7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ინტერიერი მოძველდა და განახლებას საჭიროებს

მოგეხსენებათ, მოდა პრეტენზიული ქალბატონია. ეს არა მარტო ბიუთი ტრენდებს ეხება, არამედ ინტერიერის დიზაინსაც. ის, რაც 5 წლის წინ პოპულარობის პიკზე იყო, დღეს მოდაში აღარ არის. მართალია, გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა ჩვენ შემოგთავაზებთ საერთო სტანდარტებს, 7 ნიშანს იმისა, რომ ინტერიერი მოძველდა და განახლებას საჭიროებს.

1.  მკვეთრი ფერი დამჯდარი ფერის წინააღმდეგ


მკვეთრმა, კაშკაშა ფერებმა დიზაინში აქტუალობა კარგა ხანია დაკარგა. კვასკვასა ფერების გამოყენებას დიზაინერები საბავშვო ოთახშიც კი არ გვირჩევენ. ამჟამად მოდაში მშვიდი, დამჯდარი ფერებია. განსაკუთრებით მოთხოვნადია რთული პასტელის ფერები. მკვეთრი კი შეიძლება, მხოლოდ აქცენტი
იყოს, დეკორის სახით შემოტანილი.

2. გარნიტური ცალკეული ავეჯის წინააღმდეგ



სასადილო და საძინებელი გარნიტურის შეძენა თანამედროვე სამყაროში ზარმაცების საქმედ მიიჩნევა. ამ ნაბიჯით ადამიანები შეცდომებისგან იზღვევენ თავს, თუმცა შაბლონური ვარიანტი საკმაოდ მოსაწყენია. უფრი მეტიც, დიზაინერების აზრით, ერთ ფერში და სტილში შერჩეული ავეჯი კარგა ხანია ცუდ ტონად მიიჩნევა. ჯობს ავეჯის შერჩევისას გამოიყენოთ თქვენი ფანტაზია და შთაგონება და ოთახი ისე მოაწყოთ.

3. მინიმუმი მაქსიმუმის წინააღმდეგ


ზოგი ადამიანი იმდენად ერთობა ხოლმე დეკორის ელემენტების შეძენით, რომ ზღვარს გადადის და ოთახს საწყობად გადააქცევს ხოლმე. დიზაინერები გვირჩევენ, დავიცვათ ოქროს შუალედი და ვიყოთ ზომიერები, სისადავეს არაფერი ჯობია.

4. საშხაპე კაბინა



ეს ძველმოდური ვარიანტი აბაზანაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს და საკმაოდ მოუხერხებელია.

5. მარტივი რთულის წინააღმდეგ



ზედიზედ რამდენიმე წელია დიზაინერები ერთხმად მოგვიწოდებენ,უარი ვთქვათ რთულ კონსტრუქციებზე და უპირატესობა სიმარტივეს მივანიჭოთ.

6. ფოტოშპალერი


ფოტოშპალერი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან პოპულარული იყო, ამჟამად მოდაში აღარ არის. ახლა მოდაშია კომბინირებული კედელი, ქვა, მარმარილო, ბეტონი.

7. ახალი კლასიკა


შეიცვალა ცნება კლასიკური, ბევრად გამარტივდა და დაიხვეწა. წარსულს ჩაბარდა ოქროსფერი და თაბაშირი. რაც უფრო სადაა ინტერიერი, მით მეტად კლასიკურად მიიჩნევა იგი.

კომენტარები

მაია 2019-09-17 18:54
გენიალური რჩევები და დახვეწილი გემოვნება, მადლობა რომ არსებობთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები