ძვირფასი და მოდური: როგორ ვაქციოთ იაფიანი ავეჯი ძვირფასად – 6 მარტივი საშუალება


თუ სახლის მოწყობა თანამედროვე ავეჯით გინდათ, მაგრამ საამისოდ ფინანსური საშუალება არ გაქვთ ჩვენ დაგეხმარებით. თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ და ახალი სიცოცხლე შთაბეროთ თქვენს ძველ ავეჯს და ის თანამედროვე მოდის ტენდენციებს დაუქვემდებაროთ, აი, როგორ: 

1. შეარჩიეთ მარტივი ფორმის მოდელები



თუ გემოვნება სწრაფად გეცვლებათ და ავეჯის შეცვლის სურვილი ხშირ-ხშირად გიჩნდებათ გირჩევთ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევა, შეარჩიეთ რაც შეიძლება მარტივი, ლაკონური ავეჯი. ასევე ყურადღება მიაქციეთ მასალას, უპირატესობა მიანიჭეთ ისეთსი რომელიც საჭიროებს შემთხვევაში ადვილად გადაიღებება.

2. გადაღებვა



როგორც წესი, იაფიანი ავეჯი უბრალოდ ფერის გამო გამოიყურება. ყველაზე
ადვილი და ეფექტური ასეთი ავეჯის თეთრ ან რომელიმე სხვა ღია ფერში გადაღებვაა.

3. სახელურების შეცვლა



თუ თქვენი ავეჯი არც ისე ძვირფასია და სურვილი გაქვთ უფრო სოლიდურად გამოიყურებოდეს შეგიძლაით სახლურები შეუცვალოთ. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი მთელ თქვენ ფურნიტურას შეცვლის და დამატებით ხიბლსა და ელეგანტურობას მიანიჭებს, მთავარია სახლურები შესაფერისი იყოს და გემოვნებით იყოს შერჩეული.

4. დეტალების დამატება



ზოგჯერ ავეჯი თავისთავად ძალიან ლამაზია, თუმცა რაღაც აკლია. ასეთ შემთხვევაში გირჩვეთ დაუმატოთ რამე დეტალი ან აქცენტი.

5. შალითის შეცვლა



ეს ავეჯის გადაკეთების თუ განახლების ყველაზე მარტივი ხერხია და რაც მთავარია, ძალიან ეფექტური.

6. ფრაგმენტის შეცვლა



ეს რჩევა ყველაზე მეტად სამზარეულოს ტრანსფორმაციის დროს გამოგადგებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები