შეუძლებელია, არ მოიხიბლო გელა კაპანაძის დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებით: ეს იქნება თბილისის ძველი უბნებისა და ეზოების მაკეტები, კედლის მხატვრობა თუ სხვა ნამუშევრები. მან სამხატვრო სასწავლებელი ბათუმში დაამთავრა, მერე თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ფერწერის რესტავრაციას. მეორე კურსიდან კი თეატრალური დეკორატიული ფერწერა აირჩია, გამოჩენილი ხელოვანისა და პედაგოგის ფარნაოზ ლაპიაშვილის ჯგუფში იყო. მხატვარი გელა კაპანაძე ჭიათურაში დაიბადა. ამბობს, რომ ხატვის ნიჭი გენეტიკურად გამოჰყვა:
- ბაბუა აკაკი კაპანაძე ინჟინერი და ხატვა-ხაზვის პედაგოგი იყო. ბებო მკერავი (დღეს ამ პროფესიას დიზაინერი ჰქვია) მყავდა, რომელიც ტანსაცმელს უკერავდა ქალაქის
პირველ პირებს. ბებიის თარგები და ნაქარგები ახლაც შემორჩენილი მაქვს. მამას - ჯემალ კაპანაძეს, სპორტსმენსა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს, ხატვის ნიჭიც ჰქონდა. მან დაგვაწყებინა და შეგვაყვარა ხატვა მე და ჩემს ძმას. სამხატვრო სკოლაში მამაჩემმა შემიყვანა, რომლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. ჩემი პედაგოგი იყო გამორჩეული ხელწერის მქონე, ბათუმის თეატრის შესანიშნავი მხატვარი ვახტანგ ბესელია. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში.
- სამხატვრო აკადემიაში მეორე კურსზე მიმართულება რატომ შეიცვალეთ?
- თეატრი ბევრ სფეროს მოიცავს. გარდა იმისა, რომ სწავლობ მაკეტს, სცენოგრაფიას და სივრცეში აზროვნებას, ახლოს ხარ მუსიკასთან, ქორეოგრაფიასთან, რეჟისურასთან. ჭიათურის დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი ვიყავი. მიყვარდა სპექტაკლის მაკეტზე მუშაობა, კოსტიუმების ხატვა (ფაქტობრივად, დიზაინერიც გავხდი). მსახიობებს ჩემი ესკიზების მიხედვით შეკერილი ტანსაცმელი ეცვათ.
თეატრთან ახლოს, 50 მეტრში ვცხოვრობ. ჩემი სახლი ერთ-ერთი პირველია ამ ქალაქში, 1890-იან წლებშია აშენებული, ცნობილი მეცენატის გუჯეჯიანის სახლი ყოფილა. ოთხსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე კაზინო ჰქონიათ, სადაც უცხოელები დადიოდნენ. მერე, ბოლო სართული მოხსნეს. სხვათა შორის, სახლს დიდი სარდაფები აქვს და წლების წინ, ასე ვთქვათ, გათხრები ჩავატარე და აღმოვაჩინე ძველი ამერიკული წერაქვები და სააფთიაქო ბოთლები თავისი დამღებით. მშობლიურ სახლში ჩავდივარ ხოლმე, იქ სახელოსნოც მაქვს. საერთოდ ბევრ სფეროში ვმუშაობ, მაგრამ სულით მაინც თეატრის მხატვარი ვარ.
- სანამ დეკორატიული ხელოვნების ნიმუშების შექმნას დაიწყებდით, რას საქმიანობდით?
- ეკლესიების მოხატვაში ვმონაწილეობდი. კერძოდ, საჩხერის წმინდა ნინოს ტაძრის მხატვრობაში ჩემი წვლილიც არის. მაშინ ეს ერთადერთი ეკლესია იყო საჩხერეში. მერე მოვხატე სამების საკათედრო ტაძრის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. ათი წლის მანძილზე ვხელმძღვანელობდი დიზაინერულ ჯგუფს, რომელიც სხვადასხვა სახის შეკვეთას ასრულებდა. როცა ეს ჯგუფი დაიშალა, ცალკე მუშაობა დავიწყე.
- არაჩვეულებრივი მაკეტები გაქვთ, არანაკლებ მიმზიდველია კედლის მხატვრობაც. რა იყო თქვენი პირველი პროექტი?
- თავიდან, ძირითადად ხელოვნურ ჩანჩქერებზე ვმუშაობდი, ყველაზე მაღალი - 60 მეტრი სიმაღლისა გავაკეთე. მათი სიმაღლე 2 მეტრიდან იწყება, უფრო ხშირად მაქსიმუმ 8 მეტრს მიკვეთავდნენ. ყველაფერს მარტო ვაკეთებ. დამხმარეები მჭირდება მაშინ, როცა საქმე შრომატევადია.
- მუშაობის პროცესი ათას წვრილმანს მოიცავს, ეს განწყობასაც ეხება. როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?
- ჩვეულებრივი სამსახურია... დილიდან ვიწყებ, ჯერ დიზაინი უნდა შევარჩიო, ამას ჩემი თვალთახედვით ვაკეთებ. მთელი დღე და შეიძლება ღამეც ვიმუშავო. გააჩნია, რა ხასიათზე ვარ, ან ნამუშევარი როგორ გამიშვებს. განსხვავებული სამუშაოა ღია სივრცეში და ოთახში. როცა ნამუშევარი ინტერიერში იქმნება, იქ შეგიძლია გამოიყენო ხე, ნაჭერი... ოთახში არ წვიმს და არ თოვს. როცა გარეთ მუშაობ, ისეთი მასალა გჭირდება, რომელიც ამინდის ცვალებადობას გაუძლებს.
- რაც გინდათ, ის რომ დახატოთ, ამისი დრო გრჩებათ?
- შემოქმედებით მხარეს რაც შეეხება, სახლში სხვა სამყარო მაქვს. ვხატავ თავისუფალ დროს, თუმცა მუზა ყოველთვის არ მოდის. იდეებს ჩანახატების სახით ვაგროვებ. ძირითადად ვხატავ სურათებს ძველი თბილისის თემაზე, ზოგჯერ აბსტრაქციას, სიურრჭეალისტური ნამუშევრებიც მაქვს. ყველა ჟანრში ვმუშაობ.
- დაბოლოს მითხარით, რა სურვილის განხორციელებაზე ფიქრობთ?
- ძალიან მინდა, რომ თბილისში სადმე, ვთქვათ პარკში, სკვერში, ანდა ბავშვთა გასართობ ადგილზე, ჩემმა პატარა ნამუშევარმა ბინა დაიდოს, რაც ვფიქრობ, იმ გარემოს სილამაზეს შესძენს.
ნანული ზოტიკიშვილი
გამოყენებულია ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლავას და გელა კაპანაძის ფოტოები

კომენტარები