10 შეცდომა, რომელსაც ადამიანები სიმყუდროვის შექმნის დროს უშვებენ


მყუდრო და ლამაზი სახლი ნებისმიერი დიასახლისის ოცნებაა, თუმცა ყველა ადამიანს როდი აქვს დიზაინერული ნიჭი, ხშირად გვგონია, რომ სახლს სიმყუდროვეს ვმატებთ და სწორედ ამ დროს ვუშვებთ საკმაოდ უხეშ შეცდომებს. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებული შეცდომების ჩამონათვალს.

1.არასწორი აქცენტი



ფრთხილად იყავით ოთახის აქცენტებით გადახალისების დროს. გახსოვდეთ, ის აუცილებლად უნდა ესადაგებოდეს საერთო ინტერიერს, მკვეთრად განსხვავებული აქცენტი, იქნება ეს ფერი თუ სტრუქტურა, არასასურველ შედეგამდე მიგიყვანთ.

2. უხარისხო ჩამრთველ-გამომრთველები



რემონტი, რა თქმა უნდა, სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ადამიანები ყოველთვის ვცდილობთ ეკონომია გავაკეთოთ, თუმცა ჩამრთველ-გამომრთველი ის ნივთია,
რომელზეც ფულის დანანება ნადვილად არ შეიძლება.

3. პლასტმასის ბოთლები



ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ სამზარეულოში პოლიეთილენის პარკებისა და ბოთლების რაოდენობა, ეს არც ეკოლოგიურად სუფთაა და არც ლამაზად გამოიყურება. ეცადეთ ისინი მინის ბოთლებით,  კონტეინერებით და დისპანსერებით ჩაანაცვლოთ.

4. ბროლის ჭაღი



ბროლის ჭაღმა საკუთარი პოტენციალი ამოწურა. ეს ფაქტი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მაშინ, როდესაც საუბარია თანამედროვე დიზაინით გაფორმებულ ბინაზე. ამ დროს გირჩევთ უპირატესობა მარტივი კონსტრუქციის თანამედროვე დიზაინის ჭაღს მიანიჭოთ.

5. ტექსტილი



ტექსტილის შერჩევის დროს პირველ რიგში ყურადღება ხარისხს მიაქციეთ.

6. კარნიზი



კარნიზი კიდევ ერთი ისეთი დეტალია, რომელსაც არც ისე დიდ ყუარდღებას ვუთმობთ ხოლმე, თუმცა მას შეუძლია ძალიან ადვილად გააფუჭოს ინტერიერი. ეცადეთ შეიძინოთ ხარისხიანი, ლამაზი კარნიზი, ასე თქვენი ფარდა ბევრად ლამაზი გამოჩნდება.

7. პლედი



ავეჯზე გადასაფარებელი უკვე წარსულს ჩაბარდა, გირჩევთ ეს თქვენც გაითვალისწინოთ. თუ მაინცდამაინც გინდათ პლედის გამოყენება უმჯობესია ის სავარძელს ნახევრად გადააფაროთ.

8. რთული დიზაინი



აბაზანა-ტუალეტის გაკეთების დროს ნუ შეარჩევთ რთულ დიზაინს, მარტივი ინტერიერი ბევრად ლამაზად გამოიყურება.

9. ქაოსი თაროებზე



გასაგებია, რომ თაროები ნივთების შესანახად არის განკუთვნილი, მაგრამ ეცადეთ, რომ ის ყოველთვის დალაგებული და მოწესრიგებული იყოს, ის ხომ საერთო ინტერიერის ნაწილია და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

10. ქანდაკებები



დიახ, დიდი და პატარა ზომის ქანდაკებები ოდესღაც ძალიან აქტუალური იყო, მაგრამ ეს დრო წარსულს ჩაბარდა და თანამედროვე ინტერიერში მისი ადგილი აღარ არის. დღესდღეობით აქტუალურია პატარა ზომის ლარნაკები, წიგნები და ექსკლუზიური, ხელნაკეთი ნივთები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები