მოსწავლის ოთახის მოწყობის 5 დიზაინერული გადაწყვეტილება - გამოიყენეთ - დიზაინის შერჩევა ძვირი ღირს

როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი? ეს კითხვა უამრავ მშობელს უჩნდება და ამ დროს კარგი რჩევაც სჭირდება. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო, თანამედროვე არქიტექტორულ და დიზაინერულ იდეას.
                                  მეამბოხის ოთახი
ოთახის მფლობელი მალე სკოლას ამთავრებს და ოჯახმა დიზაინერებს თანამედროვე ოთახი შეუკვეთა, რომელიც სტუდენტსაც გამოადგება.
                       

                              ძირითადი აქცენტი

 


დივანი ერთადერთი ნივთია, რომელიც დიზაინერმა ძველი ოთახისგან დატოვა. თუმცა, ქსოვილი შეუცვალა.

 მაგიდა


ფიცრების მაგიდა გორგოლაჭებზე მოხერხებული ნივთია. ციფრი "1997" კი ოთახის მფლობელის დაბადების წელია.
კარადა


მოიხატა ხელით. გამოყენებულია სკოლაში ნასწავლი ფორმულები და სიტყვები.
საძინებელი ზონა


თეთრეულის მჭახე

ფერებს ნაცრისფერი გადასაფარებელი მალავს. ინტერიერი ყვითელი ფერის მაგიდითაა გაცოცხლებული.

საძინებელი კუბში


ფანერისგან დამზადებული კუბში მოთავსებულია საძინებელი, სტელაჟი, კომოდი, გარდერობი და უამრავი თარო ნივთების დასალაგებლად. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ოთახის ფერი _ თეთრი ვიზუალურად ადიდებს ფართს. იატაკიც კი ფითქინა თეთრია.


მრავალფუნქციური კედელი


ის შეიძლება პროექტორის ეკრანად გამოიყენოთ ან შენიშვნების დასამაგრებლად.
სამუშაო ადგილი
უჯრებიანი მაგიდა ბიუროს სტილშია დამზადებული. სკამიც და ლამპაც XX საუკუნის სტილშია შესრულებული.
გარდერობი


კუბის ორივე მხარესე გარდერობია ჩამალული. ის გამოსაწევი სექციისგან შედგება. საწოლის ქვეშ ორი სათავსოა _ სეზონური სამოსისა და თეთრეულისთვის.

დიზაინი


კუბი დამზადებულია მყარი და მსუბუქი ფანერისგან. ცენტრი შეღებილია მსუბუქ ცისფერში.
                      ბრიტანული აქცენტი


ცოტა ხნის წინ ბავშვის 19 კვ.მეტრიან, კრემისფრად შეღებილ ოთახში იყო წიგნების თარო, სათამაშოები... მაგრამ ბავშვი გაიზარდა და გადაწყვიტა, შეეცვალა ინტერიერი...


საყვარელი სუვენირები
ოთახის მფლობელმა თავად მორთო ინტერიერი საყვარელი ნივთებით. ნახატები კედლებზე; საკოლექციო სათამაშოები.

ფერები


ფერები ინგლისური დროში მიხედვით შეარჩია: კედლებზე ზღვის თემატიკა, მონარქიული სიმბოლოები, ტრადიციული ზოლები.

ფარდის მიღმა შემალული საძინებელი


საწოლი ამაღლებულია 60 სმ-ზე, ისე, როგორც მიღებული იყო დედოფალ ვიქტორიას ეპოქაში. ის შედგმულია ნიშაში და დამალულია ხავერდის ფარდის მიღმა. საძინებლის გარდერობის ზონა ფირუზისფერშია შეღებილი.

არაფერი ვარდისფერი


თინეიჯერს სჭირდება დიდი საწოლი, სამუშაო ზონა და ნივთების შესანახი ადგილი.
ამ პროექტში მანსარდა სარკის კედლით ორ საძინებლადაა გაყოფილი. კედლები ცივ ფერშია შესრულებული. საწოლის გვერდით სამუშაო ადგილია. მკვეთრი ფერის მხოლოდ ლამპა და სკამია. ყველაფერი მინიმალისტურადაა შესრულებული, _ არც ერთი ზედმეტი ნივთი.

კოსმიური ინტერიერი


ახლა ძმების საძინებელი განვიხილოთ. სამუშაო მაგიდები ფანჯრებთანაა განლაგებული. თითოეულს საკუთარი ფანჯარა აქვს. ნივთების შენახვა საწოლის დაბლა და სარკის კომოდშია შესაძლებელი.
კლასიკა


ამ საბავშვო ოთახის დიზაინი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. მკვეთრი ფერის კედლები მას განსაკუთრებულ იერს ანიჭებს. კედელს უზარმაზარი რუკა ამშვენებს. სამუშაო ადგილის ავეჯი _ მაგიდა და სკამიც კლასიკურ სტილშია.

კომენტარები

ideodub 2024-10-18 07:50
Semen parameters were decreased, but no men experienced azoospermia priligy in usa

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები