ანტიტრენდები საძინებელში - როგორი უნდა იყოს მოდური საძინებელი

ინტერიერის, მათ შორის საძინებლის დიზაინი ადგილზე არ დგას, იცვლება მიდგომები, კედლის გაფორმება, დეკორის ელემენტები და ავეჯი. ინტერიერის წამყვანი დიზაინერები მიიჩნევენ, რომ ძალიან დაბალი საწოლები, რომელიც იატაკს სულ რაღაც 20 სმ-ით სცილდება, წარსულს ჩაბარდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი საწოლები მართლაც ტრენდში იყო, მაგრამ, როგორ პრაქტიკამ აჩვენა, ის არც ისე მოსახერხებელი აღმოჩნდა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, მაგალითად, ასეთ საწოლს ვერ შეხვდებით. რატომ? იმიტომ, რომ აქ კარგად იციან რას ნიშნავს კომფორტი და მომხმარებელს მხოლოდ კომფორტს სთავაზობენ, დაბალი საწოლი კი კომფორტული არ არის.

ეს მათ კარგად
იციან მრავალწლიანი გამოცდილების ხარჯზე. მაღალი საწოლი ბევრად კომფორტულია, მასზე ადამიანი მართლა ისვენებს. ასე რომ, დაბალი საწოლი ანტი ტრენდია თანამედროვე ინტერიერში.

ბოლო პერიოდში ასევე ძალიან აქტუალურია საწოლის თავთან კედლის პანოთი გაფორმება, განსაკუთრებით პალმის ფოთლების გამოსახულებით. თანამედროვე დიზაინერები კი გვთავაზობენ იგივე პანოს, თუმცა ცოტა სხვა ვარიანტს, ბევრად მკვეთრ ფერსა და მაგალითად ერთი დიდი ყვავილის დიზაინს. ასევე აქტუალური ტექსტილის პანო დიდი მონოქრომული ნახატით.

ბოლო დროს ძალიან მოდაში შემოვიდა ასევე საწოლის მაღალი თავი გაფორმებული ტექსტილით. ასეთ საწოლებს იყენებენ ყველგან, მიუხედავად ოთახის გაბარიტებისა, რაც არც ისე ესთეტიკურია. საბედნიეროდ, ყველაფერი გამარტივდა, მინიმალიზმი ბევრად აქტუალური გახდა ყველაფერში, მათ შორის ინტერიერის დიზაინშიც. ასე რომ, საწოლის სადა თავი ბევრად ტრენდულია ვიდრე აღმართული საწოლის თავი.

წარსულს ჩაბარდა საძინებელში კედლის ან თუნდაც დასადგამი საათი, ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ინტერიერში საათის ადგილი უბრალოდ არ არის და არც საჭიროებაა.
და ბოლოს, აღარც ერთნაირი ფარდა და დეკორატიული ბალიშებია მოდაში, სხვადასხვა ქსოვილის ფარდა და დეკორატიული ბალიშები თუ გადასაფარებელი ბევრად ელეგანტურად და მოდურად გამოიყურება.

კომენტარის დამატება