როგორ გეგმავენ დიზაინერები პატარა ბინებს - 4 ბინის დიზაინი

პატარა ბინა ხშირად დისკომფორტსა და თავსატეხს გვიჩენს - სად რა განვათავსოთ, რომ წესრიგიც შევინარჩუნოთ და პრაქტიკულადაც გამოვიყენოთ. აქ წარმოდგენილი 4 ბინა დაგარწმუნებთ, რომ სივიწროვე სულაც არ არის აუტანელი და სწორად დაგეგმილი დიზაინი ნებისმიერ ფართობს კომფორტულს გახდის. კარგად დაგეგმილი რემონტითს დიზაინით ბინა შეიძლება საერთოდ ვერ იცნოთ.

29 კვადრატულ-მეტრიანი ხრუშჩოვკა
სამზარეულო ხრუშჩოვკას სუსტი ადგილია. კედლის აღება და ფართის გაფართოება გარდაუვალია. ადგილის მოსაგებად მაგიდის ნაცვლად ბარის დგამი დადგით. მაქიმალურად შეამცირეთ ავეჯი და გაზიც ორ ქურიანი დააყენეთ.


სანამ სამზარეულოს ოთახს შეუთავსებდეთ, კარგად გადაზომეთ თითოეული სანტიმეტრი.

იქ ავეჯიც უნდა დადგათ და ყველა კომოდი, კარი და უჯრა თავისუფლად უნდა იღებოდეს.
ბინა გამოაცოცხლეთ მკვეთრი ფერებითა და ორნამენტებით. თვალი ფერად ლაქებს ამჩნევს და მოკრძალებულ ზომებს ნაკლებად აქცევს ყურადღებას. ინტერიერისთვის გამოიყენებულია რომბის მოტივი: კომოდზე, რომაულ შტორზე, დივანსა და ნოხზე.


30,5 კვადრატულ-მეტრიანი ხრუშჩოვკა
შემოსასვლელი და მისაღები ოთახის გამყოფი კედლის დემონტაჟის შემდეგ უამრავი ადგილი გამოჩნდა: შემოსასვლელის მხრიდან სამოსის კარადა ჩამონტაჟდა: გვერდითი ფასადი წიგნის თაროებმა დაიკავა.


მარცხენა მხარეს საპირფარეშოში შესასვლელი კარია, რომელიც გაფართოვდა შემოსასვლილს ხარჯზე.


მართალია, საწოლისთვის მცირე ადგილი დარჩა, მაგრამ კომპაქტური თაროები, საინტერესო ინტერერი და დამატებითი განათება ორიგინალურ იერს ანიჭებს.

41,3 კუთხის კვადრატულ-მეტრიანი ხრუშჩოვკა
ამ ბინაში ოჯახი ცხოვრობს, ორი ბავშვით. პატარა ოთახი სამზარეულოსთან გაერთიანდა და საკმაოდ დიდი სამზარეულო-სასადილო ოთახი გამოვიდა. დიდი ზომის ოთახი კი ორ იზოლირებულ საძინებლად გაიყო.


მცირე ზომის შესანიღბად დიზაინერებმა გამოიყენეს განათება, ღია ფერები და საინტერესო დეტალები. ფანჯრებს შორის ადგილი თაბაშირმუყაოს კედლით გადაიტიხრა და თაროები დამაგრდა.


მშობლების მოცრო ზომის საძინებელში დამონტაჟდა კედელში ჩასმული კარადა, სარკის კარებით. საძინებლის ტუმბოების მაგივრობას კედელზე დამაგრებული თარო გასწევს.


საბავშვო ოთახში, ორივე კედელთან 2 მოხერხებული საწოლი დაიდგა. აგრეთვე სამოსის კარადა და სამეცადინო მაგიდა ორივე ბავშვისთვის.


სველი წერტილებიც ეკონომიურად და ხარისხიანად გაკეთდა. ორი სააბაზანო ტუალეტი არ გაერთიანდა, მოპირკეთებდით შემოიფარგლა. საპირფარეშოს ნაწილი დეკორატიული აგურით დაიფარა, ზედა მხარე -  შპალერით.


43 კვადრატულ-მეტრიანი ხრუშჩოვკა
გადაკეთების შედეგად სამზარეულო საპირფარეშოსგან თაროებიანი კედლით გადაიტიხრა. შავი გრაფიკული კედელი იდეალურად ეხამება სამზარეულოს ინტერიერს. კომპაქტურობის მიუხედავად ფართი საკმარისადაა. კარადები ღია თაროებმა შეცვალა, რომელზეც ჭურჭელი მოთავსდა.


ბინა ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს, მეტი სინათლისთვის ფანჯრებზე ფარდების ნაცვლად შტორებია ჩამოკიდული.


პერიმეტრზე სამოსისა და საოჯახო ნივთებისთვის კარადები დაიდგა. საწოლსა და დივანს შორის უჯრებიანი კამოდია, სადაც საწოლის თეთრეული და სამოსის ნაწილი ეტევა.


სააბაზანოში აბაზანის ნაცვლად საშხაპეა, გამოთავისუფლებული ადგილი კარადამ დაიკავა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები