10 ყველაზე არაპრაქტიკული დიზაინერული გადაწყვეტილება


სამზარეულოს რემონტი ნებისმიერი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ თქვენც გაქვთ და-გეგმილი სამზარეულოს განახლება, სანამ საქმეს შეუდგებოდეთ გურცევთ ჩვენს რცევებს გადახედოთ, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები, რომელიც მოგვიანებით შესაძლოა სანანებელი გაგიხდეთ.

ჩაშენებული მიკროტალღური ღუმელი



ადრე ითვლებოდა თითქოს მიკროტალღურის კარადაში ჩაშენება მოსახერხებელი იყო, ასე ადგილის ეკონიმიასაც გააკეთებდით, მაგრამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ასე არ არის, კარადები უმჯობესია ჭურჭლის შესანახად გამოიყენოთ, მიკროტალღური კი სადმე დაბალზე მოათავსოთ, რადგან ცხელი კერძის მაღლიდან ჩამოღება არც ისე მოსახერხებელია.

ჭურჭლის დასაკიდი რეილინგი



ჭურჭლის სადმე დაკიდება სულაც არ არის მოსახერხებელი, განსაკუთრებით კი
მინიატურული ტანის დიასახლისისთვის. კიდევ ერთხელ გირჩევთ ჭურჭელი კარადაში მოათავსოთ.

სპილენძის და თუჯის ფურნიტურა



სპილენძის აქსუსუარები ახლაც მოდაშია, თუმცა ეს არ ეხება სამზარეულოს სახელურებს. სახელურები სამზარეულოში ძალიან ხშირად უნდა იწმინდებოდეს, რადგან მას ყველაზე ხშირად ვეხებით, სპილენძი და თუჯი კი წყალთან შეხების შემდეგ შავდება და არც ისე ლამაზად გამოიყურება. ნიკელის სახელურები ბევრად პრაქტიკულია

რელიეფური კარადები



რელიეფური კარადები წლების წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა დიასახლისები დარწმუნდნენ, რომ ასეთი ავეჯი საკმაოდ რთული მოსავლელი, ერთი სიტყვით, მტვრის ბუდეა.

კერამიკული ნიჟარა

ასეთი კერამიკული ნიჟარით წლების წინ ბევრი ადამიანი აღფრთოვანდა, თუმცა ამაოდ. გარდა იმისა, რომ ძალიან სათუთი მოსავლელაი, ადვილად უჩნდება ბზარები, რთული შესანახიც არის სისუფთავის მხრივ, თუ რეგულარულად არ გასუფთავდა საფუძვლიანად ძალიან ცუდად გამოიყურება.

დეკორატიული კედლები



თუ სამზარელოს განახლება გაქვთ გადაწყვეტილი ნუ დახარჯავთ ფულს დეკორატიული კედლების გასაკეთებლად. ახლა მოდაში უბრალო და სადა კედლებია. უბრალოდ შეღებთ, ასე ბევრად ეფექტურ შედეგს მიიღებთ.

ბევრი წვრილმანი



არ გირჩევთ სუნელების ქილების, გაჯეტების და სამზარეულოს სხვადასხვა აქსესუარების გარეთ გამოფენას. მარტალია, ეს ერთი შეხედვით მოსახერხებელია, კერძის მომზადების დროს ყველაფერი ხელთ გაქვთ, თუმცა ასე არ არის. ეცადეთ დატოვოთ თავისუფალი ადგილი, დაგვიჯერეთ ეს უფრო მოსახერხებელი იქნება ნებისმიერი დიასახლისისთვის.

პატარა ზომის ნიჟარა



თითქოს კარგი გამოსავალია პატარა ზომის სამზრეულოსთვის, თუმცა არა საუკეთესო. ის ყოველთვის სავსე იქნება გასარეცხი ჭურჭლით, ირგვლივ კი ყოველთვის იქნება წყლის შხეფები.

ფანჯარა ფარდის გარეშე



საკმაოდ პოპულარულია ვარიანტუა თანამედროვე სტილის სახლისთვის, ასევე მისაღებია ლოფტის სტილისთვის, მაგრამ ცოტა მოუხერხებელია, წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ძალიან მზიანი დღეა და საჭიროა მზის ფარდა. ამის გარეშე სახლი სიმყუდროვეს კარგავს.

სამზარეულოს ზედაპირი კერამიკული ფილებით


ჟერ ერთი, რომ ზალიან რთულოი გასაკეტებელია და მეორეც, დროთა განმავლობაში ნაპრალებში ჭუჭყი გროვდება, რაც საკმაოდ რთული გასაწმენდია.

ფერადი ტექნიკა



სულ უფრო და ფრო აქტუალური ხდება ფერადი ტექნიკა, თუმცა გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ, რადგან მსგავსი ტრენდები ძალიან მალე გადადის მოდიდან და შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები