„1001 ქართული ორნამენტი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც გორში, კერემიკოს ირინა შოთაძის ინიციატივით განხორციელდა. უნიკალური, მხატვრული პანოს შექმნაში ირინასთან ერთად რამდენიმე მხატვარი იღებდა მონაწილეობას. პანო 1001 ფილისგან შედგება და სახელიც შესაბამისი აქვს. გორში გოგებაშვილის სკვერში თქვენ უკვე შეგიძლიათ მიხვიდეთ, ნახოთ, დაათვალიეროთ, დატკბეთ და ულამაზესი ფოტოებიც გადაიღოთ ქართული ორნამენტებით შესრულებულ პანოსთან. ამ ყველაფერზე უფრო ვრცლად ირინა თავად მოგვიყვება.
- ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი, მაგისტრატურა „ჯიპაში“ დავამთავრე ფსიქოლოგიის განხრით, თუმცა კითხვაზე რა პროფესიისა ხარ? პირდაპირ ვპასუხობ - კერამიკოსი. რა მიტაცებს? - რა თქმა
უნდა კერამიკა. რას ვსაქმიანობ? - ვკერამიკოსობ (იღიმის).
- რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში მხატვრობას და რამდენი წლიდან დაინტერესდი ხატვით?
- ბავშვობიდან სულ მქონდა მოთხოვნილება, რომ მეხატა და ასეც ვიქცეოდი. თუმცა, რატომღაც ჩემს ამ მისწრაფებას მშობლებმა დიდი ყურადღება არ მიაქციეს. ხოლო მას შემდეგ, რაც კერამიკით სერიოზულად დავინტერესდი, ჩემში ხატვის სურვულმა ხელმეორედ გაიღვიძა და მას შემდეგ ფუნჯი და კერამიკული საღებავები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
- აღსანიშნავია თქვენი ბოლო პროექტი - „1001 ქართული ორნამენტი“. მოგვიყევით ვის ეკუთვნოდა იდეა და როგორ განახორციელეთ?
- მსგავსი მასშტაბური პანოს შექმნის იდეა, ჯერ კიდევ პანდემიამდე, სწორედ მაშინ დაიბადა, როდესაც ჩემი კერამიკული ნამუშევრების ესკიზებს ვარჩევდი. ბუნებრივია, ქართულ თემატიკას და რაღა თქმა უნდა ჩვენს უნიკალურ ორნამენტებს „ვუტრიალებდი“. გონება უცებ გამინათდა, წარმოვიდგინე რა ზღაპრული სილამაზე იქნებოდა კედელზე მათი ერთობლიობა. მერე გაჩნდა ორი ძირითადი კითხვა: რამდენი ფილა უნდა გამეკეთებინა და რა უნდა დამერქმია ამ პროექტისთვის. ამ კითხვებზე პასუხი ისევ სიტყვა „ზღაპრულმა“ გამაცემინა. რა თქმა უნდა 1001 და არა 120 ან 305. ჩემი იდეა მალევე გავაცანი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს, მათ მოიწონეს და პროქტის განხორციელბა მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მოხერხდა.
- რა დატვირთვა აქვს ნამუშევარს?
- ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ ნამუშევარს პირველ რიგში ტურისტული დატვირთვა ჰქონდეს. მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და მოიწონოს ის. ასევე, მინდა ამ პანომ ადამიანებს სასიამოვნო ემოციები აღუძრას, დააფიქროს ჩვენი ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებაზე, მის ისტორიაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ასე საუცხოოდ აჩუქურთმებდნენ ჩვენს ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, ქარგავდნენ საოცარ ფარდაგებს, თუ ხეზე კვეთდნენ ულამაზეს ორნამენტებს.
- თქვენთან ერთად ვინ იყო ჩართული პროექტის განხორციელებაში და როგორი იყო სამუშაო პროცესი?
- პროექტში მონაწილეობდნენ მხატვრები: ანა ხოზიაშვილი, ანა ინაური, მარიამ ჭალიძე, გიორგი თურაზაშვილი, სოფო ბაიდარაშვილი, ნინო ლომიძე, ნატო ჯილავდარი და რა თქმა უნდა მე. სამუშაო პრცესი იყო, სანიამოვნო, ჰარმონიული და დადებითი ენერგეტიკით აღსავსე.
- რამდენი ხანი მუშაობდით და რა სახის ორნამენტებია გამოყენებული?
- პროექტზე მუშაობა გასულ ზაფხულს დავიწყეთ, თუმცა პანდემიამ ცოტა შეგვაფერხა. პროექტში გამოყენებულია ქართული ორნამენტები, ლურჯი სუფრის თემატიკა, ქართული ანბანი, ქართული ტექსტილი და ასე შემდეგ.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეცვალა ამ ნამუშევარმა გორის იერსახე? რა დადებით გავლენას იქონიებს ქალაქზე?
- ვფიქრობ, რომ მსგავს მასშტაბისა და ფარადოვნების პანო ბევრ ქალაქს დაამშვენებდა და არც გორია გამონაკლისი. ჩემი აზრით გოგებაშვილის სკვერი ძალიან კარგი ადგილია ამ თემატიკის ნამუშევრისთვის და ის ორგანულად შეეთვისება ქალაქს.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლო გეგმების გამხელისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ.
მერი ბლიაძე

კომენტარები