როგორი განლაგება უნდა ჰქონდეს სამზარეულოს, რომ დიასახლისი მალე არ დაიღალოს

 
მოუხერხებელ სამზარეულოში კერძის მომზადების სურვილიც ეკარგება დიასახლისს. მოიწყვეთ თქვენთვის კომფორტული გარემო.
1. ნიჟარა ისეთ სიმაღლეზე დაამაგრეთ, რომ ჭურჭლის რეცხვის დროს წელი არ დაგეღალოთ. თანაც, მის თავზე თარო ან კარადა უნდა ჩამოკიდოთ, სადაც გარეცხილ ჭურჭელს შეინახავთ.

2. უმჯობესია, ნიჟარა სამზარეულო გარნიტურის შუაში იდგეს და არა ნაპირში. ასე უფრო მოსახერხებელია.

3. თუ სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი მანქანის დადგმას აპირებთ, მოათავსეთ ნიჟარის მარჯვენა მხარეს, თუ ცაცია ხარ, - მარცხენა მხარეს. ის მაქსიმალურად ახლოს უნ
და იყოს ნიჟარასთან. ასე უფრო მარტივად მოათავსეთ ნიჭარიდან ჭურჭელს მანქანაში და პირიქით.

4. დაიცავით ოქროს წესი - სარეცხი ზონა, პროდუქტების შენახვა და მომზადება კარგად უნდა იყოს ორგანიზებული. უმჯობესია, ნიჟარა მაცივარსა და გაზქურას შორის მოათავსოთ. ყველაფერი ლოგიკურადაა: იღებთ პროდუქტს მაცივრიდან, რეცხავთ, ამზადებთ, აწყობთ გაზზე შემომდგარ ქვაბში.

5. თუ ტერიტორია საშუალებას გაძლევთ, ზონებს შორის დაშორება 60 სმ უნდა იყოს. სამუშაო ზონა ქურასა და ნიჟარას შუა უნდა იყოს და არა უმეტეს 80 სმ-ისა იყოს.

6. სირბილში დრო რომ არ დაგეკარგოთ, ურნა დადგით მარცხნივ, სარეცხი საშუალებები ნიჟარის დაბლა, უჯრაში, ხოლო ჭურჭლის სარეცხი მანქანა - მარჯვნივ.

7. სამუშაო ზონის ქვეშ აუცილებლად უნდა იდგეს ურნა.

8. კარგი იდეაა, თუ ურნას, სამუშაო ზონის ქვეშ გამოსაწევ თაროზე დაამაგრებთ. ბოსტნეულის დასუფთავების შემდეგ ურნიან თაროს გამოსწევთ და ყველფერს მასში აკურატულად ჩაყრით.

9. ნიჟარისთვის მაღალცხვირიანი, მოხრილი ონკანი დააყენეთ, სადაც დიდ ქვაბებსაც კი მოხერხებულად გარეცხავთ.

10. თუ ხშირად ამზადებთ, უმჯობესია, ბოსტნეულის გასარეცხად შხაპისთავიანი დრეკადი ონკანი დააყენოთ. ის აგრეთვე იდეალური ვარიანტია ფართე და ორმაგი ნიჟარისთვის.
გახსოვდეთ, რომ მცირე დეტალებიც კი კომფორტულ გარემოს შეგიქმნით სამზარეულოში და საქმიანობას ნაკლებად დამღლელას გახდის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები