ინტერიერის დიზაინერმა ირაკლი ჯოხაძემ მეცხრე კლასში უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ არქიტექტურა და დიზაინი მისი საქმიანობის სფერო უნდა ყოფილიყო, თუმცა სანამ საკუთარ სტუდიას დააარსებდა, მრავალფეროვანი შემოქმედებითი გზა განვლო.
„დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, სკოლაც იქ დავამთავრე. გარემო პირობებიდან გამომდინარე, თბილისში სასწავლებლად ვერ წამოვედი, ქუთაისში არ იყო არქიტექტურის ფაკულტეტი, ამიტომ რაც ყველაზე ახლოს იყო ამ საქმესთან, იმაზე შევაჩერე არჩევანი - სამშენებლო ფაკულტეტს ვგულისხმობ. სწავლის პარალელურად, მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ ისეთი კურსების ძიება, სადაც კომპიუტერულად ნახაზების კეთებას ვისწავლიდით. ძებნა-ძებნით მივადექით არქიტექტორს, რომელსაც თვითონაც
სჭირდებოდა ახალგაზრდა კადრები და თან, შესწავლას სთავაზობდა. ჩვენთვისაც ხელსაყრელი იყო და დავიწყეთ სწავლა, პარალელურად ინტერნეტშიც ვცდილობდი ინფორმაციის მოძიებასა და ცოდნის გაღრმავებას“, - ასე დაიწყო საკუთარ თავზე საუბარი დიზაინერმა, რომელიც დღეს „შინ“-ის მკითხველს საინტერსო რჩევებს აძლევს.
- ბაკალავრიატს რომ ვამთავრებდი, ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე ვაკანსია ჰქონდა ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიას, ამიყვანეს და დავიწყე მუშაობა. მნიშვნელოვანი 3-4 თვე დავყავი იქ, სხვადასხვა სტილთან მიხდებოდა შეხება და კარგი გამოცდილება მივიღე. ამის შემდეგ გადავინაცვლე ავეჯის დამამზადებელ კომპანიაში, სადაც ავეჯის დიზაინზე დავიწყე მუშაობა.
2 წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება დამიგროვდა, როცა მივხვდი, რომ საკუთარი თავი ამოვწურე, ერთ-ერთ არქიტექტურულ სტუდიაში დავიწყე მუშაობა გრაფიკოსად, თუმცა არქიტექტურულ ნაწილშიც ჩართული ვიყავი, ვინაიდან ჩემი ინტერესის სფეროში შედიოდა. შემდეგ ამ სტუდიამ დაიწყო ინტერიერებზე მუშაობა და მეც უკვე დიზაინერის პოზიციაზე გადავინაცვლე. წელიწად-ნახევრის შემდეგ დავაფუძნე ჩემი საკუთარი სტუდია, რომელიც კურირებს ინტერიერის დიზაინს, მის ყველა ეტაპს.
- მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინში სტილისტური მრავალფეროვნება შეინიშნება, ჩვენს ქვეყანაში მაინც ერთ სტილში აკეთებენ სახლებს, რატომ ხდება ასე?
- უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში არის ეს პრობლემა, მაგრამ როგორც ხელოვნების სხვა დარგები ვითარდება, ასეა არქიტექტურაც. ჩვენთან ძალიან პოპულარულია ლოფტი, მართლაც კარგია, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მგონი ცოტა ჩავიციკლეთ ამაზე. ახლა თავს იმკვიდრებს სკანდინავიური დიზაინი, უფრო სწორად, ესაა სკანდინავიურისა და იაპონურის შეზავება, რომელსაც ჯაფანდი დაარქვეს, რაც გულისხმობს სკანდინავიურ გეომეტრიებს, სწორ თეთრ კედლებს, აზიური ელემენტებს ტექსტურაზე, ტექსტილზე, დეკორაციებზე. შესაძლოა, ავეჯსაც ეტყობოდეს აზიური სტილი. ეს სტილი სულ ახლახან ჩამოყალიბდა, მაგრამ უკვე პოპულარულია.
- ამ ეტაპზე რა არის ყველაზე ტრენდული ინტერიერის დიზაინში?
- 2018-2019 წლებში შავი ფერი ინტერიერში ძალიან ტრენდულია. თუ შავს წინ განსხვავებული ფერის დეკორს გაუკეთებ, საოცრად ეფექტური იქნება, ოღონდ ეს არ უნდა იყოს შავისა და რუხის გრადაცია, სრულიად განსხვავებული ტონალობა უნდა გაკეთდეს. შავის და რომელიმე მუქი ფერის გამოყენება უნდა მოხდეს დოზირებულად და არა მთელ ოთახში. რაც შეეხება ტრენდებს ავეჯთან მიმართებაში, ძალიან მოდურია შავი ხის ფაქტურა, ლატუნი და სპილენძი, რომელიც შავს იდეალურად ერწყმის. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა დესაუ ან კამოდი მეტალის ფასადით და ბუნებრივი ქვის - მარმარილოს, ან გრანიტის ზედაპირით. თუ რაღაც პერიოდში სწორკუთხოვანი ავეჯი იყო მოდური, ახლა უფრო მომრგვალებული ფორმებია აქტუალური, ოღონდ ამაში მთლად სიმრგვალე არ მოიაზრება, კუთხეები რომ აქვს რაღაც დოზით მომრგვალებული, ამას ვგულისხმობ. რაც შეეხება შპალერს, ახლა მოდურია გეომეტრიული ფიგურები, სამკუთხედები, რომბები.
- როდესაც ადამიანი იწყებს რემონტს, რა უნდა გაითვალისწინოს, რა არის ყველაზე მთავარი, რაც არ უნდა გამორჩეს?
- საცხოვრებელი ფართის, სივრცის ამომავალი წერტილი გეგმარებაა, დიზაინიც ამას ექვემდებარება. გეგმარება არის იმ ყველაფრის გათვლა, რაც შემდეგ უნდა გააკეთო და მოაწყო. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რაც შემდეგ კომფორტულ ცხოვრებას განაპირობებს. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც არსებული ინტერიერის გადაკეთების დროს ვაწყდები ხოლმე, არასწორი განლაგებაა. ზოგადად, ბუნებრივი განათება, მზის სხივი და მისი სწორად გამოყენება სახლისთვის მეტად მნიშვნელოვანია. სადაც გძინავს და სადაც დროის დიდ ნაწილს ატარებ, იქ აუცილებელია მზის სხივი, აბაზანა დიდად არ მოითხოვს ბუნებრივ განათებას. ხშირად არ აქცევენ ყურადღებას განიავების საკითხს, ბინა თუ კარგად არ ნიავდება, ეს დიდი პრობლემაა. იდეალური ვარიანტია, როცა ბინას ორივე ფასადზე აქვს ფანჯარა.
- რა შემთხვევაშია დეკორი კარგი გამოსავალი და რა შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს?
- თუ რა შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს - ამას სტილისტური მიმართულების ასპექტში განვიხილავდი. არსებობს ინტერიერში ისეთი მიმართულებები, სადაც, მაგალითად, უხეში ბეტონი არაფერ შუაშია და ამოვარდნილია სტილიდან, კლასიკურ სახლებში უადგილო იქნება მსგავსი ტიპის დეკორი. თუმცა, ლოფტი ითხოვს კიდეც ამას. ფერთა თამაში შეიძლება ბევრნაირად, მაგრამ სტილისტური არევა დაუშვებლია.
- ირაკლი, თქვენ ავეჯის დიზაინზეც მუშაობთ, ქართველი მომხმარებელი რაზე აკეთებს აქცენტს - კომფორტზე თუ მდიდრულ დიზაინზე?
- ხშირად არის მომენტი, როცა რაღაც ავეჯი აქვთ და უნდათ, შეინარჩუნონ, არადა ის დიზაინს აფუჭებს, თუმცა გიწევს ამ დათმობაზე წასვლა, იმიტომ, რომ ხვდები, არ აქვთ საშუალება. შეიძლება, ფერი შეუცვალო, მაგრამ თუ გეომეტრია და მოხაზულობა გეწინააღმდეგება, მაშინ რთულადაა საქმე, თუ გეუბნებიან, რომ ვერ შეძლებენ ახლის ყიდვას, არსებულით უნდა შექმნა „ახალი“.
- როგორ შეიძლება, ძველი და მობეზრებული ავეჯი განვაახლოთ?
- თუ ხისაა, განაახლებ და შესძენ ახალ სიცოცხლეს, მაგრამ ლამინატისას - ვერა. ლამინატი დაპრესილი ნახერხია, რომელიც ზემოდანაა ლამინირებული, ესაა ერთგვარი ფირი, რომელიც არ იღებება. მდფ შედარებით უკეთესი ვარიანტია, რომელსაც თუ მოგვინდება, დავაკრავთ ხის ანათალს, ე.წ. „შპონს“ და ჩვეულებრივად ვიღებთ იმდენად ბუნებრივ ხის ვიზუალს, რომ შეიძლება, ვერც გაარჩიოთ ნამდვილი ხისგან. მდფ ხის ჩანაცვლებისთვის კარგი ვარიანტია და პრინციპში, ავეჯის წარმოებაში ზედმეტადაც კი მოხდა ეს ჩანაცვლება. ხის ავეჯს და კარს იშვიათად აკეთებენ, ამ მხრივ მდფ ძალიან პოპულარულია, მათ შორის - აბაზანაშიც.
- ხშირად აგებენ ხის პარკეტს?
- უკვე ძალიან იშვიათად აკეთებენ, ყველა ლამინატზეა გადასული. მიზეზი ფასი და გამძლეობაა. გსმენიათ, ალბათ, რომ ამბობენ, სამზარეულოში ლამინატი არ მინდა, მეტლახს ან გრანიტს დავაგებო და გადაბმის ადგილას აკეთებენ ე.წ. ხაზს, რაც საშინელებაა. არსებობს ისეთი ლამინატი, რომელიც არც ისე ძვირი ღირს და შეგიძლიათ სამზარეულოში გააკეთოთ, გამძლეობის მხრივ არანაირ პრობლემას არ ქმნის.
- სტუდიო კიდევ აქტუალურია?
- დიახ. პირადად მე მიყვარს დიდი სივრცეები, მაღალიც და დიდიც, თუ მაქვს ორი სივრცე - მისაღები და სამზარეულო, იქ კედელს არ ავაშენებ და ოთახს არ გავყოფ, იმიტომ, რომ ჩემთვის კომფორტი დიდი სივრცეა. გასაგებია, რომ ტექნიკური საკითხები არსებობს, რაც სტუდიოს უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ არის მომენტები, როცა გარკვეულ დათმობაზე გიწევს წასვლა სხვა პრიორიტეტის გამო.
- რასაკვირველია, დიდი სამზარეულო კარგია, მაგრამ როცა არ არის ამის საშუალება, როგორ უნდა დავაპროექტოთ ისე, რომ პრაქტიკული და კომპაქტური იყოს?
- ასეთ შემთხვევაშ ტექნიკის ზომები უნდა „შევწიროთ“, არსებობს ცოტა პატარა - 60-სმ-იანი გაზქურა, 45-სმ-იანი ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ა.შ. ამ მეთოდით უნდა ვეცადოთ ფართის გამოთავისუფლებას. ზოგადად, სამზარეულოს ფუნქციონალურობის ამომავალი წერტილი არის „სამუშაო სამკუთხედი“, რომელიც სამზარეულოს გამართულობაზე მეტყველებს - ერთი წერტილია მაცივარი, მეორე - გაზქურა და მესამე - ნიჟარა. როცა სახლის დიზაინს გეგმავ, ეს სამკუთხედი ისე უნდა დაალაგო, რომ ერთი გვერდი დანარჩენზე არც ძალიან დიდი გამოვიდეს, არც ძალიან პატარა, ამ სამ წერტილთან მიდი-მოდიხარ ყოველთვის, ამიტომ ისე უნდა იყოს დალაგებული, რომ მაქსიმალური კომფორტი შექმნას. თუ კუთხის სამზარეულო არ გვაქვს, უმჯობესია ცენტრში მოთავსდეს ნიჟარა, ერთ მხარეს მაცივარი, მეორე მხარეს - გაზქურა, უნდა ვეცადოთ, რომ მათ შორის თანაბარი დაშორებები იყოს. თუ კუთხისაა, ისე უნდა დაიხაზოს სამკუთხედი, რომ მისი გვერდები ტოლი იყოს, თუ კუნძული გიდგას, ეს სამკუთხედი ისე არ უნდა განალაგო, რომ კუნძული გადაკვეთოს.
- რაც შეეხება ბარს, მასზე რას ფიქრობთ?
- ბარის მომხრე არ ვარ და არასდროს გავაკეთებდი. ბარი ჩემთვის დაახლოებით იგივეა, რაც გადატიხვრა, ბარის სიმაღლე დაახლოებით 100-120 სმ-ია, რაც თვალისთვის აღსაქმელად არის ბარიერი და იკარგება სივრცის შეგრძნება, რის გამოც ძირითადად კეთდება სტუდიო. კუნძული ბევრად უფრო ლამაზი და მოსახერხებელია, ვიდრე ბარი და დეკორატიული დატვირთვაც შეიძლება მეტი მისცე. არის შემთხვევები, როცა ბარს სასადილო მაგიდის ფუნქციას უთავსებენ, მაგრამ ეს არაკომფორტულია, სასადილო მაგიდა მაინც სხვა არის და მას ბარი ვერ ჩაანაცვლებს.
- სააბაზანოში კაფელ-მეტლახი რითი შეიძლება რომ ჩანაცვლდეს?
- დღეს, ბაზარზე ხარისხიანი კაფელ-მეტლახის მოძიება შეიძლება, რომელსაც ბუნერივი ხის პრინტი აქვს და ისეთია, ხისგან ვერ გაარჩევ. რასაკვირველია, ძვირია, მაგრამ ხარისხიანია, ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება და იმდენად ახლოს დგას ხის მასალასთან, ვერც იფიქრებ, რომ კერამიკაა. შესაძლებელია იმ ადგილას, სადაც წყალი არ ხვდება, კედელი დავამუშაოთ საღებავით და ჩვენთვის სასურველ ტონალობაში გადავწყვიტოთ. ტექნოლოგიები იმდენადაა განვითარებული, რომ არსებობს შესაბამისი ხსნარები და დასამუშავებელი საშუალებები, რომლის შედეგადაც გამორიცხულია წყლით დაზიანების შემთხვევები. საშხაპეში მსგავს საშუალებას არ გამოვიყენებდი, მაგრამ გარეთ - რატომაც არა?!
- ქართულ ბაზარზე სამშენებლო მასალები ხელმისაწვდომია? შევიძენ იმას, რაც ჩემს, როგორც დამკვეთის, მოთხოვნებს დააკმაყოფილებს?
- ძალიან ხშირად ვაწყდები პრობლემას, როცა რაღაც მომწონს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ადგილზე არ აქვთ და დაახლოებით 2 თვე მაინც მიწევს ლოდინი. ეს დიზაინერისთვის იმხელა დისკომფორტი არ არის, როგორც დამკვეთისთვის. საშუალო ხარისხის რემონტისთვის არის და მოიპოვება მასალები, მაღალი დონის რემონტისთვისაც, ოღონდ ამ შემთხვევაში ფასებიც მაღალია.
- სტილი რომელზე მუშაობაც ყველაზე მეტად გიყვართ...
- სკანდინავიური მინიმალიზმი, დიდი სივრცეებითა და მინიმალისტური ნივთებით.
ციცი ომანიძე