როგორ აქცევს Kuppersberg-ის ჩასაშენებელი ღუმელები თქვენს სამზარეულოს პროფესიონალურ სივრცედ


სოციალური მედიის, კულინარიული შოუებისა და უამრავი ონლაინ რეცეპტის შედეგად სამზარეულო გახდა ადგილი, სადაც ყველას სურს შექმნას რაღაც განსაკუთრებული შექმნას. მაგრამ კარგი რეცეპტის მოძიება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ნამდვილი გამოწვევა იწყება მაშინ, როცა საქმე მის შესრულებას ეხება.
კარგი იდეები და ენთუზიაზმი ყოველთვის საკმარისი არ არის. სწორედ აქ ჩანს ნათლად თანამედროვე, მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი ფუნქციების მქონე სამზარეულოს ტექნიკის მნიშვნელობა.
არ გამოგივიდათ დესერტი ტემპერატურის არათანაბარი განაწილების გამო? კერძი არათანაბრად მომზადდა? თუ უბრალოდ არაერგონომიულია თქვენი ჩასაშენებელი ღუმელი?
დაივიწყეთ მსგავსი გამოწვევები Kuppersberg-ის ჩასაშენებელ ტექნიკასთან ერთად და
გარდაქმენით კულინარიული ექსპერიმენტები გემრიელ კერძებად.

ბრენდი, რომელიც ინდუსტრიას ცვლის
Kuppersberg-ის გერმანული ბრენდია, რომლის განვითარების ისტორიაც მრავალ ინოვაციას მოიცავს. სახელი, რომელიც გერმანული სიტყვებისგან ( "Kuppe" და "Berg") შედგება და ,,მთის მწვერვალს" ნიშნავს. ეს სიმბოლურად კომპანიის მთავარ მიზანს ასახავს — დაიპყროს მწვერვალები და იყოს საუკეთესო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრიაში. ეს არ არის უბრალო ამბიცია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბრენდი ევროპელი მწარმოებლების საუკეთესო ათეულში შევიდა.
Kuppersberg-ი პირველი კომპანია იყო, რომელმაც გერმანულ საინჟინრო სიზუსტე იტალიურ ესთეტიკას შეუხამა. ეს კომბინაცია ქმნის პროდუქტებს, რომლებიც არა მხოლოდ საიმედოდ მუშაობს, არამედ ვიზუალურადაც გამორჩეულია. კომპანიის ინოვაცია ტენდენციად იქცა მთელ ინდუსტრიაში და დღეს ბევრი მწარმოებელი ცდილობს მსგავსი მიდგომის დანერგვას.
პროდუქცია იწარმოება მსოფლიოს 10-ზე მეტ წამყვან ქარხანაში, სადაც ყველა ეტაპი მკაცრად კონტროლდება. დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა ბრენდს საშუალებას აძლევს, შექმნას 250-ზე მეტი მოდელის სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა საჭიროებასა და ბიუჯეტზეა მორგებული.
სასიხარულოა, რომ ეს ინოვაციური და მაღალი ხარისხის ტექნიკა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

ჩასაშენებელი ღუმელი — გამოცადეთ გერმანული ინოვაცია თქვენს სამზარეულოში
Kuppersberg-ის ხარისხისადმი ასეთი მკაცრი მიდგომა განსაკუთრებით კარგად იკვეთება ბრენდის მიერ შექმნილ ჩასაშენებელ ღუმელებში. აქ თითოეული დეტალი გათვლილია, ერთი მხრივ, პროფესიონალური შედეგების მისაღებად, მეორე მხრივ, მაქსიმალური კომფორტისთვის. სხვადასხვა ზომის ჩასაშენებელი ღუმელები საშუალებას გაძლევთ თქვენთვის იდეალური ტექნიკა შეარჩიოთ. მაგალითად, თუ ხშირად რამდენიმე კერძს ამზადებთ ან დიდი ოჯახი გყავთ, 70 ლიტრიანი მოდელი თქვენთვის იდეალური იქნება.
სამშრიანი მინის კარი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. მინა რჩება გრილი მაშინაც კი, როცა ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურამდე ხურდება. შედეგად, არც ავეჯი გადახურდება და არც კერძის გამოღების დროს დაიწვავთ ხელს. ამასთან, კარი იხურება რბილად, ხმაურის გარეშე. ეს კიდევ ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ხარისხისადმი დამოკიდებულებას ასახავს.
ღუმელების სპეციალური ემალის საფარისაგანაა დამზადებული. ეს საფარი არა მხოლოდ ადვილად იწმინდება, არამედ მედეგია და თავის თვისებებს ხანგრძლივი გამოყენების შემდეგაც კი ინარჩუნებს.
ინოვაციური ფუნქციები კიდევ უფრო ზრდის მოწყობილობის პრაქტიკულობას. გალღობის პროგრამა გაყინულ პროდუქტს სწრაფად და თანაბრად ალღობს. სწრაფი გაცხელების რეჟიმი განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა დრო შეზღუდული გაქვთ. ამ დროს, ენერგიის დამატებითი ხარჯვის გარეშე, ღუმელი სწრაფად აღწევს საჭირო ტემპერატურას.
A და A+ ენერგოეფექტურობის კლასი მიუთითებს, რომ ღუმელი ეკონომიურად მოიხმარს ელექტროენერგიას. ეს არა მხოლოდ ამცირებს თქვენს კომუნალურ გადასახადებს, არამედ ასევე ასახავს Kuppersberg-ის პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას გარემოს მიმართ.
გსურთ ისარგებლოთ ამ უპირატესობებით და თქვენი კულინარიული იდეები გემრიელ კერძებად აქციოთ? გაეცანით Kuppersberg-ის ჩასაშენებელი ღუმელების კოლექციას და აღმოაჩინეთ სასურველი მოდელი.
ბრენდის შოურუმები თბილისში ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 14 და თბილისში მოლში მდებარეობს. თუ სახლიდან გაუსვლელად შეძენას ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ შეგიძლიათ სასურველი ტექნიკა ონლაინ შეიძინოთ.
R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები