რა არის კანვასი?
სიტყვა კანვასი ნიშნავს ტილოს, რომელზეც მხატვრები ხატავენ. ვიდრე სურათის დახატვას დაიწყებენ, ტილოს ჩარჩოზე გადაჭიმავენ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ხატვა.
დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევიან საკუთარი ფოტოები ვაქციოთ ნამდვილ ნახატებად კანვასზე.
კანვასზე ფოტო უმაღლესი ხარისხით იბეჭდება, რის შემდეგაც ქვეჩარჩოზე გადაიჭიმება. შედეგად კი ნაბეჭდი ფოტო ნამდვილ ნახატს ემსგავსება - იძენს სივრცულ და ცოცხალ იერს, მათი დანახვისას სასიამოვნო ემოციებს განიცდით.
კანვასი - ინტერიერის მოდური ელემენტი
კანვა - ინტერიერისთვის საჭირო აქცენტებისა და განწყობის მისაცემად ძალიან ეფექტური საშუალებაა. ამ აქცენტებისგან შთაბეჭდილებები
მისი ზომების, ხარისხის, შერჩეული ნახატებისა და ოთახში მისი განლაგების მიხედვით იცვლება.
ორიგინალური ნამუშევრის რეპროდუქციები უკვე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში კანვასზე იბეჭდება. შეიძლება იფიქროთ, რომ ინტერიერის მხატვრობით გაფორმება თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალური არ არის, თუმცა მსოფლიო ფერწერის ნაწარმოებთა შორის იპოვით სრულიად აღმაფრთოვანებელ სიუჟეტებს, რაც თქვენს სახლში განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის.
ინტერიერის გაფორმების საკითხში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმპრესიონისტებისა და აბსტრაქციონისტების მხატვრობას, რომლებიც სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ და იდეალურად ეხამებიან თანამედროვე ინტერიერებს. მსგავსი რეპროდუქციები ასევე შესანიშნავი საჩუქარია დაბადების დღისთვის, საკმარისია იუბილარის საყვარელი მხატვრის ვინაობა გაიგოთ.
აღსანიშნავია, რომ ტილოზე ნაბეჭდი რეპროდუქციები ძალიან ჰგავს დიდი მხატვრების მიერ შესრულებულ ორიგინალ ნახატებს. სურვილისამებრ შეგიძლიათ სურათი ბაგეტში ჩასვათ ან სულაც ჩარჩოს გარეშე დატოვოთ, რაც თანამედროვე ტენდენციებს შეესაბამება.
და მართლაც... დღევანდელი ტექნოლოგიების ეპოქაში შესაძლებელია ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლების მფლობელები გავხდეთ და ამ ფუფუნებაში მილიონების გადახდა სულაც არ მოგვიწევს. დაიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ თქვენი საყვარელი მხატვრების შედევრებით შეგიძლიათ შინ მოიწყოთ მუზეუმი? ეს რეალურია! - თუ გიოცნებიათ უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, მონეს ან სხვა ცნობილ მხატვართა ტილოების კოლექციაზე, აიხდინეთ ოცნება და მიიღეთ ორიგინალთან მიახლოებული ანალოგი, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით მაღალი ხარისხის ტილოზე იბეჭდება და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
"პალიტრა L"-ის ახალი სახალხო პროექტის ფარგლებში ხელოვნების მოყვარულები გამოავლენენ ფავორიტ მხატვრებს, შემდეგ კი შეარჩევენ მათ ტილოებს, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება და რაც მთავარია, მისაღებ ფასად.
"პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერის თაკო ახვლედიანის განმარტებით, შერჩევის პროცესი მარტივია, შედეგი - განსაკუთრებული.
-"ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 30 დიდი მხატვრის შესახებ, მომხმარებელმა მათგან მხოლოდ 12 უნდა აირჩიოს. ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ. მხატვრების შერჩევა 1-ლ დეკემბერს დაიწყო, ხოლო 10 დეკემბრიდან - უკვე ტილოების. ამისთვის გახსენით მხატვრის პროფილი ჩვენს ვებგვერდზე, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი 3 შედევრი და მიეცით ხმა. ხმათა რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება თითოეული მხატვრის ყველაზე მოთხოვნადი 3-3 ტილო, რომლებიც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება.
ხმის მიცემა შესაძლებელია "პალიტრამედიის" სხვადასხვა პოპულარულ საიტზე, გაზეთ "კვირის პალიტრაში" არსებული კუპონით, ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ქოლცენტში: 2 19 60 13. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.palitral.ge/mkhatvrebi