ასწავლიან.

სახლის მშენებლობის დაწყებამდე ადგილობრივი მოსახლეობა საგულდაგულოდ არჩევს ადგილს, რათა მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს და ასევე ეს ადგილი უნდა იყოს უსაფრთხო. სწორედ ასე მოიქცა ეს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც აღნიშნული პროექტის განხორციელებას შეუდგა.
ჩამოყალიბდა რა ადგილთან დაკავშირებით, გაემართა ჯუნგლებისკენ შესაბამისი მასალის მოსაპოვებლად. ახალგაზრდა ხეები სახლის კარკასად გამოიყენა.

პალმის ფოთლები სახლის გადასახურად გამოიყენა. ფოთლები წინასწარ დაალბო წყალში, შემდეგ გააშრო და დაამუშავა. ეს ფოთლები მას მცხუნვარე მზისგან და წვიმისგან დაიცავს.

ფანჯრები და კარები ბამბუკის ტოტებისგან გააკეთა. მხოლოდ სახლის მშენებლობით არ დაკმაყოფილდა და მის კეთილმოწყობაზეც იზრუნა. ბამბუკი ტოტებისგანვე გააკეთა საწოლის კარკასი, ეგზოტიკური მცენარის ფოთლებისგან კი - ორთოპედიული დასაწოლი ადგილი, რომელსაც მატრასი ნამდვილად არ დასჭირდება. ასევე გააკეთა მაგიდაც.

ფინიკის პალმის ფოთლებით შესანიშნავი ბალიში დაწნა.

ქოხის მეორე სართულზე ჰამაკის გაკეთება გადაწყვიტა.

მხოლოდ ამით როდი დაკმაყოფილდა და მოინდომა სახლისთვის პატარა ღობის შემოვლებაც. ეზო კლუმბებითა და ყვავილებით გაალამაზა.
სულ ბოლოს კი კრეატიულმა გოგონამ აუზის გაკეთებაც კი მოიფიქრა. საკუთარი ხელით ამოთხარა ორმო. კედლები დაამუშავა თიხით, რათა წყალი მიწას არ შეეწოვა. იმისათვის, რომ წყლისთვის ზურმუხტისფერი მიენიჭებინა, შეაგროვა იმ მცენარის წვენი, რომელსაც ტრადიციულად მწვანე საღებავის დასამზადებლად იყნებენ ხოლმე და სულ ბოლოს ლიანას ტოტებით პატარა ხიდიც კი შექმნა.

ყველაფერ ამის შემდეგ აუზი წყლით გაავსო, რაც ისევ და ისევ ტრადიციული გზით გააკეთა, რისთვისაც უახლოეს წყაროსთან კოკით წასვლა არაერთხელ დასჭირდა.

დიახ, ბევრი იწვალა, დაიღალა, თუმცა საბოლოო შედეგი ნამდვილად განსაცვიფრებელი მიიღო.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები