რატომ ფუთავენ WI-FI-როუტერს ფოლგით

თანამედროვე ცხოვრების ინტერნეტის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. თითოეულ ოჯახში იმდენი გაჯეტია, რომ wi-fi-ს გარეშე არსებობაც წარმოუდგენელია.

აიტის სპეციალისტმა ერთ-ერთ ოჯახში როუტერი ფოლგაში შეფუთული აღმოაჩინა.  როდესაც მიზეზი იკითხა აღმოჩნდა, რომ ამ გზით პატრონს ინტერნეტის სიგნალის გაუმჯობესება უნდოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ფოლგა მას რეალურად შველოდა და ინტერნეტიც უკეთესად მუშაობდა, თუმცა ასე როდი გახლდათ.
აიტის სპეციალისტმა აუხსნა, რომ ფოლგა ვერ იქონიებს გავლენას ინტერნეტის მიღების სიხშირეზე. ამ მასალას შეუძლია მხოლოდ რადიოტალღების დახშობა.

იყო მეორე შემთხვევაც, როდესაც ქალბატონს ასევე ფოლგით ჰქონდა შეფუული როუტერი, თუმცა ამჯერად ამას
იმით ხსნიდა, რომ გამოსხივებას ახშობდა.

სპეციალისტმა მას აუხსნა, რომ საამისოდ საჭირო იყო არა ფოლგა, არამედ როუტერის მოშორებით განთავსება და შედარებით დაბალი სიხშირე. ასევე გააფრთხილა ქალბატონი, რომ მოწყობილობის ფოლგით შეფუთვამ შესაძლოა ხანძარიც კი გამოიწვიოს.

ადამიანებმა უბრალოდ უნდა მიიღონ და გაითავისონ ის ფაქტი, რომ თანამედროვე ცხოვრებაში მაღალი სიხშირე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს ნორმალურია. თანამედროივე ტექნიკაც კი, ტელევიზორით დაწყებული მიკროტალღურით დამთავრებული, მუშაობს პატარა კომპიუტერების წყალობით, სხვანაირად მათი მართვა შეუძლებელი იქნებოდა.


ასე რომ, როუტერის ფოლგით შეფუთვა არავითარ შემთხვევაშ არ შეიძლება, ეს თხელი ფირფიტა ვერაფრით გააძლიერებს ინტერნეტის მიღების სიხშირეს, ხოლო თუ გამოსხივების გეშინიათ, გირჩევთ არჩევანი საკაბელო ინტერნეტზე გააკეთოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები