გაგიკვირდებათ, მაგრამ ერთოთახიან ბინაში ბავშვთან ერთად და თან კომფორტულად ცხოვრება შესაძლებელია. არ გჯერათ? ვეცდებით ეს ხუთი მაგალითით დაგიმტკიცოთ.
ერთოთახიან ბინასთან დაკავშირებით დასმული ყველაზე აქტუალური კითხვა გახლავთ, როგორ შეიძლება შეზღუდულ სივრცეში მშობლების და ბავშვის, ხშირად ბავშვების ერთად განთავსება? ყველა მშობელს უნდა არა მარტო საწოლი დაუდგას ბავშვს, არამედ კომფორტული გარემო მოუწყოს ყველა საჭირო ატრიბუტით. შევეცდებით შემოგთავაზოთ შეზღუდული სივრცის ზონირების მაგალითები.
1. ბავშვის ოთახი სამზარეულოს ნაცვლად
სახლის საერთ ფართია 40 კვ.მ.
ცხოვრობს ოჯახი ერთი ბავშვით.
ამ შემთხვევაში იმისათვის, რომ 5 წლის ბავშვისთვის საკუთარი
მთლიანი სახლის სივრცე კი გაყოფილია ორ ნაწილად. მშობლების საძინებელი მისაღებისგან ფარდით არის გამიჯნული. ფარდის გადაწევით იძლევა საშუალება მზის სხივებმა ორივე ოთახი გაანათოს.
მთავარ კედელზე, რომლის იქითაც საძინებელია განთავსებული, დამონტაჟებულია სარკე, რაც იძლევა საშუალებას ვიზუალურად გაიზარდოს სივრცე. ანუ ადამიანი ხედავს არა კედელს, არამედ აღიქვამს ფართს იმაზე დიდად ვიდრე ის რეალურად არის.
2. ოთახი ორი ბიჭისთვის
სახლის საერთო ფართი 41 კვ.მ.
ცხოვრობს ოჯახი, ცოლ-ქმარი და ორი ბიჭი.
ბავშვის ოთახი გაკეთებულია სამზარეულოს ხარჯზე. სამზარეულოში სასადილო მაგიდის ადგილი აღარ დარჩა და ამიტომ ის მისაღებში გაიტანეს. შედეგად სამზარეულო არის გამავალი, ანუ ბავშვის ოთახში მოხვედრა მხოლოდ სამზრეულოს გავლით არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაშიც იმისათვის, რომ ბავშვებს ჰქონოდათ ცალკე ოთახი, მშობლებს მოუწიათ უარის თქმა სამზარეულოს ფანჯარზე.
ოთახს გაუკეთეს გასაწევი კარი, ბოლომდე გაწევის შემთხვევაში სამზარეულოში დღის სინათლე შედის.
ბავშვების სივრცეში ყველაფერი არის ლაკონური, განთავსებულია ორიარუსიანი საწოლი და სამუშაო მაგიდა.
3. ერთი საძინებელი ყველასთვის
სახლის საერთო ფართი 43 კვ.მ.
ცხოვრობს ორშვილიანი ოჯახი.
ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთებულია ვიზუალურ ზონირებაზე. მშობლების საწოლი, რომელსაც თავზე დახურული თაროები აქვს, განთავსებულია ოთახის სიღრმეში. თავთან დაკიდეს დიდი ზომის სარკე.
მშობლების საწოლის მოპირდაპირე მხარეს გაკეთებულია პატარა სამუშაო ზონა. ტანსაცმლის კარადა ლოჯშია. ავეჯი, როგორც ხვდებით, შეკვეთით დაამზადებინეს, რადგან ამ შემთხვევაში სატანდარტული ავეჯი არანაირად არ განთავსდებოდა.
ბავშვების ორიარუსიან საწოლს ადგილი მშობლების საწოლის დიაგონალზე მიუჩინეს, იმავე კედელზე, სადაც მინი-კაბინეტია.
4. დიდი ოთახი ბავშვს
სახლის საერთო ფართი 53 კვ.მ
ცხოვრობს ერთშვილიანი ოჯახი
იმისათვის, რომ ბავშვისთვის კომფორტული სივრცე მოეწყოთ, მშობლებმა უარი თქევს ფანჯარაზე საძინებელში.
მშობლების საძინებელი ბავშვის ოთახზე პატარაა, სულ რაღაც 9 კვ.მ. ბავშვის ოთახი კი 14 კვ.მ.
მშობლების საძინებელში შესასვლელი სახლის მთავარი შესასვლელი კარის მოპირდაპირედაა.
ფანჯრის მაგივრად გაკეთებულია დაბურული მინის ტიხარი. სამფრთიანი ტიხრის ერთ-ერთ ფრთა იღება, რაც აუცილებელია ოთახის გასანიავებლად.
ბავშვის ოთახში სამზრეულო-მისაღების გავლით შეიძლება. ბავშვის სივრცე საერთო სივრცისგან გასაწევი მინის კარით არის გამოყოფილი.
5. ბავშვის ოთახი შუშის კედლით
სახლის საერთო ფართი 56 კვ.მ
ცხოვრობს ერთშვილიანი ოჯახი
ეს გახლდათ არარაციონალური ბინა. გადაკეთების შედეგად ბავშვის კუთხე დამოუკიდებლ ოთახად გადაიქცა, იმხელადვე, რამხელაც მშობლების საძინებელია. კუთხის ფანჯრების ქვემოთ ბავშვის წიგნის თაროებია გაკეთებული. იქვე იწყება ჩაშენებული კარადების პოდიუმი.
გადაკეთების პროცესში მშობლების საძინებელი ფანჯრის გარეშე დარჩა. სინთლე იქ შუშის ტიხრიდან შედის, რომელიც ბავშვის და მშობელების სძინებელს ყოფს.
მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ დიდი ზომის საწოლი განთავსებულია ხის პოდიუმზე უამრავი სათავსოთი, რომელიც სრულფასოვნად ანაცვლებს ტანსაცმლის კარადას.
კომენტარები