როგორ მოვაწყოთ სასადილო ოთახი მცირეგაბარიტიან სახლში


პატარა ზომის სამზარეულო დიდ პრობლემას წარმოადგენს მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის, თუმცა თუ საქმეს პროფესიონალურად მიუდგებით ეს პრობლემა მოგვარებადი გახდება.

1. სასადილო ოთახი აივანზე



თუ თქვენს სამზარეულოს აქვს აივანი ან ლოჯია თქვენ ძალიან გაგიმართლათ, ის ადვილად შეგიძლიათ აქციოთ სასადილო ზონად, თუმცა პირველ რიგში უნდა შემინოთ და მოაწყოთ სათანადოდ.

2. მაგიდა ტრანსფორმერი



ეს ვარიანტი აქტუალური მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თუ ოჯახში სამ ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს, რადგან, როგორც წესი, მაგიდა ტრანსფორმერი ძირითადად მცირე გაბარიტის არის. ასეთი მაგიდა დიდი ადგილს არ იკავებს, სადილის დროს მას
გაშლით, ხოლო ისე აკეცილი გექნებათ და ადგილს დაზოგავთ.

3. ბარი



ბარი ძალიან კარგი ვარიანტია იმ ოჯახებისთვის, ვისაც ძალიან პატარა ზომის სამზარეულო აქვს, თუმა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს არ არის საუკეთესო არჩევანი იმ შემთხვევაში, თუ სახლშ არიან პატარა ბავშვები ან მოხუცები. მათთვის ეს ვარიანტი საკმაოდ მოუხერხებელია.

4. მრგვალი მაგიდა



მრგვალი მაგიდა ბევრად ნაკლებ ადგილს იკავებს ვიდრე ოთხკუთხედი ან მართკუთხედი, ბევრად ლამაზად გამოიყურება და მოსახერხებელია. რაც მთავარია, ის საგრძნობლად დაგიზოგავთ ადგილს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები