რა შეცდომებს ვუშვებთ საძინებლის მოწყობის დროს

საძინებლის მოწყობა ერთი შეხედვით არც ისე რთულია, თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, აღმოჩნდება ხოლმე რომ მოწყობის შემდეგ არც სივრცე გვაქვს და არც კომფორტის შეგრძნება. მოდით, გადავხედოთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომელთაც საძინებლის მოწყბის დროს ვუშვებთ. ჩვენ ვეცდებით შემოგთავაზოთ მათი თავიდან აცილების ყველაზე ოპტიმალური და უმტიკვნეულო ხერხები.

დიდი ზომის ჭაღი
თუ ერთოთხიან ბინაში არ ცხოვრობთ და საძინებელი მისაღების ფუნქციასაც არ ითავსებს, დიდი ზომის ჭაღის დაკიდებას არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ. ბევრი შუქი საძინებელს არ უხდება და მისაღების შთაბეჭდილებას ქმნის. ბევრი შუქი დასვენებაშიც შეგიშლით ხელს.

 საძინებელში ძირითადი

განათების წყაროდ არა ზედა, ცენტრალური ნაწილი და ჭაღი ითვლება, არამედ ტორშერი ან ბრა.

ბიბლიოთეკა
მისასალმებელია, თუ თქვენ კითხვის მოყვარული ბრძანდებით, ეს მიუთითებს თქვენს შინაგან კულტურაზე, ინტელექტზე. საკუთარი ბიბლიოთეკა ხომ მართლაც საგანძურია და ის ყველა ცივილიზებულ, საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკა საძინებელში უნდა მოიწყოთ, განსაკუთრებით იმ ზონასთან ახლოს, სადაც გძინავთ.

 წიგნის მტვერმა შესაძლოა მძინარე ადამიანში საკმაოდ მძაფრი ალერგული რეაქცია გამოიწვიოს. ეცადეთ წიგნების რაოდენობა თქვენს საძინებელში მინიმუმამდე დაიყვანოთ. თუ სხვა გზა არ გაკვთ, ეცადეთ წიგნები საწოლის მოპირდაპირე კედელზე, სტელაჟზე ან წიგნის თაროზე განათავსოთ.

სარკე საწოლის გასწვრივ
საძინებლის მოწყობის დროს ყველზე ხშირად ამ შეცდომას უშვებენ, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ სარკეში არ ირეკლებოდეს თქვენი საწოლი. თავიდან ეს გაგამხიარულებთ, გაგართობთ, თუმცა მალე მიხვდებით, რომ ძილში ხელს გიშლით და ზედმეტად შფოთვის მიზეზია.

 ცარიელი კედლები

მართალია, საძინებელი პირველ რიგში მოსასვენებელი ადგილია, თუმცა მთლად დასაძინებელ სივრცედაც არ უნდა ვაქციოთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მისი კედლები აბსოლუტურად მოშიშვებული გვექნება. ასეთი ოთახი სულაც არ ამშვიდებს ადამიანს, პირიქით, მას ძალიან ცუდ ხასიათზე აყენებს.

წარმოიდგინეთ, რომ საძინებლის კედლები სუფთა ფურცელია, რომლის საკუთარი გემოვნებით გაფერადება მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. ერთი კედელიც კი რომ გადაღებოთ კონტრასტულ ფრად და დანარჩენზე რამდენიმე ფოტო დაკიდოთ, თქვენი საძინებელი უკვე ორიგინალურ ელფერს შეიძენს.

მუქი ინტერიერი

არასდროს გამოიყენოთ საძინებლის კედლებისთვის მუქი ფერის ტონები. თავისთავად მომხიბვლელი ფერები საძინებელს არანაირად  არ უხდება. მუქი ფერების საძინებელში ჭარბად გამოყენება ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, განსაკუთრებით დილის საათებში, როდესაც თვალს ახელთ და განწყობას იქმნით მთელი დღისთვის.

თუ მაინცდამაინც მუქი ფერი გნებავთ, ეცადეთ ეს ფერი კომბინაციის სახით გამოიყენოთ.

საწოლის თავზე მასიური კონსტრუქცია

საძინებელში სათავსოების დაგეგმვის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ ის მომენტი, რომ საწოლის თავზე ზედმეტი არაფერი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მშვიდ ძილს საფრთხე დაემუქრება. თქვენ სიმყუდროვის შეგრძნება გაგიქრებათ. ყოველთვის ეცადეთ, რომ ზონა საწოლის თავზე რაც შეიძლება თავისუფალი დატოვოთ.

საწოლის არასწორი განთავსება
ხშირად ხდება ხოლმე რომ საძინებლის დაგეგმვის და მოწყობის დროს სრულიად ავიწდებათ ამ ოთახის ძირითადი დანიშნულება და უფრო იმაზე ფიქრობენ, რამდენად ბევრი სათავსო უნდა ქონდეთ ოთახში, როგორ მოათავსონ რაც შეიძლება დიდი კარადა. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. დაიმახსოვრეთ, საძინებლის ცენტრი უნდა იყოს საწოლი.

ეცადეთ, რომ საწოლი კარიდან მოშორებით იყოს, რათა თავი მაქსიმალურად მყუდროდ იგრძნოთ.

ცივი იატაკი
იდეალური მასალა საძინებლის იატაკისთვის, რა თქმა უნდა, ნატურალური ხის მასალაა. თუ ვერ მოახერხებთ ნატურალური ხის იატაკის დაგებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ კორპი, ან რბილი ხალიჩა.

ერთფეროვანი გაფორმება
ერთი პერიოდი მოდაში იყო საძინებლის გაფორმება ერთი ფაქტურის ტექსტლით, ფარდა, გადასაფარებელი, ბალიშები ერთი ფერის და ნაჭრის უნდა ყოფილიყო, მაგრამ, დეგვეთანხმებით, ეს საკმაოდ მოსაწყენი სანახავია.

ნუ შეგეშინდებათ სხვადასხვა ფაქტურის მასალის ერთმანეთში არევ, ასევე სხვადასხვა ფერთა შეხამება.

სწორად განლაგებული სათავსო
თქვენს საძინებელში სწორად განთავსებულ სათავსოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმყუდროვისთვის.

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები