მოვაწყოთ აივანი გაზაფხულისთვის: 5 მარტივი რჩევა

სულ მალე დათბება და დადგება დრო ყველა ფანჯრის შეღებისა, გრძელი ზამთრის შემდეგ აივნის სეზონიც გაიხსნება. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ შექმნათ აივანზე სიმყუდროვე და გაზაფხულის თბილ მზეს კომფორტულ გარემოში შეხვდეთ.

1. სანთლები და ფარნები
შუქი მყუდრო და შესახედად თბილ ატმოსფეროს ქმნის. გააფორმეთ აივანი სანთლებით ან ფარნებით. დიდი სანათები შეგიძლიათ იატაკზე დადგათ, პატარები კი მცირე ზომის საჟურნალე მაგიდაზე ან ფანჯრის რაფებზე განალაგოთ.



2. ხალიჩა იატაკზე
მაშინაც, თუ მზე ანათებს გაზაფხულზე აივანზე საკმაოდ გრილა. ფეხქვეშ დაიფინეთ ამინდისამტანი პატარა ხალიჩა - ლამაზი, მოსახერხებელი და თბილია.

3.jpg" alt="" />

3. მცენარეები
გაზაფხულზე უკვე შეგიძლიათ თქვენი შინაური ბაღი „გაასეირნოთ“. ერთ-ერთი ვარიანტის სახით, ასევე შეგიძლიათ აივანი გააფორმოთ ლამაზ ბოთლებში ჩალაგებული მოჭრილი ტოტების თაიგულით. თუ მათი გაფურჩქვნა არ გსურთ, მაშინ წყალიც არ სჭირდება.



4. თბილი ტექსტილი
გაზაფხულის მზე მატყუარაა: ის თითქოს მწველია, მაგრამ სინამდვილეში ქუჩებში ჯერ კიდევ გრილა. ამიტომ პლედები, ბალიშები და ბეწვეული ხელს არავის შეუშლის.



5. ატმოსფერული განათება
ახალი წლის შემდეგ შემორჩელინი საშობაო გირლიანდები, შეიძლება ატმოსფერული ქუჩის დეკორატიული განათების მსგავსად აივანზე გამოიყენოთ. საუკეთესოა უბრალო მოდელები დიდი ზომის ნათურებით. ეს სანთლების კომპოზიციისთვის მშვენიერი დანამატი იქნება.



წყარო: elledecoration.ru

კომენტარები

ელა 2019-05-01 19:11
გარშემო ყველა კორპუსიდან შენს აივანში თუ იჭყიტებიან, იქ ჯდომა რა სიამოვნებაა?

კომენტარის დამატება